OMG

Cavetown - bittersweet lemon boy

6 ივნისი 2023

Cavetown პირველად ჩემი მამიდაშვილის კლასელმა მომასმენინა. ახლა კონტექსტს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს რომელი სიმღერა იყო პირველი - This Is Home. აი ახლა, ამის წერისასაც, მაგას ვუსმენ და ზუსტად ისეთი შეგრძნება მიჩნდება, როგორიც მაშინ, როცა სულ პირველად მოვუსმინე ამ ბიჭს. თითქოს გულში სითბო გეღვრება და აი შენ პონტში რო გცივა, ამის მოსმენისას თბები. ერთი სათვალე მაქვს ყვითელ ლინზებიანი. ხანდახან ცუდ ხასიათზე რო ვარ, მაგას ვიკეთებ ხოლმე იმიტო, რო ყვითელ ლინზებში სამყარო ცოტა უფრო ლამაზია. აი world looks less depressing when you’re looking at it through yellow lenses რა. ჰოდა, Cavetown-ის მუსიკა ეგეთი ლინზებივითაა. როცა უსმენ, სამყაროს ძაან ბასრი კიდეები ცოტა გლუვდება. უფრო ატანადი ხდება იმ მიწაზე სიარული, რომელიც აქამდე კენჭებით იყო დაფარული იმიტო, რო Cavetown-ის მუსიკა მაგ კენჭებს ბალახად აქცევს. კაი ახლა მგონი ძაან შევყევი ამ მეტაფორებს, მარა ნუ you get the point, right?

 

სანამ იმ პირველ სიმღერას დავუბრუნდები, ერთ disclaimer-ს გავაკეთებ - Cavetown უბრალოდ stage name-ია, თორე მთელი ქეივთაუნი ერთი ბიჭია - რობინ სკინერი. ამ სახელს არ აქვს ბექსთორი, რობინმა უბრალოდ იმიტო აირჩია, რო it sounded cool. პრინციპში შეიძლება აქვს კიდეც და ჩვენ არ გვიმხელს. ნუ მაგას ახლა ნამდვილად ვერ გავიგებთ, ამიტო ჯობს, ისევ იმ პირველ სიმღერას დავუბრუნდეთ. 

 

მოკლედ ამ This Is Home-ს აქვს შედარებით გვიან გამოსული ცოტა სხვანაირი ვერსია. ჰოდა, ამ მეორე ვერსიას თავის ძაან ძაან საყვარელი კლიპიც აქვს. წიგნი იშლება და იქიდან ხელით გამოჭრილი რაღაცეები ამოდის, რომელზეც ამ სიმღერის ლირიქსი წერია და პატარა ფიგურები და რაღაცეები იჩითება. პრინციპში ჩემს მოყოლილს ჯობია შენთვითონ უყურო, სულ 4 წუთსა და 37 წამს წაგართმევს - აგერ ლინკი

 

ამ კლიპზე რატო დავიწყე საუბარი? აი რაღაცნაირად მგონია, რო Cavetown-ის მთელ არსს იტევს თავის ხელითგამოჭრილი საყვარლობებით. ახლა ზუსტად ვერ ვხვდები, ბოლომდე როგორ უნდა გაგაგებინო, რას ვგულისხმობ, მაგრამ აი ჩათვალე, ჩემთვის Cavetown-ის სიმღერები ისეთი ბუნებრივი და ხელშესახებია, როგორიც ის წიგნი ხელითგამოჭრილი რაღაცეებით რო არის სავსე და ხელითვე აქვს გაკეთებული წარწერები. და მეორეს მხრივ ეს წარწერებიც ისეთივე გულწრფელია, როგორიც Cavetown-ის ტრეკები.




 

 

 

Bittersweet lemon boy

 

Cavetown-ს ეგეთი ალბომი აქვს - Lemon Boy. მაგ ალბომში კიდე იმავე სახელწოდების ტრეკია. ამ ტრეკში ერთ bitersweet ტიპზე ყვება - lemon boy-ზე, რომელიც ეზოში ეზრდება. ამ lemon boy-ს ვერ იშორებს, ამიტო გადაწყვეტს, რო დაუმეგობრდეს. ჰოდა, დაუმეგობრდება კიდეც - I got myself a citrus friend-ო ამბობს. მერე ამ ტრეკში კიდე მთელი ამბებია - რობის მეგობრებს არ მოსწონთ ლიმნის სუნი რო ასდის, მაგრამ ახლა ეგ მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანი ეს bittersweetობაა, რომელიც, ჩემი აზრით, სულ გაყვება Cavetown-ის ტრეკებს. რაღაცნაირი სევდაში ჩაძირული, თბილი და საყვარელი სიმღერებია. აი მართლა ლიმონივით. ლიმონითქო იმიტო ვამბობ, რო მე მაგალითად მჟავე გემო საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ მაგალითად ჩემს საყვარელ სასმელს, ჩაის, ულიმნოდ ვერ ვსვამ. ერთმანეთს რო ერევა ის გემოები, რომლებიც არ მიყვარს და რომლებიც მიყვარს, რაღაც კაი მიქსს ვიღებ. Cavetown-ის სიმღერებსაც ეგეთი ეფექტი აქვს. თან მასევდიანებს, მაგრამ თან გულს მითბობს და მინდა ხოლმე, რო თვითონ რობის ჩავეხუტო. 

 

საკუთარი საძინებლიდან “დიდ” სცენამდე

 

რობინმა “პოპულარობა” 2010-იან წლებში მოიპოვა - აი მაშინ, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო - YouTube ჩენელი ქონდა და ცნობილ სიმღერებს აქავერებდა უკულელეზე. სხვათა შორის, ჩემი საყვარელი ბენდის, twenty one pilots-ის,  სიმღერაც აქვს დაქავერებული, ოღონდ მაგ ვიდეოში ძაან პაწუკაა. ზოგადად რობინი მისი მსმენელის თვალწინ გაიზარდა. თავიდან პატარა საყვარელი ბიჭი იყო, რომელიც უბრალოდ სიმღერებს აქავერებდა და მერე ქეივთაუნი გაიჩითა. რაღაცნაირად მიყვარს ეგეთი ხალხი. აი, რამე რო დაგეგმეს და სტრატეგია შეიმუშავეს კი არა, just თავისი გულწრფელი თავები რო იყვნენ და ჩვენ ყველას ძაან რო შეგვიყვარდა.

 

ქეივთაუნი პატარა ბუხარივითაა. აი ბუხართან რო დაჯდები და უცებ თბები, მიუხედავად იმისა, რო უკან ისევ მაგარი სიცივეა. ეგეთი პონტია - სანამ ყურსასმენებში პატარა საყვარელი ბიჭი გეუბნება “We’re fine, no one’s gonna catch us now-ო”, თბილად ხარ რა.

 

ჰოდა, ბევრი რო აღარ გავაგრძელო, გირჩევ შენით მოუსმინო. ამ ცივ სამყაროში ცოტა სითბო არავის არ გვაწყენს. აგერ ჩემს ფლეილისთს გიტოვებ

 

სითბოს გისურვებ მეგობარო, სითბოს…