მაშინ, როცა ორგაზმი არ გვაქვს: ანორგაზმიის მოკლე გაიდი

კარგი ამბავი ისაა, რომ ანორგაზმიის მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა ინდივიდუალური პროცესია და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად, გამომწვევი მიზეზის დადგენაც აუცილებელია.

ცუდი ისაა, რომ ჩვენს ჯგუფში ჯერაც არ დამატებულხარ, არადა კაი ინფოებს ვაზიარებთ ხოლმე. 

ა, ხო, ანორგაზმია სექსის ან მასტურბაციის დროს ორგაზმის განცდის უუნარობა, ორგაზმის სისუსტე, მისი დაყოვნებაა. პროცენტულად, ეს პრობლემაც, უფრო მეტად ვის, თუ არა ქალებს გვაწუხებს. 

რამდენიმე რჩევა ჩვენზე იყოს. და პირველი რა თქმა უნდა, პროფესიონალთან ვიზიტს გულისხმობს. 

გამოიკვლიე გამომწვევი მიზეზები ექიმთან ერთად

მკურნალობის პირველ ეტაპზე აუცილებელია დიაგნოსტიკა: პაციენტის სექსუალური გამოცდილების, ავადმყოფობის, ქირურგიული ჩარევის, ცხოვრების წესისა და პარტნიორთან ურთიერთობის შესახებ.

მკურნალობა შეიძლება გულისხმობდეს მედიკამენტურ ჩარევას, ესტროგენული თერაპიის ჩატარებას (აბის, პაჩის ან გელის საშუალებით) ან მენტალური მდგომარეობაზე ზრუნვას, განსაკუთრებით მაშინ, თუ დეპრესია და შფოთვა გაწუხებს. 

მკურნალობის მეთოდები შეიძლება იყოს: ფსიქოთერაპიული სეანსები, სექსოლოგთან ვიზიტი, ქირურგიული ჩარევა, ფსიქოლოგთან და სექსოლოგთან პარალელური კონსულტაცია და სხვა.

როგორი დამოკიდებულება გაქვს სექსთან?

შეიძლება ისეთ კულტურაში გაიზარდე, სადაც სექსი სირცხვილად ითვლება და ამის გამო, გაწუხებს დანაშაულის გრძნობა ან განიცდი სტრესს სექსის დროს. შესაძლოა, წარსულში გქონია არასასურველი სექსუალური გამოცდილებები ან მიიღე ტრავმა და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს შენს ახლანდელ დამოკიდებულებაზე. არც ისაა გამორიცხული, რომ უბრალოდ სექსის პროცესი იწვევდეს შფოთის მომატებას, დაძაბულასა და დისტრესს.

სექსის მიმართ ასეთი ნეგატიური განცდები კი ნამდვილად აისახება იმ სიამოვნებაზე, რომელიც წესით პროცესისგან უნდა მიიღო. ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგთან, ან ფსიქო-სექსოლოგთან ვიზიტი ზედგამოჭრილი იქნებოდა.

როგორი დამოკიდებულება გაქვს შენს სხეულთან?

შენი დამოკიდებულება საკუთარ სხეულთან გავლენას ახდენს შენს სექსუალურ ცხოვრებაზე. კვლევებმა დაადასტურეს კავშირი სხეულის აღქმასა და სექსუალურ სიამოვნებას შორის. მაგალითად მამაკაცის არასრულფასოვნების განცდამ, თუნდაც პენისის ან სხეულის ზომის გამო, შეიძლება ხელი შეუშალოს მას სიამოვნების მიღებაში. თუ შენც ბევრს შფოთავ შენს სხეულზე, შეიძლება სწორედ ესაა ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზი, რომელზეც უნდა იმუშაო.

როგორი დამოკიდებულება გაქვს შენს პარტნიორთან?

ზოგჯერ შეიძლება გაგიჭირდეს ორგაზმამდე მისვლა ან სექსით სიამოვნება, თუ პარტნიორთან თავს სავსებით კომფორტულად ვერ გრძნობ ან პრობლემები გაქვთ ურთიერთობაში. იგულისხმება ისეთი პრობლემებიც, რომლებიც საერთოდ არაა სექსთან დაკავშირებული (ყოფითი საკითხები, მოუცლელობა, სხვადასხვა ფეხბურთის გუნდისთვის გულშემატკივორბა და ა.შ)

დაუთმე დრო იმაზე ფიქრს, არის თუ არა რაიმე დაძაბულობა შენს ურთიერთობაში, რომელიც არ მოგვარებულა.  ეცადე  პრობლემა  პარტნიორთან ერთად მოაგვარო. და როგორც ხშირად გვსმენია ზუსტად არ მახსოვს საიდან, ისე არ დაიძინე, რომ შენს პარტნიორზე გულში აუგი გედოს. ისევ ძილისწინ კაი ჩხუბი და დაცლა სჯობს, გაბრაზებულზე დაძინებას. უთქავმთ ძველებს.

გამოიყენე სექს სათამაშოები 

უკვე დიდი ხარ. იმედია. ამიტომ მართლა დროა დრო დაუთმო შენი სხეულისა და სექსუალური მხარის გაცნობას. თავიდან შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოს, მაგრამ საკუთარ სხეულთან კომოფრტულად ყოფნა ნორმალური სექსუალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ყველაზე სახალისო ამ ნაწილში კი, ახალ-ახალი სათამაშოებია. მათ ასარჩევად შეგიძლია vibe.ge – ც ჩასქროლო გზად კი, ჩვენი ძვირფასი ბლოგიც — «რჩევები მასტურბაციაზე» გადაიკითხო. 

ჩართე შენი პარტნიორიც

პარტნიორთან კომუნიკაცია რომ key არის ეს უკვე ყველა ინტერნეტეგურუმ ისწავლა ზეპირად. ზოგადად მაგათ დიდად არ ენდო, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლები არიან: მეტმა კომუნიკაციამ, ერთმანეთის მოსმენამ და შენი პარტნიორის ყურადღებამ შეიძლება შეგიქმნას ის ინტიმურობა, რომელიც გჭირდება ორგაზმის მიღწევისთვის. 

თუ აქ ჩამოთვლილი თიფები არ გამოგადგა, ფეხებს ყურებს ნუ ჩამოყრი. დასახმარებლად შეგიძლია სექსუალური ჯანმრთელობის ექიმს, ფსიქოლოგს, ან სულაც ფსიქოანალიტიკოსს მიაკითხო და სხვა თუ არაფერი, ტრავმების გადამუშავებაში მაინც ჩაგეთვლება! 

ხომ იცი, ამ ქვეყანაში, უტრავმო ადამიანი ვის გაუგიაო.