WTF

კიდევ ცოტა ფეიქი, რომელიც კოვიდზე უნდა დაამსხვრიო

28 სექტემბერი 2022

ალბათ, იტყვით, ვინ ექაჩება დავითას, ამდენს რომ წერს კოვიდზე და ფეიქებზეო. 

პასუხია გენები! ჩემი გამოთვლებით ჩემი წინაპარი ‘იგი’ იყო.
ვინც ‘იგი’ არ იცით ვინ იყო, სასახელო მამულიშვილი ქართველები ვეღარ გაიზრდებით! დაგუგლეთ.

მეც ასე ფეიქებით დაბრმავებულ ხალხს რომ ვხედავ- ჩემი ძმაკაცის თამადობით- ავდგები და ვიწყებ ფეიქთა მსხვრევას. 

მარტო კეთილი ზრახვები არ მამოძრავებს ოღონდ- გზად ბესოს ბულინგსაც გამოვკრავ ხოლმე ხელს და დღიური ბედნიერების დოზა- მიღებულია.

ხოდა ახლაც რამდენიმე ფეიქს შემოგთავაზებთ, რომელთა დამსხვრევაც არათუ რეკომენდირებუი, არამედ აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.



 

თუ საკვებზე ალერგიული ხარ, ე.ი ვაქცინაზეც ალერგიული იქნები



 

ეს მოსიარულე გოძილა ჭორი დიდი ხანი დადიოდა თბილისის ქუჩებში. თხილის ჭამისას თუ გაყრის, ე.ი კოვიდ ვაქცინაც ცუდად იმოქმედებს შენზეო. ამის გამო ბევრმა ადამიანმა თქვა უარი ვაქცინაციაზე. სინამდვილეში, თუ ვაქცინა უშუალოდ არ შეიცავს იმ საკვებ პროდუქტს რომელზეც შენ გაქვს ალერგია- მაგალითად, თხილს, ან ბროკოლს, მაშინ ვაქცინა ალეერგიულ რეაქციას შენს ორგანიზმში არ გამოიწვევს. და არამგონია ოდესმე, რომელიმე ვაქცინა ბროკოლით დაამზადონ. პ.ს ბროკოლზე თუ გაქვს ალერგია, იღბლიანი ყოფილხარ, ისედაც არ უნდა ჭამდნენ მაგას.



 

კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია, რაა



 

მესმის, როცა PCR ტესტი დადებით პასუხს გიჩვენებს, ყველანაირად ცდილობ საკუთარი თავის დამშვიდებას და გირჩევნია, კოვიდს ის გრიპი დაუძახო, რომელიც ადრეც არაერთხელ გადაგიტანია, სამი დღე სიცხეებით წოლილხარ და მერე ისევ სპაიდერმენივით წამოფრენილხარ. თუმცა, ადამიანმა თუ საკუთარი თავი მოატყუა, სხვას რაღაც უზამს?!
მოკლედ, კოვიდი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი არაა. სხვანაირი ვირუსია, რომელსაც აქვს გრიპის მსგავსი სიმპტომები, თუმცა ამ სიმპტომებს მიღმა ახასიათებს სხვა მრავალი სიმპტომიც- მათ შორის, დაავადების გადატანის მერე გართულებები, ახსრების ტკივილები, სისხლის მიმოქცევის გაუარესებები და ააასე შეეემდეგ.



 

ახალგაზრდა ხალხი კოვიდით არ იღუპება



 

ძალიან სევდიანი ამბავია ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი, თუმცა ჩემხელა ადამიანები, რომლებიც კოვიდით გარდაიცვალნენ, უფრო მეტ სევდას მგვრის ხოლმე. კი, სტატისტიკურად უფრო მეტი ხნიერი ადამიანი, თანმდევი და ქრონიკული დაავადებით, გარდაიცვალა, თუმცა იყო მრავალი შემთხვევა, როცა ერთი შეხედვით ჯანმრთელი ახალგაზრდებიც მოულოდნელად გარდაცვლილან. ამიტომ იყო ვაქცინით ვირუსის შეძლებისდაგვარი პრევენცია- აუცილებელი. როგორც უფრო ხნიერი ადამიანების დასაცავად- ასევე მოულოდნელი გართულებებისგან თავის ასარიდებლად.



 

კიდევ ეერთხელ- ვაქცინააციისას ორგანიზმში ცოცხალი, აქტიური და საღსალამათი ვირუსი- ა რ  შ ე ჰ ყ ა ვ თ !



 

ამას მხოლოდ იმიტომ ვიმეორებ, რომ ერთხელ  ნათლიაჩემისგან მოვისმინე- სამი დღის აცრილ დედაჩემს ეუბნებოდა- 10 დღე არ მნახო, შეიძლება ვირუსი გადმომდოო :) აუცრელი ნათლიაჩემი ეუბნებოდა აცრილ დედაჩემს.

ნონსენსი ხალხო- მკვდარი ვირუსული უჯრედის შეყვანა ორგანიზმში არის დიდი ხნის დაცდილი პრაქტიკა- ამით ჩვენს იმუნურ სისტემას ასწავლიან ვირუსი რა მოხელეაა, ვისი შვილია, ვის ჰგავს რომ მერე ჩვენი იმუნური სისტემა მარტივად შეებრძოლოს ამ ბოღმა ვირუსს გამომუშავებული ანტისხეულებით.

სხვადასხვა სახეობის ვაქცინას სხვადასხვანაირი მექანიზმებით მოქმედებს, თუმცა, დარწმუნებული იყავი, რომ ასაცრელად თუ შეხვალ პალატაში- იქ ვიღაც ბოროტი ექიმი კოვიდ ვირუსს არ შეგიყვანს კუნთში და არ დაგაინფიცირებს!