აღმოაჩინე სქრამ მასტერი

18 აპრილი 2022

თუ ბოლო დროს ხშირად ფიქრობ «ვინ უნდა გამოხვიდე?» ან ახლანდელი პროფესიით მთლად კმაყოფილი არ ხარ და გეფიქრება «რა მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გამოსულიყავი?» გაეცანი სქრამ მასტერის  თვალით დანახულ მის პროფესიას და ნახე ამ სფეროში რა გამოწვევები/ბენეფიტები აქვთ.

 

რა იცი, იქნებ საშენო სულაც არაა? ან პირიქით ;)

 

მოკლედ ჩამოჯექი, გვერდზე ყავაც მოიდგი (ცოტა საქმიანად, შენ ხომ რისერჩს აკეთებ) და მოუსმინე ნუცა წამალაშვილს.
 


ვინ არის სქრამ მასტერი?

 

სქრამი გასქრამებულა სასქრამეში ჩასქრამებულა… 

 

რაც სქრამ მასტერი გავხდი, ხშირად მეკითხებიან რას ვაკეთებ და რას ვსაქმიანობ ან საერთოდ რა არის სქრამი ან რა ფუნქცია მაქვს… 

 

Მოკლედ, რომ გითხრა, სქრამ მასტერი არის ადამიანი, რომელიც ეხმარება გუნდს და ორგანიზაციას სქრამის და ეჯაილის სწორად დანერგვაში. 


 

რას მოიცავს ეს პროფესია?

 

იმისთვის, რომ კარგად გაიგო რას მოიცავს სქრამ მასტერის როლი, პირველ რიგში, სქრამის ჩარჩო უნდა გესმოდეს კარგად.

 

Სქრამი ეჯაილ ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩარჩოა, რომელიც რამდენიმე მთავარ ასპექტს მოიცავს პროდუქტების მართვის პროცესში:

 

  • სვეტები (pillars) - სქრამის ჩარჩო ემპირიციზმსა და ე.წ. Lean thinking-ზე დგას, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანია უნდა გაითვალისწინო 3 მნიშვნელოვანი რამ:
  1. იყო გამჭვირვალე შენს გუნდთან და ორგანიზაციასთან;
  2. მუდმივად შეამოწმო შენ მიერ შესრულებული სამუშაო შენს გუნდელებთან ერთად;
  3. და საჭიროების შემთხევევაში მოახდინო მისი ადაპტაცია.

 

  • როლები - სქრამ გუნდში 3 ძირითადი როლი გვაქვს:
  1. Product Owner - პროდუქტის მფლობელის მთავარი მოვალეობაა, რომ გუნდთან სწორად მიიტანოს და კომუნიკაცია გააკეთოს მომხმარებლის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების;
  2. დეველოპერები - დეველოპერები არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ იმ სამუშაოებს, რომელიც საბოლოოდ მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს;
  3. სქრამ მასტერი.

 

  • ღონისძიებები - სქრამ გუნდის მაქსიმალურად ეფექტური მუშაობისთვის, რამდენიმე ღონისძიებას ვიყენებთ, რომლებიც გვეხმარება უკუკავშირის მიღების პროცესში როგორც გუნდის შიგნით, ასევე მის გარეთ stakeholder-ებისა თუ მომხმარებლების ჩართვით. Სქრამში სულ რაღაც 5 ღონისძიება გვაქვს:
  1. სპრინტი - ყველა საჭირო საქმიანობა, რომელიც საჭიროა პროდუქტის მიზნის მისაღწევად, მათ შორის სპრინტის დაგეგმვა, ყოველდღიური სქრამი, სპრინტის მიმოხილვა და რეტროსპექტივა ხდება სპრინტის განმავლობაში და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს;
  2. სპრინტის დაგეგმვა - რა უნდა შევასრულოთ სპრინტის განმავლობაში. Ამ ღონისძიებაზე ვაყალიბებთ სპრინტის მიზანს და მიზნიდან გამომდინარე ამოცანების სიას ვაყალიბებთ;
  3. ყოველდღიური სქრამი - ყოველდღიურად სპრინტის განმავლობაში სქრამ გუნდი 15 წუთით იკრიბება, რათა დააკვირდეს პროგრესს სპრინტის მიზნისკენ;
  4. სპრინტის მიმოხილვა - სპრინტის შედეგის შემოწმება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. Ამ ცერემონიაზე ხშირად “ვეძახით” ხოლმე stakeholder-ებს უკუკავშირის მისაღებად.
  5. სპრინტის რეტროსპექტივა - რეტრო გუნდის შიდა შეხვედრაა და მისი მიზანია გუნდის ეფექტურობის გაზრდის გზების ძიება. Რა შეგვეძლო როგორც გუნდს უკეთ გაგვეკეთებინა და სამომავლოდ რა გავითვალისწინოთ. 

