OMG

2022 წლის არგასამაზი ტრეილერები

22 თებერვალი 2022

Super Bowl ყოველწლიური სპორტული მოვლენაა, რომელიც აშშ-ში იმართება. სპორტზე თავდავიწყებით შეყვარებულთა გარდა, Super Bowl-ს კინოზე შეყვარებულებიც შესციცინებენ, სადმე რამე სარეკლამო რგოლს ან ბანერს მოჰკრან თვალი. ყოველწლიურად ზოგიერთი ყველაზე დიდი ფილმი და სატელევიზიო შოუ სწორედ სუპერ ბოულის დროსაა რეკლამირებული. გაოცების დამალვას მართლაც ვერ გაიძულებ იმის გაგების შემდგომ, რომ Super Bowl-ზე 30 წამიანი სარეკლამო რგოლის გაშვების წლევანდელი ღირებულება ექვს მილიონ დოლარს აჭარბებდა. 


ჰოდა, აგერ იმ ფილმების სია, რომელთა ტრეილერებიც Super Bowl-ის დროს აჩვენეს:

 


ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭედი

 

 

 

ფანები რამდენიმე წელია ელოდებიან “ბეჭდების მბრძანებლის” სერიალის ტრეილერის ხილვას. სერიალის ხუთი სეზონის გადაღების უფლება Amazon Prime-ს აქვს. “ძალაუფლების ბეჭდებს” სულ მცირე მილიარდი დოლარის ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი. როგორც თრეილერიდანაც ჩანს, “ძალაუფლების ბეჭედი” ისეთივე მასშტაბური პროექტია, როგორც პიტერ ჯექსონის მიერ გადღებული “ბეჭდების მბრძანებლის” საკულტო ტრილოგია. დაველოდოთ ორ სექტემბერს და სერიალის პრემიერას. 

 


მთვარის რაინდი 

 

 

 

ცოტა ხნის წინ მთვარის რაინდის (Moon Knight) თიზერი ვნახეთ, თუმცა მისი ახალი სატელევიზიო სპოტი მაინც აჩვენეს Super Bowl-ის მსვლელობისას. აბა, ასეთ შანსს ხელიდან ხომ არ გაუშვებდნენ? თრეილერით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთვარის რაინდს მარველის სამყაროში ყველაზე ძლიერი თავგადასავალი ექნება. 

 


დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში 

 

 

 

 

დოქტორი სტრეინჯის გაგრძელების პირველი კადრები “სპაიდერ-მენი: სახლისკენ გზა არ არის” გამოსვლის შემდგომ გავრცელდა. იგი Super Bowl-ზეც აჩვენეს. თრეილერიდან ვიგებთ, რომ დოქტორი სტრეინჯის გაგრძელება იმაზე უფრო გიჟურია, ვიდრე რომელიმე ფანს წარმოედგინა. 

 


არა

 

 

 

 

ჯორდან პილი ის რეჟისორია, რომელმაც თავისი ორი ფილმით - “გამოდი” და “ჩვენ” - გასართობი კინო გაანათა. “არა” რეჟისორის მესამე მხატვრული ფილმია. მისმა თრეილერმა კი ფანებს თანაბარი აჟიოტაჟი და დაბნეულობა დაუტოვა. თრეილერის ნახვის შემდგომ ამ შთაბეჭდილებას ვერც შენ გაექცევი. 



Netflix-ის ფილმები 

 

 

 

Netflix-მა კინოს ფანებს ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა და სამ წუთიან ვიდეორგოლში 2022 წლის ფილმები გააერთიანა. მართალია ფილმების სრული თრეილერები ვიდეოში ვერ მოხვდა, თუმცა ცალკეულმა კადრებმა უკვე ძალიან აღარფრთოვანა Netflix-ის მაყურებელი. 

 


DC-ის ფილმები 

 

 

 

Netflix-ის მსგავსად Warner Bro.-მაც 2022 წლის ფილმები ერთ ვიდეორგოლში მოაქცია და ისე დაარეკლამა. DC-მ დიდ სათამაშო ადგილზე “ბეტმენი”, “შავი ადამი”, “აქუამენი” და “დაკარგული სამეფო” გამოგვიმზეურა.

 


ლაითერი

 

 

 

Disney-სა და Pixar-ს მაყურებელი კოსმოსისკენ მიჰყავს. “ლაითერში” მოთხრობილია “სათამაშოების ისტორიის” გმირის, ბაზ ლაითერის ამბავი, როგორ გახდა იგი ცნობილი. მეტსაც გეტყვი, ფილმი იმის დამტკიცებასაც შეეცდება, რომ ბაზ ლაითერი ღირსია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სათამაშო გახდეს. 

 

ასეთია Super Bowl-ზე ნაჩვენები თრეილერების სია. ისღა დაგვრჩენია, მათგან რამდენიმე ამოვირჩიოთ და პრემიერას დაველოდოთ.