აი დონთ ბილონგ ჰირ

( სიტყვა)

მე ერთ-ერთი ყველაზე ექსტროვერტი ადამიანი ვარ დედამიწაზე და ამით კმაყოფილიც გახლავართ. ერთი პატარა დეტალი, რაც ყველაფერს აუცნაურებს, ჩემს გარშემო შემოკრებილი ხალხია. ჩემთვის ძვირფასი, ახლო მეგობრები. ყველა მათგანი ინტროვერტია. დავკონკრეტდები, ნერდი ინტროვერტი. მაშ ასე, მივედით მთავარ თემასთან. აღგიწერთ როგორია ცხოვრება, როცა შენს სამეგობროს სახლში ჯდომა და
კომპიუტერული თამაშების თამაში უნდათ, შენ კი ბარში დათრობა, ახალი ხალხის გაცნობა და მთვრალზე ყველაზე დებილური რამეების კეთება.

 
არ ვიცი რამდენად გესმით პრობლემის სიმძაფრე, ან იქნებ უბრალოდ მკითხოთ, რატომ არ ვმეგობრობ ექსტროვერტებთან, თუ მიჭირს და ვიტანჯები? საქმე ისაა, რომ კომაროვ-დამთავრებული მაქსელი ვარ და ჩემ გარშემო ყოველთვის სტერეოტიპული ნერდები
იყვნენ.

 
სანამ გამოცდილების გაზიარებაზე გადავალ პატარა ჩანართი ავტორისგან. კი, ცოტას ვამუქებ. ცოტას კი არა ძაან ვამუქეებ, მაგრამ ესეა საჭირო.

 
მოკლედ, მეტი გულახდილობისა და რეალურობისთვის უბრალოდ აღგიწერთ ჩემს ერთ
კვირას.

 
მოვლენები ვითარდება საღამოს, სამსახურის მერე.

 
ორშაბათი

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კალათბურთის თამაშს განტვირთვად მივიჩნევ და ახლოს მცხოვრები მეგობრების სიას ფეისბუქში ვეძებ. ვინც ონლაინაა ყველას მივწერე. არ მოვიტყუები და გეტყვით, რომ ხანდახან მომყვებიან კალათბურთის სათამაშოდ. ერთი-ორჯერ მეც გადავაგდე სასტავი, მაგრამ უმეტესად ეს ამბავი ესე მთავრდება ხოლმე: (ყვლას არ განახებთ, მხოლოდ ტოპ რამდენიმეულს) -

 

 

შეთავაზებაც კი არ დამცალდა :/

 

  

ესენიც თამაშობენ, ოღონდ კომპიუტერზე -_- btw ამ დონსკისთან ასვლის ამბავმა კაი ბლომად ხალხის გამოსვლა გამორიცხა კალათბურთის სათამაშოდ.

 

 

აიფონი რო 100 პროცენტზეა და მაინც ვტენი ნიჩო :დ

 

სამშაბათი

საკმაოდ დატვირთული დღე იყო. მე არ მაქვს არაფრის თავი. სახლში მივესვენე და ფეისბუქის სქროლვაში თითქმის ჩათვლემილმა, how I met your mother-ის საყვარელი სერია ჩავრთე. უნდა ვთქვა, რომ ხანდახან, კვირაში ერთხელ, ესეთი მშვიდი საღამოები აუცილებელია. საკუთარ თავთან დროის გატარება და ფიქრი ბევრ რამეში მეხმარება. ცოტა თუ გადამიცდა და დაშვებულზე მეტ დროს ვატარებ საკუთარ თავთან, ე მანდ
იწყება პრობლემები.

 

ოთხშაბათი
ბილიარდის ან პოკერის თამაში მინდა. ნუ გასეირნება მინდოდა თავიდან, მაგრამ შეყვარებულს მოუვიდა იდეა და რაღაც საიტს წერს. ისეთ ეიფორიაშია არც ღირს რამის შეთავაზება. მთელ დღეს my sql-ის მინუსებზე ლაპარაკში გავატარებთ, სანამ არ დაწერს ბოლომდე და ეიფორია გადაუვლის. ბილიარდი ჩემს ბავშვებთან ერთად ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ცხოვრებაში. სულაც არ მჭირდება კარგად თამაშის ცოდნა, ან
მეტოქეების დამარცხება. დიდად თამაშიც არ მიყვარს მგონი, მაგრამ ეს უბრალოდ ბილიარდის სათამაშოდ წასვლა არაა. ეს ემოციებია, ურთიერთობა, თუნდაც ცუდად დარტყმულზე უაზრო ხუმრობების თქმაც კი ალამაზებს წუთისოფელს.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, მშვენივრათ ვითამაშე პოკერი და ბილიარდი ჩემ წარმოსახვით მეგობრებთან ერთად.

