ADHD ანუ ყოველ მეორეს, რაც ჭირს, მაგრამ გამკლავება მაინც რთულია (როგორ ამოვიცნო, რა მოვუხერხო)
მე-6 კლასში ქართულის მასწავლებელმა საკონტროლოს რვეული მერხზე უხეშად დამიგდო, მითხრა “უწიგნური რომ ხარ, მაგის ბრალია” და სიარული განაგრძო. თავი არც ამიწევია თვალი ისე გავაპარე წითლად გადასერილი 12 ფურცლიანი რვეულისკენ, რომელზე მოთავსებულ თითოეულ სიტყვას მინიმუმ ერთი ასო აკლდა . (კაშია Whooooooo).
მაშინ დავეთანხმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც უწიგნურმა ჩემმა თავმა მაკბუქი, სახლის გასაღები და ბავშობის მეგობარი ერთ დღეს დაკარგა, მივხვდი, რაღაც მთლად რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო. ფსიქოლოგის კარზე უნდა დამეკაკუნებინა.
დიდხანს მემუდარებოდა ჩემი საფულე, არ წახვიდე, არ წახვიდეო, მაგრამ ანაკომის სუპები მოვიმარაგე და მაინც ჩავეწერე კონსულტაციაზე.
მხოლოდ რამდენიმე, ხანგრძლივი სჯა-ბაასის შემდეგ გამოვიტანეთ დასკვნა, საქმე გვქონდა არა უპასუხიმგებლობასთან, ან უწიგნურობასთან, არამედ არარსებული დაავადების ჩინებულ დეფინიციასთან, ასე ვუწოდე მე, რადგან მისი არსებობის საქართველოში ნაკლებად სჯერათ. ისე კი მოიხსენიებენ, როგორც ADHD.
რთულია ფაქტთან შეგუება, მითუმეტეს თბილისში, იქ, სადაც მამა ნარიმანის ზეკაცობისა უფრო სწამთ, ვიდრე მენტალური დაავადებების არსებობის.
და რადგან ფსიქოლოგთან ჩაწერა ფუფუნებაა, მითუმეტეს სტუდენტისთვის, თქვენი მრავალ ჭირ-ვარამ გადანატანი ავტორი გაგიზიარებთ, როგორ ამოვიცნოთ ის და რა ხრიკები მოვიგონე თავად მე მასთან გასამკლავებლად:
ყველაფერი იკარგება
ყველაზე პოპულარულიი ნიშანი, ალბათ, ესაა. შეიძლება, ქოვორქინგ სივრცეში წახვიდე, რათა ლეპტოპში შენი თასქები მონდომებით შეასრულო, კომპიუტერი კი სახლში დაგრჩეს. ან პირიქით, წამოხვიდე მის გარეშე და ვერ ხვდებოდე, რატომ გრძნობ თავს გზაში ასე მსუბუქად.
პასიურობა სოციალურ ქსელში
შეტყობინებაზე პასუხის დაბრუნება ყველაზე რთული დავალებაა, რაც კი შეიძლება მიიღო. მაშინ როცა ტექსტს გახსნის გარეშე ხედავ, პასუხს გონებაში გაივლებ, შეგრძნება გაქვს, თითქოს, მიწერე. შემდეგ, კი ჩვენი გენიალური ტვინი მიღებულ ინფორმაციას წაშლილი ამბების უძირო საცავში გადაისვრის.
დაუმახსოვრებელი თარიღები, დრო, ადგილები
10 წელზე მეტია, შენს საუკეთესო მეგობართან ერთად აღნიშნავ მის დაბადების დღეს და წელს, მაინც დაგავიწყდა მილოცვა. თორმეტი საათი რომ გახდა, ისიც კი იფიქრე, მოდი, სთორის დავუდებო, მაგრამ სქროლვას შეყევი და …
შენს მიერ განაწყენებული ადმიანების სიას კიდევ ერთი დაემატა.
ღმერთმა უწყის, მერამდენედ მიაკითხე ნაცნობ კორპუსს, მაგრამ ვერაფრით იხსენებ, რომელი სადარბაზოა, რეკავ და გესმის უკმაყოფილო ხმა
-ისევ დაგავიწყდა?
“ან ნამეტარი ჭკვიანია, ან ნამეტანს აფრენს”
ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ერთი კონკრეტული შეხედულება რომ ქონდეს შენზე, რადგან ერთ დღეს შესაძლოა, გამოცხადდე, როგორც მეტად თავშეკავებული, სიტყვაძუნწი, მეორე დღეს კი თავზე ხელაღებული მოსაუბრე.
