როგორ მოვიშოროთ მანიაკი?

( სიტყვა)

გამარჯობა. მე დარინა მქვია. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. ბევრ ჭირ-ვარამ გამოვლილი. ჯერ მხოლოდ ოცდაერთი წლის ვარ და უკვე ვიბრძოდი ფრონტის ხაზზე. ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ერთი განსაკუთრებით კარგად. ყველას თავისი ტაქტიკით უნდა ებრძოლო. სახლიდან გამოსვლის წესები საკმაოდ სტანდარტული მაქვს. ბანალური გაღვიძება, ბანალური ტანსაცმელის ძებნა, ბანალური არჩეული ტანსაცმლის ბოლო მომენტში გახდა და სხვა რამის ჩაცმა, ბანალური საუზმე და ორი ჩანთის აღება. ერთში ლეპტოპი და მასთან დაკავშირებული ნივთები, მეორე კი პატარა ფენი ფექი, რომელშიც საფულე, დანა, სამი წლის წინ ნაყიდი გაფუჭებული სანთებელა და ზიპოს ფირმის იისფერი ასევე სანთებელა მიდევს. მაშ ასე ყურადღებით! მინდა ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება გაგიზიაროთ და მანიაკის (pervert ტიპების) მოშორება გასწავლოთ.


"იგავი"  პირველი


სახლის კარი ჩავკეტე და სხვარკეთილის მეტროსკენ  მიმავალ გზას დავადექი.  ასი მეტრი არ მქონდა გავლილი, როცა ვიღაც სხვარკეთილელი, წელში ოდნავ დასტოინად მოხრილი მამრი მომადგა კითხვით.

- გოგონი მთელი ფული კაზინოში წავაგე და ლარით ხომ ვერ დამეხმარებით?

- ვერა სამწუხაროთ, რეალის აძინიქსმა გამისხა გუშინ.

- კაი რა ტო, მართლა გგონია შენნაირ ლამაზ  გოგოსთან  ფულის სათხოვნელად მოვედი?

- არც ერთი ღერი სიგარეტი მაქვს, ნახვამდის.

- პროსტა ძაან მთვრალი ვარ და სახლამდე მიმაცილე რა.

- ვერც მაგას ვიზავ, სახლიდან გამოსვლამდე ასპირინი ვხიე და მეც მაგრად გამიხსნა.

- კაი რა გჭირს ე? ნომერი მომე მაშინ და მამის სულს ვფიცავარ თუ დაგირეკო ან მოგწერო.

- იქნებ დროის ტყუილად ხარჯვას შეეშვათ ყმაწვილო და გზა განაგრძოთ.

- კაი ფულს გადაგიხდი, ამ საღამოს  რას აკეთებ?

- აბორტს.

ბიჭმა ნელ-ნელა ნაბიჯს მოუკლო და მე ისევ მარტო მივაბიჯებდი სხვარკეთილის ქუჩებში.


შეგონება:  ქუჩის "ვაი pick up liner" სასტავი მარტივი მოსაშორებელია. მთავარია ხმის ტემბრის აწევა არ დაიწყოთ, ამაზე უფრო იგეშებიან. ზემოთ ხსენებულ სეგმენტს როცა ესაუბრებით ნაბიჯი არ შეწყვიტოთ, ბევრი სიარული არ შეუძლიათ და დაღლაც თქვენ სასარგებლოდ მოქმედებს. მშვიდ ტემბრში გაეცით ოდნავ დამცინავი პასუხები, როცა იგრძნობთ რომ მომენტი მოვიდა ახსენეთ აბორტი ან მაღალფარდოვანი სიტყვები. შეგიძლიათ ენჯეოში მუშაობა ან ლიბერასტობაც დაიბრალოთ. ამ ვარიანტებს შორის ყველაზე ნაღდია აბორტის ხსენება. ძირითადად მამრის ამ ტიპებს "ავიწროვებენ", "დედაშენს აბორტი უნდა გაეკეთებინა" შინაარსის ფრაზებით. ამის ფონზე სიტყვა აბორტის ხსენება ტვინში არსებულ იმ ერთ უჯრედსაც უთიშავს და თქვენ გაიმარჯვეთ.


