WTF

დიფფეიქმა რა ჰქმნა?!

30 მარტი 2022

გუშინ ერთი კოშმარი მესიზმრა.

თვალები ვჭყიტე, ფბ-ს სქროლვა დავიწყე და მხვდება ვიდეო… 

სადაააც ჩემივე თავი რაღაც ტყუილებს ლაპარაკობს.

ვაჰ, მეთქი, ეს რა ხდება?! 

გავიხედე უკან, გამოვიხედე წინ, ვინ მეხუმრებით, ვინ მიჩალიჩებთ. 

ვიდეოში აშკარად მე ვარ.

ხან ის ვთქვი, კომბოსტო დაიდეთ, სიცხეს დაგიწევთ, ხან ის- ორგული რვაფეხებითაა ეს სამყარო სავსე, ვეღარავის ენდობი კაცი და ბოლოს ისიც დავაყოლე- სოციალურ ქსელში გავრცელებული ყველა ინფორმაცია, სიმართლის ცხრა ცეცხლშია გამოვლილ-გაწმენდილი და შეგიძლიათ, ასე, პირდაპირ, ენდოთ-მეთქი. 

ერთი პირობა, ხელზეც ვიწკმიტე. ხოარ მეჩვენებაა. 

მერე დავაკვირდი კარგად ვიდეოს, რაღაც ჩემი თავი არაბუნებრივი მეჩვენა, საუბარის შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თავი ზომაზე უფრო დიდი მქონდა, ტანი ზომაზე უფრო პატარა, მარცხენა თვალიც მითამაშებდა- არადა მე სულ მარჯვენა მითამაშებს ხოლმე. 

შემოვირტყი ჩემს რეალურად ოდნავ უფრო პატარა თავზე ხელი და- დიფფეიქი უკადრებიათ ჩემთვის-მეთქი, ვთქვი. 

ტყუილებს მალაპარაკებდნენ ამ დამონტაჟებულ ვიდეოში! 

ჰოდა ამ შუა მენტალური ბრძოლისას გამომეღვიძა და იმწაამსვე გადავწყვიტე თქვენთვის მომეყოლა დიფფეიქების ამბავი. მერე, თქვენც რაიმე მსგავსი რომ გესიზმროს და ვერ ამოიცნო, სად წავიდე?! ან შენ სად წახვიდე?! 

მოკლედ, რეჩის სახით ვიტყოდი, მაგრამ არ გამოვა, ამიტომ თხრობით სტილში წაიკითხეთ რა ეს დიფფეიქების ამბავი! 

 

Deepfake, ანუ, ღრმადფეიქი


საუბარია ხელოვნურად შექმნილ ვიდეოზე, სადაც სხვადასხვა ციფრული მანიპულაციის შედეგად კონკრეტული პიროვნების ფეიქ ჩანაწერი კეთდება- შედეგად, ადამიანს იმაზე ასაუბრებ, რაზეც გაგიხარდება და იმდენ სისულელესა და ტყუილს ათქმევინებ, რამდენის თქმაც საჭიროო იქნება. 

Deepfake- სიტყვა Deep learning-დან მოდის და ამ ტექნოლოგიით, სახის მიმიკების სხვადასხვა კუთხიდან შესწავლას გულისხმობს და საბოლოოდ, Ai- ანუ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აგებს რეალურ პიროვნებასთან მიმსგავსებულ ‘ციფრულ ნიღაბს’. ტექნოლოგიების ამ კუთხით განვითარებას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. პლუსი- გაცილებით გამარტივებული ციფრული მანიპულაციები, რომელთა გამოყენებაც, თუნდაც, ფილმების წარმოებისას შეიძლება და გაცილელებით შეუმსუბუქებს საქმეს რეჟისორებს, მემონტაჟეებს და მსახიობებს. სხვა პლუსებს წლების მერეც ვნახავთ, საინტერესო იქნება, სადამდე გაქაჩავს ხელოვნური ინტელექტი. 

შეიძლება ტიკ-ტოკზე, ან რაიმე სხვა აპლიკაციაზე შენც დაგიტესტავს ეს ტექნოლოგია… მაგალითად ბრიუს ვეინის სახის მაგივრად საკუთარი სახე ჩაგისვამს ვიდეოში … მერე რა, რო?! ან სპაიდერმენის?! გვინდა ხალხს სუპერგმირის ტყავში ყოფნა 3 წამიან ვიდეოში მაინც!

 

მეორე მხრივ, დიფფეიქი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმაციული ომის პირობებში და ალბათ, კი იცი, ეს ომი ახლა, სად მიმდინარეობს. 

საინფორმაციო ომებში დიფფეიქები ფართო აუდიტორიის მოსატყუებლად გამოიყენება- მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს კომუნიკაციის ქსელის არევას, ინფორმაციით მანიპულაციას, ტყუილის გავრცელებას და აქედან გამომდინარე სამიზნე აუდიტორიაზე მორალური და ხშირად ფსიქიკური ზიანის მიყენებას. ზოგადად, ყალბი ნარატივის გავრცელება ფართო მასებზე დიდ გავლენას ახდენს- ხალხის დემორალიზება მძლავრი იარაღია თანამედროვე ომებში. 

 

მოკლედ, მე კი გამოვიღვიძე იმ სიზმრიდან და ისევ ალალ-მართალი დავითა the destroyer of the fakes ვიყავი, მაგრამ ხომ არსებობენ სხვები, რომლებიც მარტივად იჯერებენ დიფფეიქებით მოყოლილ ამბებს?

 

დიფფეიქის მაგალითად შეგვიძლია პრეზიდენტ ზელენსკის ვიდეო მოვიყვანოთ- სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ და დანებებისკენ მოუწოდებდა. თუმცა ეს დიფფეიქი, cheap-fake-ად შეფასდა, ვერავინ მოტყუვდა და თავად პრეზიდენტიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, არ გრცხვენიათო?! 

ზოგადად, დეზინფორმაციის გამოყენების პრაქტიკა იმდენივე ხნისაა, რამდენი ხნისაც ომი. შესაბამისად ინფორმაციის გავრცელების ყველაზე სწრაფი საშუალების- ინტერნეტის გამოყენება, ომში დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ოპტიმალური მეთოდია. 

 

მეორე მხრივ, გვაქვს ბ. ვლაძიმირის დეიფფეიქ ვიდეო, სადაც რუს ჯარისკაცებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს და იმასაც აყოლებს, რომ რუსეთი დანებდა. 

 

ასე რომ, ციფრულად განვითარებულ სამყაროში, დეზინფორმაციისგან დაზღვეული არავინაა. თუმცა, იმის ცოდნა, რამდენია თურმე შესაძლებელი კომპიუტერული მანიპულაციების შედეგად, დაგვეხმარება ჩვენს გონებაში და შემდეგ გუგლის სანდო წყაროებში გადავამოწმოთ, 

ბოლოსდაბოლოს,

მართალია ამბავი თუ ტყუილი?!