6 გზა კარიერის დასაგეგმად

10 ივნისი 2022

კარიერის დაგეგმვა კარიერული მიზნებისა და შენი შესაძლებლობების შეხამების პროცესია - მათი განხორციელების შესაძლებლობებთან. 

მარტივად რომ ვთქვათ, მომავლისთვის ემზადები და ცდილობ, ამ ტიტანური გზისთვის ყველაფერი წინასწარ მოამზადო. მარტივი ამბავი არ არის, რადგან ხშირია საკუთარ თავთან  დილემა, გაუკვეულობა, ჩამოუყალიბლობა, დაძაბულობა. 

ეს სკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ხშირად ექცევიან მშობლების წნეხის ქვეშ და არ აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიიღონ ეს უნმიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. 

შემოვიარე 2 უღრანი ტყე და გუგლი, სადაც გზად დეივ ევანსის კარიერული განვითარების გზებს გადავაწყდი. 

დეივმა 30 წლის განმავლობაში ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მაგრამ ალბათ მაინც, ბევრი - გადაწყვიტა, რომ გზააბნეული ხალხის დახმარება სურდა პროფესიულ განვითარებასა და საკუთარ კარიერულ ცხოვრებაში საზრისის პოვნაში.  

ვინც არ იცით, დეივ ევანსს იმ რაოდენობის წიგნები აქვს დაწერილი, არათუ ღმერთმა, გუგლმაც რომ არ იცის და პლუს 23 ენაზე არის ნათარგმნი. 

ჰოდა, აი, ის 6 გზა, ალბათ, ცხოვრებაში რამდენიმეჯერ რომ მიუბრუნდები:

 

ცნობისმოყვარეობა

 

პირველ რიგში, სანამ უნივერსიტეტების ფაკულტეტებს სევდიანი გადასქროლავ და ონლაინ კურსების ჩამონათვალს დააჰიპნოზებ, შენს თავს ჰკითხე - რა გაინტერესებს, რა გინთებს გულს და აცოცხლებს შენში ცნობისმოყვარეობას. 

სულ რომ მსგავსი პროფესია თსუ-ს საიტზე ვერ ნახო, სადმე მაინც იქნება. 

 

მოქმედებისადმი მიკერძოება (პროტოტიპის ეტაპი)

 

ჰოო, შესაძლებელია კარიერის პროტოტიპის შექმნაც. პირობითად, თუ გინდა გამოხვდე ფოტოგრაფი, გაიარე სტაჟირება ამ მიმართულებით და მიხვდები, ესაა თუ არა ის პროფესია, რომელშიც საკუთარ თავს ხედავ მომავალში. 

თუ სიამოვნებას მიიღებ, მაშინ უფრო დარწმუნებული იქნები შენს გადაწყვეტილებაში. 

სტაჟირებას დიდი დროც არ უნდა და მალევე მიხვდები, გიღირს თუ არა.

სტაჟირების გარდა, იაფი, მარტივი და ხარისხიანი გზა, შენთვის ყველაზე მიმზიდველი ფაკულტეტისა თუ სამსახურის შესახებ ინფორმაციის მისაღებად - იმ ადამიანების მოსმენაა, ვისაც ეს გზა უკვე გამოვლილი აქვს. 

სულ რომ ნასას ასტრონავტობა გინდოდეს, ამ გამოცდილების მქონე ადამიანსაც იპოვი, მთავარია გასაუბრება სწორად წარმართო და თავისი გამოცდილების შესახებ მოაყოლო. არავითარ შემთხვევაში არ ჰკითხო - შენ რა უნდა აკეთო, რადგან ეს ადამიანები არ გიცნობენ და შენ იქ მხოლოდ მათი გამოცდილების მოსასმენად ხარ.

 

რადიკალური თანამშრომლობა

 

მე ცოტა მარტივ სახელს დავარქმევდი, მაგრამ კაი, დეივ. რადიკალური თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ ჰკითხო ადამიანებს, ვინც შენ გიცნობს დაგეხმარონ კარიერის პოვნის პროცესში. 

ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან საუბარი, რომლებიც გიცნობენ. ეს არის თანამშრომლობითი პროცესი. ბევრი საუკეთესო იდეა მოდის სხვა ადამიანებისგან, შენ უბრალოდ უნდა იკითხო და ისაუბრო ნაცნობებთან. 

 

რიფრეიმინგი 

 

ანუ ეცადე, მოცემულობა მრავალი კუთხიდან გადაამოწმო, კითხვები დასვა და იპოვო ახალ-ახალი გადაწყვეტის გზები. ის ფრთიანი ფრაზა ხომ იცით, ცხოვრება თუ ლიმონს გაძლევს ლიმონათი გააკეთეო? ანუ, მხოლოდ ლიმონით არ დაკმაყოფილდე- დაფიქრდი, კიდევ რა პროდუქტის მიღება შეიძლება ამ მოცემულობიდან. 

 

გაცნობიერება

 

წარუმატებლობის დამუშავება არის მომავალი წარმატების წინაპირობა. ცნობიერების გაღრმავებით შესაძლებელია წარუმატებლობა აღქმული იყოს, როგორც რესურსი, რომ უფრო გაიზარდო და არა უბრალოდ დასევდიანდე შენი წარუმატებლობით.

 

და ბოლოს - ამბის თხრობა, იგივე სთორითელინგი 


 

თხრობა არ არის მხოლოდ წარსული ამბების მოყოლა, არამედ საკუთარი ისტორიის მოყოლა მომავალში იმის შესახებ, თუ რას წარმოიდგენ - ვინ შეიძლება იყო მომავალში? ვინ წარმოგიდგენია, რომ იქნები? სად იქნები და ვისთან ერთად? 

ამბის თხრობა გთავაზობს ვარიანტებს და გაიძულებს მიიღო გადაწყვეტილება მომავალი მე-სთვის. 

ყველაფერი ლოგიკურია რაც დეივმა ამ წამს გვითხრა. შეიძლება, ცალ-ცალკე შენც დაფიქრებულხარ თითოეულ ეტაპზე. მაგრამ არა სინთეზურად. მთავარი იდეა ისაა, რომ  ადამიანებმა ცხოვრება განიხილონ არა როგორც პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, არამედ როგორც შემოქმედებითი თავგადასავალი. ვფიქრობ, ამ მეთოდების ქართულ საზოგადოებაში დანერვგვა გაცილებით გააადვილებდა კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის.