7 მიზეზი რატომ ველოდები 7 სექტემბერს

30 აგვისტო 2023

არ ვიცი ბარბიჰაიმერს რამდენად მოუთმენლად ელოდი, ან სექს ედუქეიშენის ახალი სეზონის პრემიერის თარიღი თუ მოინიშნე კალენდარში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ 7 სექტემბრის საღამოსთვის პოპკორნის შეძენა არ დაგეზარება. 


7 სექტემბერს ცვალებადი ნიშნები ახალი ეპიზოდებით ბრუნდება, ასე რომ დროა განაახლო კავეას საბსქრიბშენი და ჩილინგისთვის, ან უფრო ახალი დრამებისთვის მოემზადო.

 

მოკლედ, without further ado წარმოდგიდგენთ ჩემ 7 მიზეზს, რატომ ველოდები პოპკორნით ხელში ცვალებად ნიშნებს. 

 
  1. For the Plot 

არა, მართლა! 

 

კიი, სიმპატიური ბიჭები არიან ბასაც და ალექსანდრეც, მაგრამ მე მართლა მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები - გოსიფების სტანდარტებით ჯერ მხოლოდ მესამე სერიაზე ვართ, უფრო სწორედ არც კი - და წინ გვაქვს მთელი დრამა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება ნენეს და ნატას ურთიერთობა მას შემდეგ, რაც მათ შორის ბასამ გაიარა. 

 
  1. For the roommates 
 

რა მოუვა ოთხეულს? 

 

ეს კითხვა ალბათ ყველას გვაწუხებს. 

 

მართალია ეს საფრთხე თითქმის ყველა სერიაში იდგა - ზოგჯერ ბინის ფასების ზრდის, ზოგჯერ იოგურტების ჭამისა და ზოგჯერაც ცოლობის უდროო თხოვნის მიზეზებით, მაგრამ ნენეს და ბასას ამბის შემდეგ გოგონები ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრებას ნამდვილად ვეღარ გააგრძელებენ და ჩნდება ბუნებრივი კითხვა what happens to the gang? 

 

სახლში დაბრუნების სურვილი და ფუფუნება რუმმეითებიდან არც ერთს აქვს, ამიტომ საინტერესო იქნება როგორ გაგრძელდება ამბის ეს ნაწილი, როგორც ტექნიკურ (ვინ სად დარჩება), ისე ემოციურ (ვინ ვის მხარეს დაიჭერს) დონეზე. 

 
  1. For the ships 
 

ტრადიციულ თინ დრამებში მარტივი გამოსაცნობია ხოლმე ვის აწყვილებს სცენარი - მათ ვის შორისაც ყველაზე დიდი განზიდვაა და ყველაზე დიდი დრო დასჭრიდება ურთიერთობების დალაგებას - რომ მაქსიმალურად დიდხანს და სასიამოვნოდ გაიწელოს მათი შეწყვილების ამბავი. 

 

ცვალებად ნიშნებში ცალსახად ჩანდა, რომ ნატა და ბასა დიდხანს ვერ გაქაჩავდნენ, თუმცა კარგად არ ჩანს ვინ იქნება ნატას ქრაში ბასას შემდეგ და არა, ტატოს რეალურ კანდიდატად არ განვიხილავვვ.

 

ნენეს შემთხვევაში ორივე - ალექსანდეც და ბასაც ჯდებიან forbidden love-ის trope-ში და საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები თითოეულთან. 

 
  1. For Gossip Girl?!
 

არ ვიცი მხოლოდ ჩემთან წამოიღო ვიდეოს გადაღებისა და გავრცელების ამბავმა გოსიფების ფლეშბექები, თუ თქვენთანაც - მაგრამ მგონია, რომ მომდევნო სერიებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც თვითონ ვიდეო, ისე მისი ავტორი და მისი ვინაობის გარკვევაც. 

 
  1. For Boy Troubles 
 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საიდ სთორი მე პირადად ამერიკულ ნამცხვარს მახსენებს და სტიფლერის დედის როლში ია ფარულავას ხილვამაც ძალიან გამართო.  ერთი სული მაქვს ვნახო რა თავგადასავლები დახვდება ოთოს ამ GILF-ის მოხიბლვის გზაზე.

 

არანაკლებ საინტერესოა ირაკლის და ქეთას ამბის განვითარება. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენს ინტროვერტ, პოტენციურად OCD-იან და საუკეთესო სტუდენტის სტატუსის მქონე ბიჭს long-distance შეყვარებული ჰყავს, რომელიც მალე უნდა დაბრუნდეს… 


  1. For the music
 

აზრზე არ ვარ რა მინდა.. ეს სიტყვები გასდევს ცვალებადი ნიშნების ინტროს და ყველას გვაფიქრებს [კაი ჰოო, შენ არა. შენ იცი, რაც გინდა] 

 

სერიალის ძირითადი საუნდტრეკები თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედებიდანაა აღებული, რაც ბევრი ახალი საინტერესო სიმღერის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. აქვე სპოტიფაის ფლეილისთი და ერთად დაველოდოთ მომდევნო სერიების მუსიკალურ გაფორმებას.


  1. For the next season 
 

მართალია პირველი სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 4 სერია გვაშორებს და კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრაამ უკვე ვიცი, რომ მომდევნო სეზონს მოუთმენლად დაველოდები, რადგან ცვალებადი ნიშნების განვითარება ძალიან მაინტერესებს. თან დარწმუნებული ვარ მომდევნო ოთხ სერიაში ამბები კიდევ უფრო ჩაიხლართება და პერსონაჟების ისტორიების განვითარება კიდევ უფრო საინტერესო გახდება.


მოკლედ, 7-მდე

 

Cavea + & Chill