5 ქმედება, რომლითაც პლანეტის დახმარება შეგიძლია

21 მაისი 2021

გამოიყენე შენი ხმა

ჩვენ პირველი თაობა ვართ, რომელმაც იცის, რომ სამყაროს დიდი საფრთხე ემუქრება და შესაძლოა უკანასკნელნიც აღმოვჩნდეთ. ამიტომ საუბარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საქმეა, რომლის გაკეთებაც შეგიძლია, განსაკუთრებით თუ ეს სწორი ადამიანებისთვისაა. ესაუბრეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს,  გარშემომყოფებს, პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად. უთხარით მათ, იმოქმედონ ჩვენი ბუნებრივი სამყაროს დასაცავად. გამოიყენეთ სოციალური მედია - ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ინფორმაციის გასაზიარებლად და ცვლილების მოსახდენად. 


იყავი ინფორმირებული

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის საკუთარი თავის ინფორმირება - რაც უფრო მეტი იცით, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო არგუმენტირებულად ისაუბროთ იმ ადამიანებთან, რომლებზეც გსურთ გავლენა მოახდინოთ. გაეცანით ფაქტებსა და უახლეს ამბებს ჩვენი ბუნებრივი სამყაროს მდგომარეობის შესახებ და შეიტყვეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ჩვენ სამყარო ჩვენს ხელთაა, ამიტომ ისწავლეთ კომპეტენტური ადამიანებისგან, გააგრძელეთ ახალი ამბების მოძიება და ადევნეთ თვალ-ყური კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ჩვენი პლანეტის უკეთეს ადგილად გადასაკეთებლად.

შეამცირე ნარჩენები

ჩვენი რესურსების გაფლანგვა მიუღებელი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში. ყველა პროდუქტს, რომელსაც ვყიდულობთ, აქვს გარემოსდაცვითი კვალი და შეიძლება ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს. ჩვენს ოკეანეებზე პლასტმასის დაბინძურების გავლენა სულ უფრო მკაფიო ხდება, რამაც მკვეთრი გავლენა მოახდინა საზღვაო სამყაროზე. ახალი მასალების დასაზოგად ძველის გადამუშავება შეგიძლია. დადგენილია, რომ მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედი იკარგება. გამოიყენეთ ნებისმიერი მორჩენილი ინგრედიენტი საინტერესო კერძების მისაღებად. 

  

გახდი მოხალისე შენი პლანეტისთვის


იმ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, რომელიც ჩვენი პლანეტის წინაშე დგას, არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ კარგი იქნება თუ ხანდახან მოხალისეობაზეც თუ არ იტყვი უარს.
ხშირად ადგილობრივი ნაკრძალები ან პარკები ეძებენ რეგულარულ მოხალისეებს, რამაც შეიძლება მოგცეთ ეკოსისტემაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
ამასთანავე, ეფექტური იქნება სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა, ხალხის ინფორმირება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაბინძურებული ტერიტორიების ერთობლივი დასუფთავება და ა.შ.


დააკვირდი რას ყიდულობ

 

ჩვენ ყველას შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ, რომ უფრო გათვითცნობიერებულები ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვყიდულობთ. ნაკლები ყიდვა დაზოგავს თქვენს ფულს, შეამცირებს ნარჩენებს და გააუმჯობესებს თქვენს გარემოს.  დარწმუნდით, რომ თქვენი ფული პოზიტიურ ცვლილებებს ხმარდება. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მხარდაჭერით, რომლებიც ნაკლებად აზიანებს გარემოს, თქვენ მოუწოდებთ კომპანიებს მიაწოდონ და აწარმოონ თავიანთი პროდუქტები მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით.