WTF

ჩამოგვალაბორანტეს

5 აგვისტო 2021

რთულია წარმოვიდგინოთ “ქართველი ხალხის ღირებულებები” ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გარეშე, მაგრამ რატომღაც ჩვენი ქვეყნის კეთიმლოსურნე ხელისუფალნი, თუნდაც სასწორის მეორე მხარეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იდოს, არჩევანს მაინც საკუთარი ჯიბის შევსებაზე აკეთებენ.

გიკვირთ?

მე არა.

დღეს თითქმის ორასწლოვანი კულტურული ძეგლის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნული მუზეუმის შენობა 1830 წელს არქიტექტორ ბერნარდაჩის მიერაა აგებული. ჩვენ კი არ ვიცით ჩვენი კულტურისა და ღირებულებების დამცველნი რა განაჩენს გამოუტანენ ტიფლისის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობას.

შენობა წლებია რესტავრაციას საჭიროებს.

მუზეუმის გუნდის მიერ მომზადებული გეგმა იმის შესახებ, თუ სად და რა პირობებში უნდა გადაეტანათ მუზეუმში დაცული ექსპონატები, გაქრა.

რატომღაც კულტურის სამინისტრომ მუზეუმის გუნდის წევრები პროცესს ჩამოაშორა და ექსპონატთა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულ ადგილას გადატანა დამოუკიდებლად მოინდომა.
დამთხვევა იქნება.


ალბათ.

კულტურის სამინისტრო შენობის უმძიმეს მდგომარეობას “სიცრუის ავტორების უმოქმედობას” აბრალებს, რომელშიც უნებლიეთ  საკუთარ თავს გულისხმობს და იმასაც დასძენს, რომ შენობის ისოტრიული ნაწილის აღდგენა "
არარენტაბელურია”, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელი. 
შესაძლებელია კი მემკვიდრეობის შენარჩუნება "
არარენტაბელურიად" გამოცხადეს?
თავად არარენტაბელლური კულტურის სამინისტროს მხრიდან ალბათ შესაძლებელია.


“სიცრუის ავტორების” გაგონება კი “სიმართლის სამინისტროს”, ტოტალიტარული რეჟიმის მაღალჩინოსნის მიერ შავ-თეთრი ეკრანიდან გამოსროლილ სიტყვებს ჰგავს და კი უნდა მიხვდე რაზეც მიანიშნებს.

სად იყო სამინისტროს “სიმართლის ავტორების ქმედითობა” მაშინ, როდესაც მუზეუმიდან  რამდენიმე მეტრში მძიმე ტექნიკის გამოყენებით ცისფრად შემინული შენობა წამოიჭიმა?

იქნებ, ორასწლოვანი შენობის ნანგრევებზეც მორიგი ცისფრად შემინული შენობის წამოჭიმვა იგეგმება, რომელშიც გაგიკვირდება და დაკარგული იქნება ძველი ევროპული ტიფლისის უნიკალურობა.

შენ თუ გგონია, მხოლოდ ეროვნული გალერიის ყოფილი მმართველია ის, ვინც ჩამოალაბორანტეს, ცდები.

იქმადე, სანამ ქვეყანაში ჩვენი აზრის საწინააღმდეგოდ გაგრძელდება პროცესები და წარბშეუხრელად ეცდებიან თავზე დაგვანგრიონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენც
ჩამოლაბორანტებულები  ვიქნებით.