WTF

ღარიბაშვილის 12 განცხადება, რომელზეც უნდა გაიცინო სანამ ცოცხალი ხარ

6 სექტემბერი 2021

ბოლო დროს ჩვენს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საინტერესო მესიჯბოქსები დაუგროვდა. ჰოდა, აგერ ნარჩევი განცხადებები ჩამოგიწიკწიკე და  ფრთხილად იყავი, სიცილ-ტირილი არ აგივარდეს.


"ვამაყობ, რომ ბიზნესი დამშვიდებულია."

- დამშვიდებული იქნება, აცხონოს უფალმა.


"ეკონომიკამ დაიწყო ძალიან სწრაფი ტემპით აღდგენა, გამოცოცხლება და გაჯანსაღება."



 


"ეკონომიკა დუღს"

- ნუთუ არ არის განსაზღვრული ის მიჯნა, რომლის ზევითაც შეიძლება ეკონომიკა გადაგვიდუღდეს?


"საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი."

- კი, და ფინეთსაც გავუსწრებთ მალე ბედნიერების ინდექსით


"გლდანის ციხეში, სადაც ადამაინებს აწამებდნენ, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო"

- ამბობენ, დღეში სამჯერ ამ ჟოლოს მირთმევა მნიშვნელოვნად ამცირებს დანაშაულის ჩადენის სურვილს.

 

"გვაქვს ამბიციური გეგმა, თხილის წარმოებით მსოფლიოში მეორე ქვეყანა გავხდეთ"

- ცოტა მეტი თავდაჯერებულობა, ბატონო პრემიერო. მგონი პირველობასაც გავარტყამთ.


"ფაროსანას მართვის ქართული მოდელი აშშ-ის მიერ იქნა აღიარებული"

- მაგათ თურმე ჩვენით უდგათ სული.


"[დაგებული გზების] გაშუქებას არ ვახდენდით, არ გვინდოდა მოსახლეობის შეწუხება."

- ამ მშიერი კუჭებით ახლა კიდე დაგებულ გზებზე გვატარე.


ღარიბაშვილი ივანიშვილზე: "ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, მას ეკუთვნის ყოველდღე მადლობა"





"დავაგეთ გზები, რომლებიც კომუნისტების დროსაც კი არ დაგებულა."

- მადლობა ბატონო ირაკლი ქვების ხახუნით რომ აღარ ვანთებთ ცეცხლს.




"ტყიბულში მეშახტეებს შევხვდი... მთავარი საკითხი, რაც მათ წამოაყენეს ტურიზმის განვითარებაა"

- ერთი ტყიბულს სჭირდება ტურისტები და მეორე ჩვენ ბიძინას "მზრუნველობა"


"ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა"

 - ემანდ ბიძინას გასაღები არ გადაეყლაპოს.