
თუ ბოლო დროს ხშირად ფიქრობ «ვინ უნდა გამოხვიდე?» ან ახალნდელი პროფესიით მთლად კმაყოფილი არ ხარ და გეფიქრება «რა მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გამოსულიყავი?» გაეცანი NFT არტისტის თვალით დანახულ მის პროფესიას და ნახე ამ სფეროში რა გამოწვევები/ბენეფიტები აქვთ.
რა იცი, იქნებ საშენო სულაც არაა? ან პირიქით ;)
მოკლედ ჩამოჯექი, გვერდზე ყავაც მოიდგი (ცოტა საქმიანად, შენ ხომ რისერჩს აკეთებ) და მოუსმინე იკო ელბაქიძეს.
რა არის NFT?
ვირტუალური ნამუშევრები დიდი ხანია არსებობს უბრალოდ ვერ ვამჩნევდით. თუ თამაშების მოყვარული ხარ, გამორიცხულია არ შეგხვედრია ეგრედწოდებული სკინები, რომელსაც შეიძენდი და მხოლოდ შენ იყავი მისი მფლობელი. ესენიც NFT-იებია, უბრალოდ ეს სახელწოდება არ იყო ადრე იმდენად აქტუალური, როგორც ახლაა.
NFT არის ვირტუალური ნამუშევარი, რომელიც შეიძლება იყოს ილუსტრაცია, ვიდეო, გიფი ან აუდიო ჩანაწერი. NFT იშიფრება როგორც “NON Fungible Token”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნამუშევარი არის ერთადერთი და მისი დაკოპირება ან მოპარვა არავის შეუძლია. რა თქმა უნდა დასქრინვაც არაფერს შეცვლის. ტრანზაქციების დეტალები Blockchain-ზე ინახება, მეპატრონის მისამართითა და შეძენის თარიღით.
NFT ამერიკებში და სხვა ქვეყნებში დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ჯერ ხოლოდ ორი წელია რაც გაჩნდა. ამ წელს კი ინტერესი განსაკუთრებით დიდია.
რა ეტაპების გავლაა საჭირო NFT არტისტობამდე ?
თუ ილუსტრატორი ხარ, ეს კიდევ დამატებითი მოტივაციაა, რადგან შენი პროფესიით შეგიძლია კრიპტოსამყაროში ვირტუალურადაც. თუმცა გეტყვი, არც არის საჭირო მაინდამაინც ხატვა გეხერხებოდეს რომ NFT პროექტი დაიწყო. ტოპ 10 პროექტებში შედიოდა პროექტი, სადაც ნამუშევრები უბრალოდ ხაზებს წარმოადგენდა, რომლის გასმა მაუსითაც სრულიად შესაძლებელია. ნამუშევრები კი 10,000 - 50,000$ ებად იყიდებოდა. მოკლედ NFT სამყაროში ყველაფერი მოსალოდნელია. ნუ თუ არტისტი ხარ შენი პროექტი შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს.
კოლექციის შექმნის შემდეგ NFT გასაყიდად მარკეტფლეისზე უნდა ატვირთო. პირადად მე Opensea.io-ს გამოვარჩევდი. Opensea.io-ზე ნებისმიერს შეუძლია უფასოდ ატვირთოს და გაყიდოს თავისი ნამუშევრები, ყოველგვარი საკომისიოების და ეგრედ წოდებული Gas Fee-ების გარეშე. არც კოლექციების რაოდენობაში ხარ შეზღუდული, რაც ცალსახად Polygon-ის დამსახურებაა.
როგორ გავყიდო NFT?
Opensea-ზე ორი ცნობილი კრიპტოჩეინია: პოლიგონის და ეთერიუმის. ახლა უკვე სოლანაც მიემატა, მაგრამ სოლანაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. პოლიგონს აქვს უფასო ტრანზაქციები, სასტარტოდ არ გჭირდება არანაირი ბიუჯეტი, მაგრამ არ არის ისეთი უსაფრთხო როგორიც ეთერიუმია. ეთერიუმის ჩეინი კი უფრო დაცულია ვიდრე პოლიგონის, მაგრამ აქ საკომისიოებს თავს ვერ აარიდებ. თუ შენი ნამუშევრების ატვირთვა გსურს, საწყისი ასატვირთი საკომისიო 100დან 250$-მდე მერყეობს. ასევე, ნამუშევრის ყიდვის შემთხვევაშიც დიდია Gas Fee, ამიტომ დამწყებ არტისტებს ვურჩევდი რომ ატვირთვა პოლიგონ ჩეინზე დაიწყონ, რადგან თუ თავიდან ხალხმა შენი პროექტი შესახებ არ იცის, არავის არ სურს ზედმეტი საკომისიების გადახდა. ხოლო თუ შენი პროექტი გაამართლებს, ხალხს ბენეფიტებს მისცემს და კარგ შემოსავალას მოიტანს, შემდგომ უკვე გადადით ეთერიუმზე.
Opensea-ზე ატვირთვის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია Twitter-ზე ყოველდღიური აქტიურობა. უნდა დაპოსტო შენი პროექტის შესახებ და ხალხს ელაპარაკო.
