პირველი სექსი-თრიფს & ხრიკს

იცოდით, რომ სიტყვა სექსს ლათინური წარმოშობა აქვს — sec — აღნიშნავდა გაყოფას, დიფერენცირებას. ჰოდა, კიდევ ერთხელ გავბრაზდი იმაზე, ინგლისურად სექსი სექსიც რომაა და სქესიც. ართულებს მკვდარ ენებში მისი წინაპრების ძიებას. 

მოკლედ, დღეს coitus-ზე (ლათ: სექსუალური აქტი, სექსი) ვისაუბრებთ. კონკრეტულად — პირველ სექსზე. ანუ ერთდოულად შფოთვისა და სიამოვნების მომგვრელ ივენთზე შენს ცხოვრებაში. 

მაგრამ პირველ სექსზე ფიქრისას შენში შფოთვა და ღელვა უფრო ჭარბობს, იცოდე, რომ ინფორმირებულობა ცოტათი მაინც დაგეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში. ამიტომ, ინებეთ, რამდენიმე შეკოწიწებული რჩევა: 

თავდაცვა

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი 

თუ პირველ სექსზე ღელავ, არ არის აუცილებელი ამ ღელვას ვენერიული დაავადებების ან დაორსულების შიშიც დაუმატო. ამიტომ იცოდე, რომ თავდაცვა აუცილებელია და ამისთვის მზად ორივე უნდა იყოთ — მაინცდამაინც სხვის მოტანილი პრეზერვატივის იმედზე არ იყო. 


არ დაგავიწყდეს, რომ დაცული სექსი შენი არჩევანია და თუ პარტნიორს სხვა მოსაზრებები აქვს — უარის თქმა და საკუთარი ნების გამოხატვა, ნებისმიერ დროს, შენი უფლებაა.

ტკივილი, სისხლი და ვალჰალა

ტკივილი, არც ისე ძაან ტკივილი და სისხლი — პირველი სექსის დროს მოსული თემებია. 

ტკივილი შეიძლება აპკის გაწელვამ გამოიწვიოს — რასაც სისხლდენა მოსდევს (თუ შენი აპკი ელასტიური არაა და არც შპაკატში ჩაჯდომაში არ უვარჯიაშია აქამდე); ან უბრალოდ იმიტომ გეტკინოს, რომ ორგანიზმი აქამდე დაუტესტავ რაღაცებს აკეთებს — მაგალითად საშვილოსნოს კუნთები ფართოვდება და ერთგვარი work-out აქვს, აი, ორი წელი რომ არ გივარჯიშია, მერე ერთბაშად რომ მივარდები და მომდევნო ორი დღე შენი კუნთები კვნესიან. თუმცა, ნელ-ნელა გავარჯიშდება და ტკივილიც მოიხსნება. 


როგორც ვთქვი, პირველი სექსის დროს უსისხლობაც არაა პრობლემა — საკმაოდ ხშირია, როცა აპკი ისეთი ელასტიურია, რომ არ ირღვევა და შენც პირველ სექსს უსისხლოდ აგრძელებ. 

ტკივილის დამენეჯირება


დისკომფორტის შეგრძნებას შეიძლება ვერ გაექცე, თუმცა მისი დამენეჯირება შესაძლებელია. 

პირველ რიგში აუცილებელია საშვილოსნო იმდენად ნოტიო იყოს, რომ ფიზიკის ძალები — მაგალითად, ხახუნი — შემცირდეს. ამისთვის, ლუბრიკანტის გამოყენებაც მოსულა. მიეცით სრიალს გზა ფართო. 

მოჩქარეს მოუგვიანდესო!

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პირველი სექსის პრელუდია, მით უკეთესი! ვიმედოვნოთ, რომ არც ერთს გეჩქარებათ. პრელუდია მნიშვნელოვანი ნაწილია, ორივე პარტნიორს გაძლევთ საშუალებას ერთმანეთს მიეჩვიოთ, გზადაგზა კითხვებიც დასვათ — რა მოსწონს, რა მოეწონებოდა — ზოგჯერ კი ინტუიციით მიხვდეთ, რა ჭრის და რა არა — იქნებ ეგ ენა სხვაგან უნდა დაატრიალო?! 

პრელუდია მოდუნებაშიც და მეტად აღგზნებაშიც დაგეხმარებათ, რაც პოტენციური ტკივილის შეგრძნებას ნაწილობრივ მოხსნის. 

ისევ, არ მოგერიდოს პარტნიორისთვის თქმა — რა მოგწონს და რა არა, ღია კომუნიკაცია თითქმის ყველაფერს აგვარებს — მათ შორის სექსის ხარისხსაც. 

If you are not willing to be a fool, you can’t become a master

არ დასტრესო საკუთარი თავი იმის ფიქრით, რომ პირველივე ცდაზე საუკეთესო პერფორმანსი უნდა დადო. ყველაფერი პრაქტიკით მოვა- რაღაცების არცოდნა, არ ტეხავს. არც შენი პარტნიორისგან გქონდეს მოლოდინი, რომ ყველაფერს სრულყოფილად გააკეთებს, მით უმეტეს მაშინ, როცა შენც სწავლის პროცესში ხარ. მსგავსი მოლოდინები პირველ სექსს კიდევ უფრო სტრესულს ხდის. მთავარია, კითხვების დასმისა და ღია კომუნიკაციის არ მოგერიდოს. 


საკმაოდ ხშირია ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები ან სწრაფი ეჯაკულაცია კაცებში — ესეც მოსულა, მით უმეტეს მაშინ, თუ სექსი პირველად გაქვს და მაშინაც, თუ დიდხანს არ გქონია. ამისთვის არც არავინ შეიცვლის წარმოდგენას შენზე და არც არავინ გაგკიცხავს. პირველივე ცდაზე, მარტივად, თან — სრულყოფილად, როგორც წესი არაფერი გამოგვდის ხოლმე. 

ღვინო, მუსიკა, სანთლები ანუ make sure you set the mood

მოსადუნებლად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაგეხმარებათ და ყველაფერთან ერთად — ესთეტიურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. სექსზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს ხოლმე, ზოგისთვის ეს უფრო რომანტიული აქტია, ვიდრე სხვისთვის. 

ასე რომ, შენთვის სანთელი და მუსიკა თუ აუცილებელი პირობაა და იქვე სადღაც, მაგიდაზე მარწყვიც უნდა გორაობდეს, დაე იყოს ასე! ნებისმიერი ატრიბუტი, რომელიც სიამოვნების ხარისხსს გაგიზრდის — მოსულა! მათ შორის სექსუალური თეთრეული ან კაპიტანი ჯეკ ბეღურას ფორმა! როგორც გენებოთ!