
თუ შითპოსტერობა შენი ცხოვრების კრედოა, მაგრამ პოსტვა გეზარება და უბრალოდ დროის შითპოსტერულად გაფლანგვა და “ქვალითი თაიმ” გჭირდება, მაშინ, შეგიძლია, ის საიტები ჩაათვალიერო, ლუარსაბს სწორ დროში რომ ეცხოვრა, უეჭველი რომ შევიდოდა.
Text adventure
უბრალოდ ინსტრუქციას დაგიწერ, ახსნით, ვერც მე მივხვდებოდი.
გუგლის საძიებო ველში სერჩავ Text adventure- ს.
შედეგების ამოგდების შემდეგ აჭერ ctrl+shift+j
მარჯვენა ველში გაჩნდება უცნაური წარწერები. არ შეგეშინდეს, შელოცვები არაა.
უბრალოდ ინსტრუქციას მიჰყევი. თამაშია, რომელიც მააგრად გაგართობს. წარმოიდგინე, ბორდ გეიმს თამაშობ, ოღონდ გუგლში და საკუთარ თავთან.
უბრალოდ იმას გეტყვით, რომ სახელი გეუბნებათ რა საიტიცაა.
თუ დრო გაქვს და ინტრენეტის მხიარულ სიბნელეში გინდა ჩაიკარგო, ეს გამოუსადეგარი და უდიპლომო საიტი, სხვა მსგავს საიტებზე გადაგიყვანს და ასე, უსასრულოდ …
თუ გაინტერესებს შენს დაბადების დღეზე შენი დაბადების გარდა სხვა რა ტიტანური მოვლენა მოხდა, ან რა პატერნები და სტატისტიკები დაიდო ამ თარიღის შემდეგ, შეგიძლია, ეს საიტი დასტალკო.
თუ ხელოვნურ ინტელექტთან დაჭიდება, გატესტვა და მისით გართობა გინდა ;*, მაშინ ეს საიტი ჩასქროლე. დაწერე სიტყვები და მათ საფუძველზე ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სურათს შექმნის. მთავარია, ძაან ძველი სურათი არ დაგეგულოს მერე ...
თუ შენში შოპენი და რობერტ პლანტი ერთდროულად თვლემს და ჯერ ვერ აღვიძებ... შეგიძლია ამ საიტზე სხვადასხვა ხმებით მელოდიები შეადგინო და შემდეგ საკუთარი, თუმცა მაინც ვებით გენერირებული პერფორმანსით დატკბე.
თუ მაინცდამაინც ხელები გექავება, ალტერნატივად შეიძლება უბრალოდ გიტარის ყიდვაც განიხილო.
