5 კითხვა კლიმატის ცვლილებაზე

20 ივლისი 2021


კლიმატის ცვლილება დედამიწის გარემო პირობების ცვლილებას გულიხმობს, რაც ბევრი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. ათწლეულების განმავლობაში კლიმატური ცვლილებები გლობალური საზრუნავი გახდა, რადგან ამის გამო საფრთხე ექმნება, როგორც დედამიწის  ეკოსისტემას, ისე მთელ მის  მოსახლეობას. 

ადამიანთა სხვადასხვა საქმიანობებით იჩეხება ტყეები, გამოიყენება დიდი რაოდენობით წიაღისეული, სამრეწველო თუ სხვა ნარჩენებით ბინძურდება გარემო. ეს, რა თქმა უნდა,  უარყოფითად აისახება პლანეტის კლიმატსა თუ ეკოსისტემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კლიმატის ცვლილებებზე აქტიურად საუბრობენ, არსებობს კითხვები, რომლებიც დედამიწის მოსახლეობას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით კვლავ აინტერსებს. 

 


რატომ თბება დედამიწა?

ყოველი წამის განმავლობაში დედამიწას უზარმაზარი ოდენობის მზის ენერგია მიეწოდება. ატმოსფერული გარსი ენერგიის გარკვეულ ნაწილს ისხლეტს, ნაწილი ატმოსფეროში ხვდება და შემდგომში კოსმოსს უბრუნდება, რათა დედამიწის ტემპერატურა სტაბილურად დარეგულირებული იყოს.
თუმცა, მას მერე რაც ადამიანებმა აქტიური საქმიანობები დაიწყეს, გაიზარდა ნახშირორჟანგის გამოყოფა, რამაც შემოსული ენერგიის უკან კოსმოსში დაბრუნება გაართულა და დედამიწის უფრო მეტად გათბობა გამოიწვია.



რა არის ნულოვანი  ნიშნული?

ყოველწლიურად ჰაერში 55 გიგატონი სათბურის აირი გამოიყოფა. იმისთვის, რომ შევაჩეროთ გლობალური დათბობა, სათბური აირების გამოყოფის ნიშნულმა  0-მდე უნდა დაიწიოს, თუმცა მსოფლიო ქვეყნებისთვის ეს დიდი გამოწვევაა და ამასთანავე, არც თუ ისე მარტივად მისაღწევია.
ფაქტობრივად, ნულოვანი ნიშნული გულისხმობს ბალანსს გამოყოფილი სათბურის აირების რაოდენობასა და ატმოსფეროდან მოშორებული აირების რაოდენობებს შორის.
იმისთვის, რომ შემცირდეს სათბური აირების გამოყოფა, საჭიროა დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც არ გამოყოფენ ნახშირბადს.



სად მიდის ნახშირბადი, რომელსაც გამოვყოფთ?

ნახშირბადი ყველა ცოცხალ არსებაშია. გვხვდება, როგორც ნიადაგში, ისე ოკენესა თუ ატმოსფეროში. მილიონი წლების განმავლობაში ის წიაღისეულად ჩამოყალიბდა, როგორიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი აირი. ადამიანების საქმიანობით სხვადასხვა წიაღისეულის წვამ, ნახშირბადის გამოყოფა კიდევ უფრო გაზარდა. დღესდღეობით მთელი წლის განმავლობაში ადამიანები 60 ჯერ მეტ ნახშირბადს გამოყოფენ, ვიდრე დედამიწის ყველა ვულკანი ერთდროულად. სამწუხაროდ  გამოყოფილ დიდი რაოდენობით ნახშირბადს, რომელიც ოკეანეებსა და ატმოსფეროში გროვდება, მხოლოდ ხეების დარგვა ვერ დაეხმარება.


ტემპერატურის 1.5 გრადუს ცელსიუსით მომატება ბევრია?

სინამდვილეში პლანეტის ტემპერატურის 1.5 გრადუს ცელსიუსით მომატება დიდი რაოდენობით სითბოს მოითხოვს. ზედმეტ სითბოს კი შეუძლია დაადნოს მყინვარები და წყლის დონის მატებაც გამოიწვიოს. თუ ყინულის ფენა გრელანდიასა და ანტარქტიკაზე სრულიად დადნება, მილიონობით ადამიანის სახლს წყალი დაფარავს.
ზედმეტი 1.5 გრადუს ცელსიუსი ამინდსაც ცვლის. დედამიწის ცხელი ადგილები უფრო ცხელი ხდება, მშრალი ნაწილი კი უფრო მშრალი.



რატომ უნდა ვიმოქმედოთ ახლა?

მოქმედებისთვის საუკეთესო დრო გუშინ იყო.

მართალია წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ  მომავალი, ამიტომ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ დღესვე უნდა ვიმოქმედოთ. რაც უფრო გვაინ დავიწყებთ საკუთარი პლანეტისთვის და სიცოცხლისთვის ბრძოლას, შედეგის მიღწევა მით უფრო რთული იქნება.