კოლექტიური თავდაცვა ანუ რატომ ნატო

31 ივლისი 2023

NATO ანუ North Atlantic Treaty Organization ან ქართულად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 1949 წლის 4 აპრილს შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია ან ალიანსია, რომელშიც 31 სახელმწიფოა გაერთიანებული. ამ ალიანსის ოფიციალური მიზანია “დაიცვას თავისი ყველა წევრის თავისუფლება და უსაფრთხოება პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით”. სტრუქტურას რაც შეეხება, ნატო სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ესენია:

 

  •  სამოქალაქო სტრუქტურა
  •  სამხედრო სტრუქტურა
  •  ორგანიზაციები და სააგენტოები.

 

ახლა შემიძლია, მთელი სტატია ამ ფაქტებზე, რიცხვებზე და სტატისტიკებზე გელაპარაკოთ, რომლიდანაც, სავარაუდოდ, დიდ აზრს ვერც გამოიტანთ და აი ესე 2, მაქსიმუმ 3 დღეში დაგავიწყდებათ, ამიტომ არც თქვენ რო არ მოგაცდინოთ და არც მე რო არ ვწერო ეს მშრალ-მშრალი ფაქტები ტყუილად, პირდაპირ საქმეზე გადავალ.

 

 

ჰოდა, რა არის ეხლა ეს საქმე. ზოგადად საქართველოში ცოტა აზრზე მოსულმა ხალხმა (და იმედია ეგეთი ბევრი ვართ) ვიცით, რო ნატო კაია და აი, კი, გვინდა უეჭველი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა ამ აზრზე მოსული ხალხიდან ბოლომდე ის არ იცის, რატო გვინდა ეს ნატო. დღეს კიდე ჩემი საქმე ზუსტად ეგაა. შევეცდები, მოკლედ და შედარებით გასაგებად აგიხსნათ, რაში გვჭირდება და რატო გვინდა ნატოში შესვლა.

 

ნატოს წევრობას ბევრი ბენეფიტი აქვს. მაგალითად: უსაფრთხოება, ჰუმანიტარული დახმარება, სამეცნიერო თანამშრომლობა ნატოს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის მეშვეობით და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ დღეს მინდა ამ სიიდან ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს შევეხო, რომელიცაა ნატოს მე-5 მუხლი: კოლექტიური თავდაცვაა.

 

ნატოს მე-5 მუხლი

 

ეს მუხლი ნატომ 9/11-ის შემდეგ აამუშავა და დღემდე იმდენად მნიშვნელოვანი თემაა ნატოში, რო მაგათ ფეიჯზე ცალკე ადგილიც კი აქვს დათმობილი მარტო მაგას. “კოლექტიური დაცვა ალიანსის ბირთვია და მის წევრებს შორის სოლიდარობისა და ერთიანობის სულისკვეთებას ქმნის”. Basically ეს კოლექტიური თავდაცვა ის თემაა, რო თუ ნატოს წევრ ერთ ქვეყანას თავს დაესხმები, ეს თავდასხმა განიხილება, როგორც ყველა სხვა წევრზე თავდასხმა. აი, როგორც სამ მუშკეტერშია - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის.

 

ცოტა მარტივ ენაზე რო ავხსნათ, ეს კოლექტიური თავდაცვა ეგეთი რამე გამოდის. წარმოიდგინეთ, რაღაც სკოლის friend group-ი 31 წევრით. ეს friend group-ი მაგარი შეკრული ხალხია და აი პირველ კლასში რო დაძმაკაცდნენ, მაგის მერე ერთად არიან. ერთმანეთს ყველაფერში ეხმარებიან. ერთი თუ წაიქცა, მეორე აყენებს, ერთს თუ მოსწყურდა, მეორე უცებ წყალს უჩითავს. ერთი მთავარი წესი აქვთ, არავის აჩაგვრინებენ თავისი friend group-ის არც ერთ წევრს. ანუ ერთ-ერთ შედარებით სუსტ ტიპს თუ ვიღაც ბულერმა დაუწყო ჩაგვრა, დანარჩენი 30 ამ ბულერს დაადგება და დედას უტირებს.