 "იგავი" მეორე


მეგობარს დავემშვიდობე და სადარბაზოდან ფლეშლაითის დახმარებით გამოვიკვლიე გზა. აქეთ იქით ვათვალიერებდი, რომ სხვამგორის ქუჩაზე ტაქსი დამეჭირა. როგორც იქნა გავაჩერე. ტაქსი ნომრით "vo-012-lk"

- გამარჯობათ, ჯიქიაზე შვიდად გამიყვანთ?

- ჩაჯექი.

- სადაური ხარ?

- ქართველი.

- კაი კაცო, კონკრეტულად? თუ კარენოი თბილისელი ხარ და არ კადრულობ მსგავს კითხვებს?

- არა იმერელი ვარ.

- იმერეთი კარგია - მძღოლი ტრაფარეტული ფრაზების თქმას განაგრძობს, მე კი ვცდილობ შესამჩნევად, მაგრამ არა უზრდელურად ყურსასმენების გაკეთებას.

კარგა ხანი მუსიკას ვუსმენდი და ნელ-ნელა შევნიშნე, ქუჩები უფრო და უფრო ბნელი ხდებოდა. ქუჩები კიარა ლამის ტყეში ვიყავით. ცალი ყურსასმენი მოვიხსენი და წინა სარკეში გავხედე მძღოლს. მძღოლმა დამცინავად მკითხა.

- გზა არ გეცნობა?

- როგორ არა, ეს გზა განსაკუთრებით მიყვარს, აქ ხშირად ვართ ხოლმე - ჩანთიდან დანა ამოვიღე და ცალი ხელით ვათამასებდი ისე, რომ დახურვის ხმა კარგად ჟღერადი ყოფილიყო. მომენტებში ვაჩენდი ხელში რა მეჭირა, მომენტებში კი ვმალავდი და მხოოლოდ ხმას ვასმენინებდი volk-ს.

- მე ჯერ აქ არავინ მინახავს და ხშირად როგორ ხარ ხოლმე

- თქვენ ვერც უნდა დაგვინახოთ, ჩვენ გიყურებთ თქვენ.

- ვინ თქვენ?

- ეხლა მარჯვნივ თუ გაუხვევთ შეიძლება რიტუალსაც დავესწროთ ერთად.

- არა გოგონი მე სამუშაო მაქ, მოკლეზე გადმოვჭერი უბრალოდ. თუ გინდა აქ ჩამოგსვავ თუ გინდა გაგიყვან ჯიქიამდე.

- არა არა, ჯიქიაზე გავიდეთ ოღონდ მაღლივის სასაფლაოებიდან.

ქუჩები ნელ-ნელა უფრო განათებული ხდებოდა და წინა სარკეში გახედვისას მძღოლი თვალს მარიდებდა.


შეგონება: pervert ტაქსის მძღოლების ეგზისტენციალიზმი ცოტა უფრო რთულადაა მოწყობილი. მათ ჰგონიათ ძალაუფლება აქვთ. მანქანაში უზიხარ, რომელსაც თვითონ მართავს. სინამდვილეში კი ძალაუფლება თქვენს ხელშია. მთავარია არ გაიკვირვოთ ან შეიცხადოთ რამე, დამუქრებაც არამიზანშეწონილია. პირადად მე ტაქსში ჩაჯდომის შემდეგ ვცდილობ მანქანაში პატარა დეტალები დავინახო. მაგალითად თუ მძღოლს მხოლოდ ერთი ხატი ან ჯვარი აქვს მანქანაში, ივარაუდება, რომ მას ღმერთის ეშინია, მორწმუნე არაა უბრალოდ ეშინია. გამომდინარე აქედან საკრარული სიტყვა "რიტუალის" მომღიმარი სახით ხსენება თქვენი გამარჯვების საწინდარია. თუ მძღოლს ბევრი ხატი აქვს, ესეიგი მორწმუნეა და მასთან პირიქით, სიტყვა "ლოცვის" ოდნავ ჩაფიქრებული სახით ხსენებაა დამაბნეველი. თუ მანქანაში ხატი საერთოდ არაა, სავარძლები სიგარეტის სუნითაა გაჟღენთილი და მძღოლს ღმერთის არც ეშინია, არც სწამს, უბრალოდ მისი არსებობის ეშინია, რადგან ამ შემთხვევაში სიკვდილის შემდეგ პიზდეცი აქ, ნიშნავს რომ მძღოლს სიკვდილის ეშინია. ამ ბოლო ტიპის მოსაშორებლად საკმარისია აცრემლებული თვალებით წარმოთქვათ წინადადება "ეს გზა ცუდ მოგონებებს მახსენებს. პირველად რომ გამაუპატიურეს. მას შემდეგ გავხდი ლესბოსელი და შიდციც მგონი მაშინ ავიკიდე". ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია pervert მძღოლის ტიპებისა. უბრალოდ მანქანაში დეტალებს დააკვირდით და მჯერა, რომ მიხვდებით რა მიმიკით რა სიტყვის თქმა გადაგარჩენთ.