 

  • სრტეფაქტები - ის ღირებულება, რაც გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს მოაქვს. Სქრამში 3 არტეფაქტუ გვაქვს:
  1. პროდუქტის ბექლოგი - პროდუქტის ბექლოგი არის თანმიმდევრობით დალაგებული იმ საკითხების სია, რომელიც გააუმჯობესებს პროდუქტს; 
  2. სპრინტის ბექლოგი - სპრინტის ბექლოგი შედგენილია სპრინტის მიზნის (რატომ) გათვალისწინებით და მოიცავს როგორც პროდუქტის ბექლოგიდან ამორჩეულ საკითხებს (რა), ასევე სპრინტის სამოქმედო გეგმას (როგორ);
  3. ინკრემენტი - ინკრემენტი არის მომხმარებლის მიერ გამოყენებადი და შემოწმებადი სამუშაო, რომელსაც გუნდი ასრულებს. ინკრემენტების ერთობლიობა ქმნის პროდუქტს. Მაგ., აპლიკაციაში ნებისმიერი ღილაკი და ფუნქციონალი ინკრემენტად შესაძლოა ჩათვალო.

 

ვიზუალურად ასე გამოიყურება სქრამის პროცესი:

ვიცი ვიცი ცოტა გრძლად გამომივიდა ბევრი უცხო სიტყვებით, მაგრამ მგონი ჩაწვდებოდი სქრამის არსს… არადა ძალიან მარტივია. :D 

 

ხო და Ჩვენი როგორც სქრამ მასტერების როლია სქრამის ყველა კომპონენტი მაქსიმალურად სწორად დავნერგოთ სქრამ გუნდებში და ორგანიზაციაში, ვასწავლოთ სქრამი და შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენივე სამუშაო პროცესი. 

 

ალბათ გაგიჩნდებოდა კითხვა, კი მაგრამ როგორ ვზომავ წარმატებას როგორც სქრამ მასტერი?

 

სქრამ მასტერი, როგორც გუნდის სხვა წევრები, წარმატებას ვზომავთ გუნდის მიერ შექმნილი პროდუქტით. ჩვენი თითოეული ქმედებაც იმისკენაა მიმართული, რომ გუნდმა / ორგანიზაციამ ისწავლოს როგორ დახვეწოს თავისი პროცესი უფრო მეტი ეფექტურობისთვის.

 

სქრამ გუნდის თითოეული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებელს გამოცდილება და ხშირად მივიღოთ მათგან უკუკავშირი.
 


სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით


 

სქრამ მასტერად დაახლოებით წელიწად ნახევარია ვმუშაობ. Საქართველოს ბანკში მქონდა პირველად შესაძლებლობა, რომ სქრამი მესწავლა და რამდენიმე სქრამ გუნდში მემუშავა. Ახლა კი სფეისში ვმუშაობ Scrum Chapter Lead-ად და გარდა იმისა, რაც ზევით მოგიყევი, ასევე ვეხმარები სხვა სქრამ მასტერებს განვითარებაში.


 

რა ტიპის პროექტებზე გიმუშავია ?


სქრამში ძალიან არ გვიყვარს სიტყა “პროექტის” გამოყენება, რადგან პროექტები უფრო მეტად მოკლე ვადიან სამუშაო პროცესს გულისხმობს, რომელიც საბოლოო ჯამში სრულდება. 

 

სქრამი უფრო მეტად პროდუქტების განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც შესაძლოა მუდმივ პროცესში გადაიზარდოს და დასასრულიც არ ჰქონდეს.

