OMG

ექსტრემალური სპორტის მოყვარულებო შეერთდით - Tbilisi Extreme Fest იწყება!

30 მაისი 2023

ჩამოცხა. 

 

ზაფხულმა კარი ერთ დღეში შემოანგრია

 

და Extreme fest tbilisi -მაც გამოაცხადა, დროა ექსტრემალური სპორტის ივენთი კიდევ ერთხელ მოვცხოთო. 

 

თან სად თუ არა რისკიანი ხალხის მთავარ სავანეში - დედაენის პარკში. 

 

მთავარს დასაწყისშივე ვიტყვი - კონკურსი 3 ივნისს გაიმართება და მონაწილეებს შანსი გექნებათ, სახლში ჯ ი ლ დ ო ე ბ ი თ დაბრუნდეთ.

 

სპორტი გვაერთიანებს 

 

… და ზოგჯერ ძირს დაცემულ თანამეექსტრემეს, ფეხზე წამოგვაყენებინებს ხოლმე. 

 

Მოკლედ, როგორც ვახსენე, Ივენთს შეჯიბრის სახე ექნება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება - სასურველია ამ ნებისმიერ მსურველს გ ა რ კ ვ ე უ ლ ი სქილები ჰქონდეთ შემდეგ დისციპლინებში: Skateboard, BMX, Aggressive Inline, Kickscooter.


გამოცდილ, მოქნილ და რისკიან ხალხს ალბათ ზემოთ ჩამოთვლილის ახსნა არ სჭირდება, მაგრამ თქვენც თუ ჩემსავით ცოტა დონდლო, ექსტრემისგან ექსტრემალურად შორს და სპორტისგან კიდევ უფრო შორს დგახართ - აგიხსნით. 

 

BMX - რომ დავგუგლე, ველოსიპედის ფოტოები ამოაგდო, ოღონდ ისეთის არა შენ რომ ბავშვობაში გქონდა, ცოტა … კომპლექსურის. 

Aggressive Inline - ზე - როლიკები, რომლითაც რაღაც დიდ რკინაზე სახიფათოდ იდგნენ სპორტსმენები. 

Kickscooter - ზე უკვე ჩემით მივხვდი, მთავარ იარაღად სკუტერს რომ იყენებენ და  თავიანთ გემოზე წინ და უკან აბზრიალებენ. 

პროფესიონალები იმედია არ მიწყენთ ამ არაპროფესიონალურ აღწერებს. 

თუ მიწყენთ, მე გამქცევი მაინც ვერ ვარ, ასე რომ… 

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ხალხს მხოლოდ მააგარი სანახაობისთვის და ერთი-ორი თრიქის შესრულებისთვის არ ეპატიჟებიან. 

 

Cash for tricks - ფორმატის საშუალებით შენი გულის ჭიის გახარებისა და ერთი ორი ნაკაწრის მიღების გარდა, მაგრად შესრულებული თრიქებით შეიძლება კონკურსშიც გაიმარჯვო და სახლში იმაზე უფრო ფულიანი დაბრუნდე, ვიდრე მოხვედი. 

 

შეჯიბრის სამოყვარულო კატეგორიების ფულადი ჯილდოებია:

 

I ადგილი - 700 GEL

II ადგილი - 500 GEL

III ადგილი - 300 GEL

და ეს ყველაფერი არ არის! 

თუ ახლავე დარეკავთ ნომერზე 0256060 და შეიძენთ გამარჯვებულებს ფესტივალის სხვა სპონსორებიც დაგიყვავებენ და ფულის გარდა სხვა რაღაცებსაც შეიძლება გამოჰკრათ კბილი. 

 

ასე რომ ძვლების მთლიანობის გარისკვად, ნამდვილად ღირს. 

 

მოსვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - სკეიტზე ორი ფეხით დგომა თუ შენი ჰობი არაა, უბრალოდ ჩრდილში წამოგორდი და უყურე ახალგაზრდობას, რომლებიც ‘ბებერი ძვლები მაქვს’ ფრაზას შენსავით დღეში 4-ჯერ არ იყენებენ. 

 

სანამ მეტყოდეთ, პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადადიხარო, ვიტყვი რომ Ჩემზეა აქ საუბარი, თქვენ არ გაშეიმინგებთ … 

 

შეჯიბრზე რეგისტრაცია მარტივად, აი, ამ გუგლ ფორმითაა შესაძლებელი: დამაჭირე და რაც მოხდება ექსტრემალურად გაგაოცებს!

 

აქვე შეგახსენებთ, რომ Extreme Fest Tbilisi პირველად გასული წლის შემოდგომაზე ჩატარდა და კავკასიის მასშტაბით პირველი იყო - ასე რომ ღირს მონაწილეობითა და ივენთზე დასწრებით, კონკურსანტების ძვლები  კონკურსანტები ‘ვახ, ბიჭო, ეს როგორ გააკეთააა’ და მსგავსი ფრაზებით დავასაფორთოთ. 


მოკლედ:
ლოკაცია: დედაენის ბაღი 

რაობა: Extreme Fest Tbilisi 

დრო: 3 ივნისი, შაბათი, დ ი ლ ი ს 10 საათი 

სავარაუდო აღჭურვილობა მოუქნელებისთვის: პლედი. 

 

თუ ამ ბლოგის შემდეგ მაინც რამე კითხვა დაგრჩათ ( wow ) შეგიძლიათ ივენთის ლინკს ესტუმროთ.