აღმოაჩინე ქოფირაითერი

11 აპრილი 2022

თუ ბოლო დროს ხშირად ფიქრობ «ვინ უნდა გამოხვიდე?» ან ახალნდელი პროფესიით მთლად კმაყოფილი არ ხარ და გეფიქრება «რა მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გამოსულიყავი?» გაეცანი ქოფირაითერის თვალით დანახულ მის პროფესიას და ნახე ამ სფეროში რა გამოწვევები/ბენეფიტები აქვთ. რა იცი, იქნებ საშენო სულაც არაა? ან პირიქით ;)

მოკლედ ჩამოჯექი, გვერდზე ყავაც მოიდგი (ცოტა საქმიანად, შენ ხომ რისერჩს აკეთებ) და მოუსმინე ლაშა მილორავას.

 

რა არის ქოფირაითინგი?

 

გუგლს თუ დავუჯერებთ: სარეკლამო ტექსტების დაწერა, მაგრამ, ასე მარტივადაც არაა ყველაფერი :) დღეს, ანუ დიჯიტალიზაციის ეპოქაში, უკვე ბევრნაირი მიმართულების ქოფირაითერი არსებობს, თუმცა, კლასიკური გაგებით (და ჩემ შემთხვევაში) ქოფირაითერის პირველი და მთავარი მოვალეობა კამპანიებისთვის იდეების გენერირებაა. უკვე შემდეგაა  მოფიქრებული იდეებისთვის საჭირო ტექსტების დაწერა , იქნება ეს სარეკლამო რგოლის სცენარი, მთავარი მესიჯი, ქოფი ბილბორდისთვის და ა.შ. ცალკეულ კამპანიებზეა დამოკიდებული.

  
 

სამუშაო გამოცდილება ქოფირაითინგის მიმართულებით

 


 

შეიძლება ითქვას, ათას სააგენტოზე გადამხტარი კაცი ვარ :) ფეხი Holmes & Watson-ში ავიდგი. მაშინ ცხრამეტის ვიყავი, ანუ  წელი გასულა. შემდეგ იყო Socialsharks, საქართველოს ბანკის In house Creative Agency, მერე Betterfly DDB და ბოლოს ყველაფერი ჩემ საყვარელ JWT Metro-ში დაგვირგვინდა კოხტად. უკვე ბოლო ნახევარი წელია პირველი ქართული სათავგადასავლო ანიმაციური სერიალის სცენარისტი და რეჟისორი ვარ და ქოფირაითინგის კუთხით მხოლოდ ვფრილანსერობ.

 

რა ტიპის პროექტებზე გიმუშავია ?

 

ალბათ ყველანაირზე. სააგენტოს გააჩნია, ყველგან სხვადასხვა მიმართულებაა დაპრიორიტეტებული. ბოლო წლებში ძირითადად სარეკლამო რგოლებზე ვიყავი გადართული, თუმცა იყო რამდენიმე ინტეგრირებული კამპანიაც. როგორც სცენარისტისთვის/ქოფირაითერისთვის სამუშაო საინტერესო და პლიუს ახალი გამოცდილება “არენა” იყო, - აჭარაბეთისთვის შექმნილი ინტერაქციული ფილმი, რომელშიც მაყურებელი წყვეტდა, როგორ განვითარდებოდა სიუჟეტი.

 

რა გზა გაიარე ქოფირაითერობამდე? 

 

დავიბადე—> ბაღში სუპები მეზიზღებოდა —> ქართული განათლების სისტემის დახმარებით სკოლაში 12 წელი დავკარგე —> თსუ-ში სოც-პოლზე ჩავაბარე —> მივხვდი, რო სისულელე გავაკეთე და ფილოსოფიის სწავლა გავაგრძელე —> პირველი კურსის ბოლოს უნივერსიტეტი დავიკიდე —> 2013-2016 წლებში ჩემი რომანები გამოვიდა —> ჰოლმსებში გასაუბრება მქონდა და ამიყვანეს. ვსო ეგაა.

 

რას ურჩევდი ქოფირაითინგით დაინტერესბულ ადამიანებს?

 

ასე გააგრძელონ :) ყველაფერი დაინტერესებით იწყება

 

ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა ქოფირაითერმა?

 
  1. ბევრი არ სვა
  2. საერთაშორისო სარეკლამო პლატფორმებზე ყოველთვის ადევნე თვალი, რა იქმნება სხვაგან
  3. გახსოვდეს, რომ მთავარი რეკლამაში - ინსაიტია
  4. დაიკიდე ყველა რჩევა და შენით გაერკვიე, რა-როგორ. ეგეთი კომპლექსური პროფესიაც არ არის, რო გაგიჭირდეს და თან პრაქტიკაში ყოველთვის უკეთესად სწავლობ 
 

როგორია საბაზრო ფასები - ანუ ამ პროფესიით გავმდიდრდები? $$

 

სხვებიც ნაცვლად ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ ტექსტს ცალი ხელით ვწერ იახტიდან და მეორეში კუბა ლიბრე მიჭირავს

 

რას იყენებ ინსპირაციისთვის?
 

 

რაღაც ერთი გამოკვეთილი ფორმულა არ მაქვს და არც მჯერა უნივერსალური მიდგომის. შთაგონება არამათემატიკური მოვლენაა, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი რამისგან/ვინმესგან შეიძლება წამოვიდეს. ყოფილა შემთხვევები, როცა ის იდეა წიგნის კითხვის დროს, ფილმის ყურებისას, სეირნობისას, მეგობრებთან ლაპარაკისას ან უბრალოდ - უნიტაზზე ჯდომისას მოსულა. 


 

 

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.

The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program “Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization”. The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.