"იგავი" მესამე


შვიდწუთიანი ლოდინის შემდეგ ავტობუსში ავედი და ორკაციანი დასაჯდომის ფანჯრის ანუ შიგნითა მხარეს დავიკავე ადგილი. ტრანსპორტს თითქმის ბოლო გაჩერებამდე მივყვები და ისეთი ადგილი შევარჩიე, ხალხის გატარება, ადგომა-დაჯდომა არ დამჭირვებოდა. მალევე გვერდით დაახლოებით სამოცი წლის ბაბუა მომიჯდა. მალევე ვიგრძენი მუხლებზე და ბაყვებზე ხელს როგორ მითათუნებდა. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის მაქვს ჩემი სამი წლის წინანდელი გაფუჭებული სანთებელა, რომელსაც ერთ მხარეს კარგა ხნის გაფუჭებული ფარანი აქვს, ხოლო მეორე მხარეს პატარა კაბელია ამოწეული, რომელიც დენს "ირტყმეინება". ყველას გექნებათ სკოლის პერიოდში მისი გემო გასინჯული.  ჩემ გვერდით მჯდომმა პირველი დენის დარტყმა იგემა, უხერხულად შეიშმუშნა ცოტა ხნით ხელი გაწია, თუმცა მალევე დაუბრუნდა ძველ პოზიციას. მეც არ დავაყოვნე და  საპასუხოდ მეორედ მივადე სანთებელის კაბელი.

- რა არი რა უბედური კოღოებია - უცნაური მოძრაობის გაკეთების შემდეგ ძია კაცმა თავის მართლება დაიწყო.

- მე რატომღაც არ მკბენენ კოღოები - ოდნავ ღიმილ ნარევი სახით დავუბრუნე პასუხი, მთელი სამარშრუტო ტაქსის სახელით.

ცოტა ხანში მესამე მცდელობა დაიწყო ხელის ფათურების. პასუხმა კვლავაც არ დააყოვნა. ჩემს გვერდით მჯდომი კიდევ ერთხელ  შეიშმუშნა და სახე აუწითლდა, როცა იგრძნო ტრანსპორტში მყოფი ხალხის დაჟინებული მზერა.

- ცუდათ ხომ არ ხართ? - უხერხულობის გრძნობა გავუმძაფრე ძია კაცს.

- არა გოგონი უბრალოდ ჩახუთულობაა ცოტა.

- ვითომ? მგონი ფანჯრები ღიაა და მშვენივრად ანიავებს.

- ასაკის ბრალია ალბათ.

- შეიძლება სინდისის ბრალიცაა - ძია კაცის სიწითლე ნელ-ნელა მძაფრდებოდა.