დილით გაიღვიძებ სამყაროში ყველაზე მოტივირებული, რომელსაც ვერ შეაჩერებს ურთულესი წინაღობებიც, საღამოს კი შეხვდები, როგორც ლუზერი.
გამქრალი ისტორიები
სხვები ამბებს ყვებიან, ათასგვარ თავგადასავლებს, რა გააკეთეს, ვისთან ერთად, იმასაც გიზიარებენ, მისი ბიძაშვილის ცოლის ძმას რა ისტორია გადახდა, შენ კი მხოლოდ ერთი გეფიქრება, თავადაც გაიხსენო რაიმე, თუმცა ბრძანება შესრულებას არ ექვემდებარება, მეტიც, თუ გკითხეს, “გახსოვს მაშინ რა გააკეთე?” გაოცებას ვერ წაიშლი სახიდან “ა, მე გავაკეთე?”
გართულებული მეგობრობა
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი თავის მხრივ ამ მიმართულებითაც პრობლემას გიქმნის, მაგრამ თანდართული საშინელებაა, ფრანგული ესთეტიკის კაფეში, დიდი ხნის უნახავი მეგობრები რომ შეიკრიბებით, ისინი ყვებიან ამბებს ოჯახის წევრებზე, რომელთა სახელიც ნაკლებად გახსოვს, ყოფილის ახალზე, შენ კი იმაზე ფიქრობ, რა მოხდებოდა დღეს, რომ ნახევარი საათით ადრე გაგეღვიძა. ხვდები, ამაზე ფიქრი არ შეიძლება, თავს ყურადღებისკენ შემოუძახებ უშედეგოდ,
უყურადღებობის გადასაფარად კი ნახევრად გამქრალ, კაპუჩინოს ცივ ქაფს სვამ, ისეთ სახეს იღებ, თითქოს, ამბავმა ჩაგითრია.
ვაი, თუ გამანდგურებელი კითხვა გესროლეს
-შენ რას ფიქრობ?
პროკრასტინაცია და არა მარტო
შეიძლება, დედლაინამდე 4 დღით ადრე დაჯდე შენი თასქის შესასრულებლად, მაგრამ ძალაუნებურად, საქმეს მხოლოდ ბოლო წამს ასრულებ, რადგან ხან სქროლვა შეგიყოლებს, ხან ის გაგახსენდება, რომ გუშინ, მეტროში ჩასვლილსას, ბებოს ჩანთა ხელიდან გაუვარდა, შენ კიდევ სამსახურში გეჩქარებოდა, არ დაეხმარე, იკითხავ, რატომ მოიქეცი ასე, ხარ თუ არა კარგი ადამიანი, დააასკვნი, რომ არა.
ამას მოყვება 2 საათიანი შფოთვა, ცრემლთა ღვრა.
მუსიკა ტექსტის გარეშე, კადრები აღქმის გარეშე.
მუსიკის მოსმენა ისაა, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებს და ტვინს ერთიანად გიმშვიდებს, მაგრამ რას ამბობს ავტორი? წარმოდგენა არ გაქვს. თუ განზრახ არ დააკვირდი, ვერც კი გაიგებ, რომ შეიძლება, ვიღაც კეთილებს გაგინებდეს.
ანალოგიურად, ვერ აღიქვამ ცვლილებას იმ ქუჩაზე, რომელზეც წლებია, დადიხარ. შესაძლოა, ახალი ცათამბრჯენი აგიშენონ უბანში, მაგრამ შენ მხოლოდ იმას იკითხავ:
“ეს აქამდე აქ არ იყო?
მავნე ჩვევების ტრფიალი
სასმელთან, მოწევასთან, სექსუალურ ცხოვრებასთან მიბმული პრობლემები, რომლებიც ზოგჯერ, არსებობის მოტივაციას იძლევიან, ზოგჯერ კი საკუთარი თავისადმი თვითგვემის მიზეზი გახდება ხოლმე.
ზემოთ ჩამოთვლ სიას კიდევ მრავალი მიზეზი შეიძლება დავამატოთ, თუნდაც საუბრის დროს ათას ამბავზე მიდებ-მოდება, ჩემსავით გამართული წერის უუნარობა, რადგან თვალი და ტვინი ერთმანეთს ვერ ეწევიან, არეულ ოთახში ჯდომის ნიჭი ისე, რომ დალაგების სურვილი შიგნიდან გვჭამდეს, უმარტივესი გეგმის ვერ შედგენა, მუდმივად სპონტანური გადაწყვტილებების მიღების სურვილი, წარმოსახვითი სიტუაციების საკუთარ თავში გათამაშება, კიდევ-კიდევ ბევრნი,
სიტუაციას, ალბათ, მეტად სენსიტიურს ისიც ხდის, შესაფერისი მედიკამენტის მოხმარებისთვის ნარკოლოგიურში რომ გაგაქანებენ.
