ესე ამბავი დიქ ფიქებისა

ვიღაც მამრმა გაიღვიძა, სარკის წინ პირღია გაიზმორა და წამომდგარ მამაკაცურ ღირსებას იმ ფიქრით შეავლო თვალი, ბანალურად პენისის ხელით ჩაბღაუჭება და გვერდიდან ფოტოს გადაღება რომ მოჰყვება ხოლმე. კაი არაესთეტიური ფოტო კი გამოუვიდა, მაგრამ ნათქვამია — ვისაც ესთეტიკის აღქმა არასოდეს ჰქონია, ვერც შეაფასებს…