 

ჰოდა, აი ზუსტად ეგ სუსტი ტიპი ვართ ჩვენ - საქართველო და ზუსტად ეგეთი ბულერი გვადგას თავზე - ჩვენი “ძვირფასი” ჩრდილოელი მეზობელი და უბრალოდ ერთმორწმუნე ერი - რუსეთი, რომელსაც ჩვენი ლოქერის 20% ჰო აქვს დაკავებული და გარდა მაგისა, როცა უნდა, რასაც უნდა, ამ ლოქერში იმას გვიწყობს ნებართვის გარეშე და ამ ყველაფერს ისე აკეთებს, თითქოს მასთან ვალში ვიყოთ. ჩვენ კიდე ვერც მაინცდამაინც კარგი მშობლები გვყავს, ამ ბულერს რო დაელაპარაკონ და ერთ ადგილზე დააყენონ და ჩვენთვითონაც დიდი ვერაფერი რა. ჰოდა, მაგიტო გვჭირდება ამ 31 ტიპის დახმარება, რომლებიც, სხვათაშორის, სამხედრო წვრთნები რო აქვთ მარტო მაგ friend group-ის ტიპებს, ჩვენც გვეძახიან და გვასწავლიან რაღაცეებს, მიუხედავად იმისა, რო მაგ friend group-ში ანუ ნატოში არ ვართ და მაგ მხრივ ჩვენ ერთადერთი გამონაკლისი ვართ. გარდა მაგისა, უკან 31 ტიპი რო გიდგას, მაგარი რთულია შენი დაჩაგვრა იმ ძაან ბულერისთვისაც კი, რომელიც ლითერალი ყველას ჩაგრავს.

 

გარდა მაგისა, საქართველოში ეგეთი რაღაც გვაქვს ნატოს სამეკავშირეო ოფისი. ეს სამეკავშირეო ოფისი თავის თავზე ამას წერს “წარმოვადგენთ ნატოს საქართველოში, ხელს ვუწყობთ პოლიტიკურ/სამხედრო დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას გახდეს ალიანსის წევრი”.

 

ეხლა უფრო მარტივად და გასაგებად რო აგიხსნათ. ცოტა ხნით ისევ სკოლაში დავბრუნდეთ. ეს სამეკავშირეო ოფისი basically ისეთი ტიპია, რომელიც იმ 31 წევრიან friend group-თანაც მეგობრობს და თან ჩვენთანაც. კაფეტერიაში გვიჯდება ხოლმე და გვებაზრება, რო აი ასე უნდა ქნა, ისე უნდა ქნა. მაგრად ვევასებით და უნდა, რო იმ friend group-ში გაგვაერთიანოს. თან ძაან სანდო ვიღაცაა და ის 31 ტიპიც ენდობა რა. იმათაც შორიდან ვევასებით და ამ ტიპს იყენებენ, რო ჩვენთან კავშირი სულ ქონდეთ.

 

მოკლედ კაი რამეა ამ friend group-ში ანუ ნატოში ყოფნა რა. და ყველაზე მთავარი, რასაც ნატო გვთავაზობს, არის დაცვა. ეგ კიდე ჩვენ ძაან ძაან მაგრად გვჭირდება იმიტო, რო, სამწუხაროდ, მაგრად გვჩაგრავს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი.

ამ სტატიაში შევეცადე, მოკლედ ამეხსნა, რატო გვინდა და უნდა გვინდოდეს ნატო. კიდევ დამატებით რამე თუ გაინტერესებთ, ყველა ინფო შეგიძლიათ ნატოს ოფიციალურ საიტზე nato.int-ზე ეძებოთ.

 

ბოლოს ნატოს ჰიმნით დავამთავრებ. იმედია, ეს ჰიმნი ოდესმე ჩვენთანაც გაისმება.