არც მაგიური რჩვები
“დაიკიდე”
“არ იფიქრო მაგაზე “
გგვრიან შვებას.
ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვი, რომ მარტო არ ხარ
და იმასაც დავამატებ, თქვენმა მონა-მორჩილმა რა ხრიკები აღმოვაჩინე გადასარჩენად.
შექმენი ნოუთები
ვიცი, ნოუთებში შესრულებული დავალებების მონიშვნა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებს, ამიტომ, აუცილებლად, ჩამოწერე ის საქმეები, რომლებიც გსურს დღის განმავლობაში შეასრულო, დავწიყების შანსიც მინიმუმადე დავა.
შექმენი მოტივაციის მიზეზი
როცა სახლი დასალაგებელია, შენ კი საწოლში მოძრაობის უნარის გარეშე წევხარ ამის მიზეზი დოფამინის არარსებობაა, ამიტომ თავად შექმენი ის, რაც შენს ტვინს სტიმულაციას მისცემს. მაგალითად, მოიპატიჟე მეგობარი და დათქმულ დრომდე ნახევარი საათით ადრე ყველაფრის მოწესრიგების სურვილი გაგიჩნდება
დაიწესე შეზღუდვები
შეიძლება ამას თავადვე გაუმკლავდე, ან მოიშველიე მეგობარი, რომელიც შეზღუდვას დაგიწესებს, აი, ამგვარად:
“იცი, ამ ბლოგის დაწერა ორ დღეში შეუძლებელია”
ამ მომენტში ავტომატურად გაჩნდება შეუძლებლის გადალხვის სურვილი, რის გამოც აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას, მაშინაც შეძლებ, სულ რომ ისევ რუსთაველზე იდგე და რობოკოპები გარბევდნენ.
შეიქმენი ხელოვნური მეხსიერების ბარათი
საინტერესო ისტორიები, რომლებიც გადაგხდება უმალვე გააზიარე, დღიურის წერას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ შეგიძლია, მობილური აიღო და ვიდეო ჩაწერო იმაზე, თუ რა მოხდა ამ მომენტში. მე ამისთვის ჩემს ინსტაგარამის სთორებს ვიყენებ, ყველა ახალ ამბავს ჰაილაითებში ვამატებ.
გააცნობიერე ბენეფიტები
ADHDს განა მხოლოდ უარყოფითი მახასიათებლები აქვს.
ჩემი მეგობრები საუკეთესო Secret keeperს მეძახიან, რადგან უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაც კი მალე მავიწყდება, ასევე მავიწყდება ბრაზი, რაც ნაკლებ სანერვიულოს მიქმნის, შესაბამისად გვიან გავჭაღარავდები.
უხერხულობას მგვრის უცხო ადმიანებთან სიჩუმეში ყოფნა, რის გამოც ყოველთვის შემიძლია საუბრის წამოწყება,
ჩემთან ერთად დროის ტარება ყველას უყვარს, რადგან თვალი მუდმივად დაუგეგმავი თავგადასავლებისკენ მიჭირავს.
არ არსებობს მოვლენა, რომლის მიმართაც მიმღებლობა არ გამაჩნია, ამიტომ ჩემს მიმართ ნდობა მარტივად უჩნდებათ.
სიტუაცია გააცანი შენს მეგობრებს
სხვებსაც გააგებინე, რომ ამბავი, რომელიც შენს თავს ხდება, თავადაც გაწუხებს, არც ის გეპიტნავება მათთვის დისკომფორტის შექმნა რომ გიწევს,
ამის ნიშნად შეგიძლია ეს ბლოგიც გაუგზავნო.
მანამდე კი ერთად დაველოდოთ იმ განთიადის მომენტს, მენტალური ჯანმრთელობა ჩვენს გარემოშიც რომ პრიორიტეტული გახდება. მთავარია, იმედია და საკუთარი როკსთარობის რწმენა არ დავკარგოთ.
ახლა კი ამ ტექსტს ჩემს რედაქტორს გადავუგზავნი და წარმატებას ვუსურვებ სიტვბის გრჩევაში
ავტორი: ელთედო