 

რაც შეეხება სფეროს, ინფორმაციული ტექნოლოგიებში პროდუქტების განვითარებაზე ვზრუნავ ციფრული პროდუქტების მიმართულებით. ^^
 


რა გზა გაიარე სქრამ მასტერობამდე? 


 

ადამიანური რესურსების მართვიდან და პროექტების მენეჯერობიდან სქრამ მასტერობამდე - მოკლედ რომ დავახასიათო ჩემი კარიერული განვითარება. :D


 

რას ურჩევდი ამ პროფესიით  დაინტერესბულ ადამიანებს?


 

სქრამით თუ ხარ დაინტერესებული, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო და გაიაზრო რამდენიმე როლი, რომლების შესრულებაც გვიწევს სამუშაო პროცესში:

 

  • ფასილიტატორი - კოლაბორაციით, ჩართულობითა და მიზანზე ორიენტირებულობით ეხმარები გუნდს გაიმარტივოს პროცესები;
  • მასწავლებელი - ასწავლი გუნდსა და ორგანიზაციას სქრამს და როგორ დანერგონ უკეთესად;
  • ქოუჩი - სწორი კითხვების დასმით ეხმარები გუნდს, გუნდის წევრებსა და ორგანიზაციას აღმოაჩინონ სწორი განვითარების გზა;
  • მენეჯერი - შენ მოგიწევს გუნდის პროცესების სწორად წარმართვა და გუნდის დაბრკულებების მენეჯმენტი;
  • ცვლილებების აგენტი - შენ მოგიწევს ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც სქრამი აყვავდება, რაც მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს როგორც გუნდის, ისე ორგანიზაციის დონეზე.
  • ლიდერი - როგორც ლიდერი, გუნდს ეხმარები განვითარებაში და ისინი არიან შენი ამოსავალი წერტილი; 


 

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა სქრამ მასტერმა


 

ენის გასატეხი ხომ გახსოვს, რომლიც ვახსენე თავიდან?! 

 

ბავშვობაში ხშირად გვასწავლიდნენ და გვაზეპირებინებდნენ ენის გასატეხებს, რომლებსაც მხოლოდ ის ფუნქცია ჰქონდა, რომ რთულად სათქმელი სიტყვების გამოთქმა გვესწავლა და “ენა გაგვეტეხა”. თუ ფიქრობ, რომ სქრამი და სქრამ მასტერის როლი შენთვის საინტერესოა, მხოლოდ მისი დაზეპირება საკმარისი არაა. 

 

ხშირად ორგანიზაციებში ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ სქრამ მასტერი უბრალოდ ზედმეტი როლია გუნდის სამუშაო პროცესში, მაგრამ ეს სულაც არაა ასე. სქრამის საფუძვლიანად სწავლა და მისი პრაქტიკაში დანერგვა საკმაოდ შრომატევადი და გრძელი გზაა და მას სწორი “გაძღოლა” სჭირდება.

 

მთავარია გქონდეს სურვილი იმისა, რომ სქრამის შესწავლა, მისი პრინციპების და ღირებულებების გააზრება და შენს თავში მათი აღმოჩენა არის პირველი ნაბიჯი რომ გახდე წარმატებული სქრამ მასტერი. დანარჩენი კი უკვე გამოცდილებასთან ერთად მოდის… მთავარია დაიწყო.

 

აქვე სასარგებლო ბმულებიც შეგიძლია ნახო, რომლებიც დაგეხმარება უფრო კარგად ჩაწვდე ჩვენს პროფესიას: 



 

როგორია საბაზრო ფასები - ანუ ამ პროფესიით გავმდიდრდები?



რა თქმა უნდა, როდესაც ახალ პროფესიას ეუფლები პირველი რასაც ეძებ სახელფასო range-ია. დამწყები სქრამ მასტერის ხელფასი დაახლოებით 1000 -1500 ლარის ფარგლებში მერყეობს ქართულ ბაზარზე, მაგრამ პრაქტიკასთან ერთად გამდიდრებაც შეგიძლია. Უცხოურ ბაზარზე 2-წლიანი გამოცლებით წელიდწადში 100 000$-საც შეგიძლია მიუკაკუნო. ^^ ასე, რომ ფარხმალი არ დაყარო <3



 

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.

The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program “Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization”. The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.