
საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტის წინ უამრავი რამ გაუპროტესტებიათ. უამრავჯერ გამოსულან საკუთარი უფლებების დასაცავად და ჩვენც, ის ხალხი, რომელიც ასეთ პროტესტს ფეისბუქის საშუალებით ვაკვირდებით, ხშირად აღვშფოთებულვართ. ჯერ ცხრამეტი წლის ვარ, თუმცა, სამწუხაროდ იმაზე ბევრად მეტი საპროტესტო აქციის ჩამოთვლა შემიძლია, რამდენი წლისაც ვარ.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერი პროტესტის შემდეგ პესიმისტურ განწყობაზე ვდგები და სხვების შეძახილები ვერ მამხნევებს. განა არ მჯერა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ყოველთვის ირბძოლებს ჩვენი უფლებების დასაცავად, მაგრამ განა რამდენი?! ესეც რომ არ იყოს, სულ ორი მაგიური სიტყვაა საჭირო იმითვის, რომ მთავრობამ ჩვენს პროტესტს მუხტი დაუკარგოს დანარჩენი საზოგადოების თვალში - ნარკომანი და ნაცი. ხუთი ივლისის შემდეგ ალბათ სიას, „გეების“ დამცველიც დაემატება.
ამ ბლოგში იმას აღარ მოვყვები, რა ხერხებით ცდილობენ პროვოკაცების მოწყობას მთავრობის ჩანერგილი პროვოკატორები, ამას ცალკე პოსტს მივუძღვნი უახლოეს მომავალში. თუმცა, ალბათ, იკითხვათ, რატომ ვწერ ამ ბლოგს და ასეთი ნეგატიური აზრების შემდეგ, საერთოდ რისი თქმა მინდა? მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება ნებისმიერი პროტესტის მიმართ - რის გამო გავდივარ აქციებზე და, საერთოდ, რა განცდა მაქვს, როდესაც რაიმეს ვაპროტესტებ, ან ვინმეს უფლებებს ვიცავ.
იდეურად, ჩემი პროტესტი კონკრეტული არასდროს არის. პირველ რიგში, ვაპროტესტებ იმიტომ, რომ მჯერა ნებისმიერი არასამართლიანი ქმედება დომინოს პრინციპით ერთი ჯგუფიდან სხვადასხვა ჯგუფებზე ვრცელდება. კარგი მთავრობის ცნება ჩემს ცნობიერებაში გაქრობის დონეზეა და ხშირად მტკიცდება ის, რომ ყველა მთავრობა იმდენად ძალადობს ადამიანებზე, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა საზოგადოება. ჰო, ზუსტად ეგრეა. არ გეგონოთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია ეს თავისით მოხდა, ანდაც ერთ დღეს გადაწყვიტეს მმართველებმა, რომ სამართლიანები გამხდარიყვნენ. პირდაპირ თუ ირიბად ჩვენზე იერარქიულად ზემდგომი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ჩვენს შებოჭვასა და ჩვენი თავისუფლად სუნთქვის გზების გადაკეტვას.
თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მრავალი სტატეგია არსებობს. ადამიანების სენტიმენტებზე თამაში, მტრის ხატის შექმნა და ჩვენთან ყველაზე გავრცელებული ეთნო-ნაციონალისტურ შიშებზე აპელირება. ეს უკანასკნელი სტრატეგია, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები იყნებენ საკმაოდ გავრცელებულია. ამის მაგალითად შემიძლია რუსეთი მოვიყვანო, სადაც ტრადიციებისა და კონსერვატორული იდეების დაცვის ქოლგის ქვეშ უმარავი ძალადობა ხდება. რუსეთის მთავრობა იდეალურად იყენებს ხალხზე მზურნველის იმიჯს, რომელიც დასავლური გარყვნილებისგან, ანუ ლიბერალიზმისგან იცავს ქვეყანას და თავიდან იშორებს ოპოზიციას, კრიტიკულ მედიას, მცირე ბიზნესებს, რომლებიც ოლიგარქებს კონკურენციას უწევენ და ყველას, ვინც არ მოსწონს.
ზოგადად, როგორც აღვნიშნე, მთავრობის მხრიდან ასეთი მოქმედებები ჩემთვის უცხო არ არის. კარგი მთავრობების ნაკლებად მწამს, მაგრამ მე მინდა ამ მთავრობის დასაყრდენზე და ლეგიტიმატორზე - ხალხზე გავაკეთო აქცენტი. დანტე ალეგიერი ინფეროს მესამე თავში წერს: „non ragioniam di lor, ma guarda e pass“ (let us not talk of them, but look and pass.) ეს წინადადება იდეალურად ერგება ჩვენ საზოგადოებას. ახლახანს მომხდარ ხუთი ივლისის კონტრაქციაზე შეხვდებოდით უამრავ ადამიანს, რომლებიც გეტყოდნენ, რომ აპროტესტებდნენ აღლუმს, მაგრამ არ ძალადობდნენ სხვებზე. უყურებდნენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ. უფრო მეტია ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც ღირსების მარშის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, როგორც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. თუმცა, ერთ ადამიანს მაინც გეგონათ, რომ სამიზნე ჯგუფის გარდა სხვას გაუსწორდებოდნენ მოძალადეები? სათითაოდ კითხეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეგონათ, რომ მხოლოდ ქვიარ ადამიანებს სცემდნენ იმ დღეს და ამიტომ არაუშავდა ძალადობა, რას იტყივან დღეს. ისიც ვკითხოთ, ჟურნალისტებთან ერთად ქუჩაში გამვლელი რატომ დაჭრეს. ძალაუფლებას, რომელსაც ჩვენი მთავრობა და საპატრიარქო პოზიციების გასამყარებლად იყენებენ, ისეთ ადამიანებზე დგას, რომლებიც ნეიტრალურები არიან იმ მომენტში, როდესაც სხვისი უფლებები ირღვევა. კარგი, ჟურნალისტები სცემეს, მაგრამ მე ხომ არ ვარ ჟურნალისტი? მე ხომ არ ვაპროტესტებ არაფერს, რატომ მცემენ? მე ხომ განსხვავებული ორიენტაციის არ ვარ, რატომ შემდგებიან ჯოგურად?
მთავარი აქ ისაა, რომ მოძალადე ადამიანებს არ უნდა მისცე ძალადობრივი ქმედებების ჩადენის უფლება. მათ ზოგადად არ აქვთ იმის უნარი, რომ განსხვავებულ აზრს ცივილურად დაუპირისპირდნენ. არც იმის უნარი შესწევთ, რომ რაიმე დისკუსიაში შევიდნენ იმ ადამიანებთან, ვისაც უპირისპირდებიან. მათი იარაღი მხოლოდ ძალადობა და ძალადობის დაკანონებაა, რომლისთვისაც ბრძოლას აუცილებლად გააგრძელბენ. ეს ძალადობა კი ყველას წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვინც მათ არ მოსწონთ. იქნება ეს ბავშვი, განსხვავებული ორირენტაციის მქონე, უცხოელი თუ სხვა. იძალადებენ იმდენზე, რამდენის საშუალებაც ექნებათ და არ იფიქროთ, რომ მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტულია მიუღებელია. არა, მათთვის მიუღებელია ყველაფერი, რაც მათ არ გავს.
მინდა კარგად იაზრებდეთ, რომ ნებისსმიერი ადმიანის ან ადამიანთა ჯგუფის დაჩაგვრა არის გაუმართლებელი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები იყვნენ დაცული, არამედ იმიტომ, რომ თქვენც იყოთ დაცული. მინდა, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კარგად დაფიქრდეთ, რა შეიძლება მოყვეს თქვენს ნეიტრალურ დამოკიდებულებას იმ იმედით, რომ თქვენამდე არ მოაღწევენ მოძალადეები. იმაზეც იფიქრეთ, რამენაირად, არც ისე კარგი ადამიანების ხელში, ძალაუფლების კონცენტაციასაც ხომ არ უწყობთ ხელს, რომელსაც შემდეგ თქვენ წინააღმდეგაც აუცილებლად გამოიყენებენ?! ირანის ისლამისტური რევოლუცია უახლოეს ისტორიაში მოხდა და არ გეგონოთ, რომ მანამდე ირანი ჩვენზე ნაკლებად თავისუფალი საზოგადოება იყო. არც ის გეგონოთ, რომ ირანში მხოლოდ ქალები დაჩაგრა რევოლუციამ.
ტირანული მმართველობა აუცილებლად კომუნიზმის ან ნაციზმის სახით არ მოგვევლინება, ამიტომ გაუფრთხილით თქვენი და სხვების თავისუფლებას. ჰანა არენდტის არ იყოს: The ideal subject of totalitarian rule is not the convinced Nazi or the dedicated communist, but people for whom the distinction between fact and fiction, true and false, no longer exists.
