OMG

გახდით მიუნხენის ბაიერნის მსოფლიო გუნდის წევრი!

13 აპრილი 2021

“Ბევრის ოცნება - გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი, მიუღწეველი რჩება, Წელს გექნებათ შანსი ეს ოცნება აიხდინოთ. Მიუნხენის ბაიერნი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს  ნიჭიერ ფეხბურთელებს. თქვენ შეგიძლიათ ერთ-ერთი მათგანი იყოთ”- წერია მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

“15 ფეხბურთელი 15 ქვეყნიდან შექმნის მიუნხენის ბაიერნის ახალ 19 წლამდელთა  (U19), საერთაშორისო მსოფლიო გუნდს, რისთვისაც განაცხადის გაკეთება ახლავე შეგიძლიათ. თქვენ, როგორც მსოფლიო გუნდის წევრს, შანსი გექნებათ კონკურენცია გაუწიოთ ტალანტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მიიღოთ უმაღლესი დონის ინსტრუქტაჟი მაღალკვალიფიციური მწვრთნელებისგან. ამის გარდა, მონაწილეობას მიიღებთ ვარჯიშებსა და ამხანაგურ მატჩებში, რომელიც გაიმართება მიუნხენის ბაიერნის 19 წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ და  შეძლებთ თქვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას. Ჩვენ  პარტნიორებთან ერთად, ვიდეო სერიებით აღვწერთ თქვენს გატარებულ დროს მიუნხენში და ეს  ყველაფერი გამოქვეყნდება მიუნხენის ბაიერნის youtube არხზე” - იტყობინება რეკორდმაისტერის ვებ-გვერდი.

 

თუ ხართ 2003 ან 2004 წელს დაბადებული და გსურთ გახდეთ მსოფლიო გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ მაქსიმუმ 90 წამიანი ვიდეო-რეზიუმე, სადაც მაქსიმალურად კარგად იქნება ნაჩვენები თქვენი ინდივიდუალური მონაცემები. 

 

Აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს:

 

https://online.fcbayern.com/contacts/en#/worldsquad

 

Განაცხადის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ:

 

https://fcbayern.com/us/news/2021/04/become-a-part-of-the-fc-bayern-world-squad