ქომიუნითის კარგი თავშეყრის ადგილია Discord. კარგი საკომუნიკაციო გარემოს შექმნისთვის შეგიძლია მოაწყო ონლაინ შეხვედრები, ტრენინგები, გამოაცხადო announcement-ები და ა.შ.
რა გზა გაიარე NFT არტისტობამდე?
უკვე დიდი ხანია რაც ფურცლიდან დიჯითალზე გადავედი და უკვე სიახლის დრო იყო. კრიპტოსამყარო ყოველთვის მაინტერესებდა. ერთ თვეზე მეტი ყოველდღე ვარესერჩებდი NFT-ებისა და მათი მსოფლიო ბაზარის შესახებ. საქართველოში ჯერ იმდენად არ იყო პოპულარული. ინფორმაციის მოძიება კი ჩემი რუტინის ნაწილი გახდა.
როდესაც მივხვდი, რომ გარკვეული ცოდნები დავაგროვე NFT-ების შესახებ, დავიწყე ჩემს წარმოსახვით პროექტზე ფიქრი. ხელში ფანქარი მოვიმარჯვე და იდეები ჩამოვწერე. გონებაში ჩემი პერსონაჟები წარმოვიდგინე. შემდეგ კი ხატვა დავიწყე, ნამუშევრები გავაციფრულე და პერსონაჟების ისტორიაც უკეთ მომაფიქრდა. იცოდე, რომ სიუჟეტის და ისტორიის მოფიქრება პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვლელოვანი ნაწილია. მოკლედ ისტორიაც მქონდა, ნამუშევრებიც, ტვიტერიც და დისქორდიც. პირველი ნამუშევარი Opensea-ზე ატვირთვიდან მეორე დღესვე გაიყიდა. მფლობელთა რიცხვი კი დღითი დღე გაიზარდა. ამჟამად ჩემი კოლექციიდან 20 NFT-ია გაყიდული.
რას იყენებ ინსპირაციისთვის?
ინსპირაციისთვის ვიყენებ თვითერს. ვაფოლოვებ უამრავ პროექტს და გვერდს.
ასევე, Twitter-ზე Space-ის გაკეთება შეგიძლია, სადაც ადამაინები თავიანთ პროექტებზე საუბრობენ და აუდიტორიას აცნობენ, რაც ინსპირაციის მიღების კარგი საშუალებაა საშალებაა.
როგორია საბაზრო ფასები - ანუ NFT-ით გავმდიდრდები?
გააჩნია პროექტს. ზოგის პირველადი ფასი ძალიან დაბალია, მაგალთად 5 დოლარი. ყოფილა შემთხვევა, როცა საქართველოში 10 - 15$-იან ნამუშევრებმა ორ დღეში 200-250$-ს მიაღწია, რაც საკმაოდ კარგი შედეგია ორი დღისთვის.
Foundation.app არის საიტი, სადაც წააწყდებით ძვირადღირებულ ნამუშევრებს წააწყდები. მოკლედ, კი გამდიდრებაც შეგიძლია.
ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა NFT არტისტმა
როცა ჩემი პროექტი ავტვირთე, პროცესში ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ შეცდომებმა ბერვი რამ მასწავლა. ჩემი რჩევა იქნება, რომ თავდაპირველად გაერკვიო ეთერიუმის და პოლიგონის სქელებში. გადმოწერე მეტამასკი - შენი კრიპტო საფულე, რომელსაც შემდგომ Opensea-ს მიაბავ. აუციელბელია Twitter-ის ანგარიში (პოსტებზე NFT ჰეშთეგები არ დაგავიწყდეს). შექმენი Discord-ის სერვერი, დაამუღამე ოთახების დამატება/დაედითება.
მთავარი რჩევა ის არის რომ არ იჩქარო. კარგად დაგეგმე პროექტი. თუ რესურსი გაქვს გააკეთე შენი პროექტის ვებ-საიტი. გაითვალისწინე რისკები, ბიუჯეტი, შეამზადე ხალხი წინასწარ და დაუტოვე მათ ინტრიგა. იყავი კომუნიკალბელური, დააინტერესე აუდიტორია რათა გახდნენ პრივილეგირებული ოუვენრები და მოხვდნენ შეზღუდული რაოდენობის whitelist-ში. აუცილებლად დაწერე დამინთვის თარიღი და შემდეგ ჩაუშვი პროექტი. ესეთი მიდგომა ბევრად სერიოზულია და ბევრად კარგ შედეგებს და წარმატებას მოგიტანს.
რესურსები, რომლებიც NFT-ით დაინტერესებულ ადამიანებს გამოადგება
თუ ციფრული სამყაროს სხვა განზომილებებიც გაინტერესებს, შეგიძლია სხვა ციფრულ-ოსტატთა ბლოგებიც გადაათვალიერო:
Product owner სქრამ მასტერი ქოფირაითერი პროგრამისტი სოც მედია მენეჯერი
UI/UX დიზაინერი ედვერთაიზერი გრაფიკული დიზაინი მონაცემთა ვიზუალიზაცია
კონტენტ მეიქერი Motion დიზაინერი
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.
The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program “Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization”. The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.