შეგონება: ხელის თათუნების აღკვეთა იმაზე მარტივია ვიდრე გგონიათ. არავითარი "რას კადრულობთ" სახით გახედვა, არავითარი ჩხუბი და ერთი ამბის ატეხა. შუმჩნევლად მიუახლოვეთ პატარა კაბელი ხელთან ახლოს და დააწექით ღილაკს. თავიდან ეგონება მწერი იყო, მეორეზე იგრძნობს რომ ცოტა უფრო მწარეა ვიდრე მწერი, მესამეზე მინიმუმ შეშინდება, მაქსიმუმ პიროვნების გაორება დაეწყება.


 "იგავი" მეოთხე


საღამო ახლოვდებოდა. სასტავი შეიკრიბა და მე მელოდებოდნენ. პიკის საათებში მიწის ზედა ტრანსპორტი არამომგებიანი ვარიანტია, ამიტომ მეტროს მივაშურე. ექსკალატორზე შედგომისას წინ საშუალო ასაკის მამრის დაჟინებული მზერა შევნიშნე. რეფლექსურად ტელეფონი ამოვიღე და სქროლვა დავიწყე.  ტრაფარეტზე მწვანეს 7 წუთი ენთო. მეც მშვიდად ვაპირებდი ლოდინის პროცესში ყოფნას, "მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?", მალევე ვიგრძენი ნაცნობი დაჟინებული მზერა, ისევ.

- გამარჯობა გოგონი, სადგურის მოედანზე აქედან მიდის?

- დიახ.

- ანუ თქვენც სადგურის მოედანზე მოდიხართ.

- არა

- აბა სად მოდიხართ?

- სხვაგან.

- სახელი შენი? იმედია არ გწყინს შენობითზე რო გადავედი, უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ.

- უკან თქვენობითზე რო გადმოხვიდე აღარ ვიქნები ლამაზი?

- კარგი ხუმრობაც გცოდნია, სახელს არ მეუბნები?

- არა.

- რატომ კაცო, ახალგაზრდა გოგო ხარ, მე ახალგაზრდა ბიჭი. ცოტა ხნით ვარ ქალაქში ჩამოსული და გოგოს ვეძებ.

- რა მიზნით?

- აი რო შემიყვარდეს და ამბები რა.

- ცოტა ხნით თუ ხარ ქალაქში ცუდი არაა რო შეგიყვარდეს და ამბები? - მეტროს მოსვლის მოახლოებასთან ერთად ბატონ "მოკლევადიან პროექტს" მუღამი ეკარგებოდა.  ამ ბოლო კითხვაზე პასუხიც არ გამცა ისე გადაინაცვლა მეორე ხაზზე და მეტროში ჩაჯდომის შემდეგ შევნშნე როგორ ნადირობდა სხვა მდედრზე.


მორალი:  მეტროს pervert ტიპებს ძირითადად ბლიც რეჟიმში უწევთ მისიის შესრულება.  მათი მოშორება საერთოდ არაა საჭირო. შეგიძლიათ უბრალოდ მოკლე პასუხები გასცეთ კითხვებზე და მიანიშნოთ, რომ მწვანე  ტაიმერის ტაბლოზე 0-ის დაწერამდე სახელსაც ვერ გაიგებს. ზოგი მალევე ეძებს ახალ მსხვერპლს, ზოგი ბოლო მომენტამდე იბრძვის. ფინალი ყოველთვის ერთია. მთავარი წესია მეტროს მოსვლამდე სახელი არ უთხრათ. თუ ამ წესს დაიცავთ პირობას გაძლევთ, ვაგონში არ შემოგყვებათ. 


 

ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში გოგოებს მსგავსი ტიპის პრობლემები ხშირად გვაწუხებს, საშინელ მარწუხებში ვექცევით, ათასნაირი გზით ვცდილობთ თავის დაცვას. მინდა გთხოვოთ, რომ ამ სტატიას მხოლოდ იუმორის თვალით არ შეხედოთ და ის დიდი სატირაც დაინახეთ, რომელიც მთელი გულით ჩავაქსოვე.


ასე და ამგვარად დასრულდა ამბავი. ბოლო შეგონება ჩემგან თქვენ მკითხველნო: "თუ გინდათ მოიშოროთ მანიაკი, თავად გახდით მანიაკი".

კომენტარები