ქრაშის დაკერვის ურთულესი გზა

20 ივლისი 2021


თუ 2013 წლიდან დღემდე, შენი ქრაშის ყველა პროფილის ფოტოს დაგულებას აპირებდი ანუ ბეწვზე მოგისწარი. დაივიწყე. ეგ არ ამართლებს.

ისე, გიფიქრია როგორ გართულდა ცხოვრება? ადრე დაქრაშვა მანქანაში ჩატენვით სრულდებოდა. გაისმებოდა იდუმალი “ვრჩები”  და სწრაფად და მარტივად სეფაც იშლებოდა და ახალი ქართული ოჯახიც იქმნებოდა.
კაი, ღმერთმა გვაშოროს მოტაცებები და სეფები. აგერ 21-ე საუკუნეა და ქრაშინგი ლამის ხელოვნებად და ფილოსოფიად იქცა. შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მომხიბვლელია ვიღაცაზე ფიქრი, გაურკვევლობა, ცოტა წუწუნი და დაქალ-ძმაკაცების გულის გაწყალებაც.  სანამ ისევ შენი ქრაშის წინა საუკუნის ფოტოების დაგულება გადაგიწყვიტავს, ქრაშის დაკერვის ურთულესი გზა ეტაპებად ჩამოგიწიკწიკე. 

 

Warning ! : ქრაშთა მოდგმაში ბევრი განსხვავებული ინდივიდია, ამიტომ ამ რჩევებზე ნუ ააგებ ქორწილის გეგმებს.
 


პირველი ეტაპი : იყავი თავდაჯერებული
სანამ თვალების ჟუჟუნს დაიწყებ, უნდა იცოდე, რომ თავდაჯერებულობის გარეშე ქრაშს კი არა, აწყვეტილ ღილსაც ვერ დააკერებ. თან ისე, რომ იცოდე თავდაჯერებულობა ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის, მაგრამ ოქროს შუალედი დაიჭირე და მთლად “ნიკას თუ მიცა, მეც მომცემს” ტიპი არ გაიჩითო.


მეორე ეტაპი : ქრაშის ფეისბუქ ანალიტიკა
სანამ ფეისბუქზე ერთმანეთს მეორე ნახევრებად დაასტატუსებთ იქამდე დიდი გზაა. შეათვალიერე შენი გულის სწორის ფეისბუქი. ნახე რას აზიარებს, რას უყურებს, როგორ მუსიკას უსმენს, რაზე ღლიცინებს და ა.შ. იქნებ, საერთოდ ანტივაქსერია… ფოტოებსაც კაი დიდზე ჩაუყევი ემანდ შთამომავლობით არ იყოს წარმოდგენილი. აი, თუ მისი ბოლო ფეისბუქ აქტივობა  2013 წელს დადებული ფოტოა, რომელშიც აკვანში წევს,  არ ვიცი რა გიშველო. ლოცვა გააძლიერე.


მესამე ეტაპი : ანალიტიკისგან მიღებული ინფომრაციის სათანადოდ გამოყენება
თუ  ქრაშთან ახლომახლო მოხვდები, დრო უნდა იხელთო და მისი ფეისბუქიდან შესრუტული ცოდნა გამოიყენო. როგორმე საუბარში უნდა აიყოლიო, ამიტომ ჩამოაგდე სიტყვა იმ საკითხებთან დაკავშრებით, რომლებიც უკავშირდება მის ფეისბუქ აქტივობებს. თუ მის ფეისბუქზე არანაირი არაფერი იყო, მთლად გლობალურ დათბობაზე და მეტაფიზიკის მნიშვნელობაზე ნუ დაუწყებ ლაპარაკს. იყავი ბუნებრივი და ძაააან კაი ტიპის როლში ნუ გადავარდები.
“უიი ის იციიი?…. მერე ჩაგიგდებ...” - ეს ჯადოსნური ფრაზა არ დაივიწყო!


მეოთხე ეტაპი : მზერითი კონტაქტის საიდუმლოება
მე თუ მკითხავ მზერითი კონტაქტი ძალზედ ინტიმური რამეა, ამიტომ შენს ქრაშს რამდენჯერმე თვალი თვალში გაუყარე და ეცადე მზერაში ჩაატიო შენი გულის წადილი.   ვიცი ძაან ქრინჯულად ჟღერს, მაგრამ არაქრინჯულად უნდა გამოგივიდეს, თორე დარჩი 4Ever Alone…

 


მეხუთე ეტაპი : ჩათაობა in action
ძალიან გთხოვ “Privet rashvebi?” - ის ნუ მიწერ. საერთოდ მოკითხვები  და სთორის დარეაქთებები დაიკიდე.
ის ჯადოსნური ფრაზა ჰო გახსოვს? ჰოდა, რამე ჩაულინკე. მარტივი მიზეზია საუბრის დასაწყებად, მაგრამ მთლად “ახლა აღარ დავSeenავ, რო  ხვალაც ვილაპარაკოთ” არ გინდა.
ზედიზედ რამდენჯერმე (ცხრაჯერ არა! ჩემი გამოცდილებით ორი იდეალური ვარიანტია) მიწერე და მერე აორთქლდი. დაელოდე აქეთ თუ მოიწერება.


მეექვსე ეტაპი : ზომიერი იგნორის ხელოვნება
ოქროს შუალედის დაცვის გარეშე ცრემლს ვერ შეიშრობ ჩემო ტარიელ.
აგრძნობინე, რომ დიდად არ გაინტერესებს, მაგრამ მთლად სულერთიც არ არის შენთვის.
ხშირად დააიგნორე, ოღონდ ახლა მთლად ნუ გააქცევ. თუ იგნორების მიუხედავად ქრაში მაინც აქტიურია, მეჯვარეების მოძებნა დაიწყე.

თუ დაიღალე და “ნეტააა მოვწონვააარ?!” ფიქრით თავი წაიქციე, პანდემიასავით ნუღარ გაწელავ და ბოლო ეტაპზე გადადი.


მეშვიდე ეტაპი : “გარეთ გამოყვანა და სიყვარულის ახსნა”
ადექი და უთხარი. შენც დაისვენებ და ჩვენც. მთავარია მოლოდინები არ შეიქმნა და ბავშვის სახელზე ფიქრი არ დაიწყო. თუ დაგაFriendzoneებს “უკვე მეც მეგობრულად ვუყურებ და ვემეგობრები” არ დაიწყო! ყოფილ ქრაშებთან მეგობრობაღა აკლია შენს დალაგებულ ცხოვრებას.

დადებითი პასუხის შემთხვევაში აგიწყვია ცხოვრება და ეგაააა.

ქორწილის თარიღს რომ დააზუსტებ გადმორეკე.