OMG

არადა გარეთ გავათავე

10 თებერვალი 2022

პაწაწინა სპერმამ, რომ კვერცხუჯრედში უნდა გაინავარდოს და უცებ ორი სხეულისგან დაკუჭულ ზეწარზე ასრულებს მოღვაწეობას ძალიან სევდიანი ამბავია, მაგრამ მაგან რა იცის რა რთულია შვილის სახელზე, ნათლიებზე, ბაღზე, სკოლაზე, მის მომავალ პროფესიაზე და ცხოვრების წესსზე ფიქრი? ;)
 

სპერმამ არ იცის, მაგრამ იქნებ მაინც მოგიწიოს Gender reveal-ისთვის ბუშტების ბერვა? :)


გარეთ გათავება სად? ქუჩაში?

 


ბავშვობაში ეს სიტყვა პირველად რომ გავიგე მეგონა ვიღაცა შუა სექსის დროს საწოლიდან წამოხტებოდა და აივანზე გაათავებდა. ძალიან სასაცილო წარმოსაგდენი კი იყო, მაგრამ ვცდებოდი.

გარეთ გათავება და მედიცინის ენაზე შეწყვეტილი აქტის მეთოდი კონტრაცეპციის ერთ-ერთი ბუნებრივი სახეა. უფრო დეტალურად რომ გითხრა ამ დროს სქესობრივი კავშირი წყდება ეაკულაციამდე, (სპერმის გამოყოფამდე) ისე, რომ მამაკაცი ეაკულაციას ახდენს საშოსა და ვულვის გარეთ, რათა არ მოხდეს სპერმის ფალოპის (საკვერცხემდე მისასვლელი მილი) მილში მოხვედრა.

 


რა უნდა ვიცოდე გარეთ გათავებაზე?
 


პირდაპირ გეტყვი ეგ მეთოდი ნაკლებად სანდოა და თუ მაინც გადაწყვეტ, მანამდე ბავშის სახელების სიაც გქონდეს გამზადებული ;)
 

არავინ უწყის, შეიძლება ჩვენი პაწაწინა სპერმა პენისიდან ეაკულაციამდე გამოვიდეს. მითუმეტეს თუ წინა ეაკულაციამდე არც ისე დიდი ხანია გასული. თან ეს მეთოდი ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. მამაკაცმა მიუხედავად აღგზნებისა და სასიამოვნო ვიბრაციებისა უნდა შეძლოს სხეულის გაკონტროლება, რაც მარტივი ნამდვილად არ არის.
 

ქალებს რაც შეეხებათ, ამ მეთოდის გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი მენსტრუაციის აპლიკაცია, ემანდ ოვულაციის დღეები არ გქონდეს. ( იმედია ჩემსავით არ გავიწყდება ციკლის აპლიკაციაში აღნიშვნა და გილოცავ ორსულად ხარო არ გიწერს აპი )

 


პრექამი რაღაა?
 


პრექამი არის გამჭვირვალე სითხე, რომელიც კაცს ორგაზმამდე გამოეყოფა და ზუსტად იმავე მილიდან გამოდის საიდანაც შარდი. თან ბუნებრივი ლუბრიკანტი შეიძლება იყოს სექსის დროს და ამასთანავე  ვაფშე არაა ზარმაცი ტიპი ;) თუ საშარდე მილში სპერმატოზოიდებია დარჩენილი ყველას შეაგროვებს და გამოიყოლებს ;)
 


არადა გარეთ გავათავე
 


კაი, მარა რომ იცოდე გეტყვი რომ 100 დან 4 ქალი შეიძლება დაორსულდეს პრექამით და სულ რომ არავინ დაორსულდეს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს გარეთ გათავება ვერ უშველის ;)
 

ჰოდა, დაილოცოს ულტრა sensitive-ის მომგონი ;)

 


დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.