 

ხუთშაბათი

მამა მიას მეორე ნაწილის საყურებლად წავიდოდა კაცი ^_^ თავიდან ყველა დამთანხმდა, მაგრამ LOL-ში ახალი სქინები დაუმატებიათ და.... მოდი ხვალისთვის გადავდოთ... ცნობისთვის, ხვალ არასდროს დამდგარა :/

 
ფილმის საყურებლად წასვლის გამოცდილება ნამდვილად დიდი მაქვს. ყოოველ ჯერზე უფრო ცუდ ფილმს ვირჩევთ ვიდრე წინა იყო და ორი საათი სტუდენტური ფასდაკლებით ნაყიდ ბილეთის ფულს მივტირით, მაგ ფასად რო შაურმას გადაირტყავდა კაცი, აი იმ ფულს. მიუხედავად ამისა კინოთეატრებში დაგროვილი კარგი მოგონებებით შემიძლია ჩინეთის კედელის ზომის ბედნიერების კედელი ავაშენო.


პ.ს. კსტაწი თრეშ კულტურის ფანი ამ ამბის გამო გავხდი. ყველაზე ლამაზი დღე იყო
ერმალოს „აპოკალიფსი არ იქნება“-ს დიდ ეკრანზე ნახვა

 

პარასკევი

ბარში გავედით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, სანამ „რა ხდება ახალი?“-ზე პასუხი „დოტას ჩემპიონატი იწყება“ გაჟღერდა. დანარჩენი საღამო ჩემპიონატის ერთად ყურებისა და პოტენციური გამარჯვებულის განხილვაში გავიდა. ცოტა რომის იმპერატორებსა და თავისუფლების ქანდაკებაზეც ვისაუბრეთ. თუ ყველაფერი კარგადაა და მსგავსი ღირსშესანიშნავი მოვლენა არ გვიახლოვდება, როგორიც დოტას ჩემპიონატია, უნოს ვთამაშობთ ხოლმე. ვსვავთ კიდეც. ფლეშბექი რო ფლეშბექობდა მექსიკური კარტოფილითაც ვსკდებოდით. ნამდვილად კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ახალი ხალხის შემომატება, ცეკვა, ვინმეს გაცნობა, კარაოკეზე ყროყინი და მსგავსი Guilty pleasure-ები არ გააჩნიათ ჩემებს. ამიტომ თლა ბოლომდე ვერ ვიკმაყოფილებ ხოლმე ჩემს სურვილებს. ნეტა იცოდეთ რა სასტიკია ჩემი სფირიტ ენიმალი, როცა არაადეკვატურობა შია და გართობა წყურია.

 

შაბათი

კურსელთან სახლში ავდივართ სამეგობრო. არაჩვეულებრივი საღამოა, ვსვავთ, ვიცინით, ლექტორებს განვიხილავთ. მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?

 
- მორტალ კომბატი გაგისწორდებათ?
- ჯოისტიკები გაქ?
- მოდი ჩემპიონატი მოვაწყოთ
- სანამ ჩემი ჯერი მოვა, ერთ ხელ დოტას მოვცხებ
- მობილური მათხოვე რეკორდი უნდა მოგიხსნა
- არა ხალხო, დაბრუნდით, არ წახვიდეთ ☹ გახსოვთ პირველ ლექციაზე .... ხალხო. ხალხო! ხალხო? -_- ტყნ

 
მორტალ კომბატმა გაუხსნა ბიჭებს, ტოჟე მნე ბაქსიორი რა. თითქოს ხო არაფერი, მარა რა რთულია ხალხმრავლობაში მარტოობა ნეტა იცოდეთ. მარტოობაში მარტოობაზე n-ხარისხჯერ უარესია.

 
რედიოჰედის ქრიფის „ვათ დე ჰელ ამ დუინ ჰირ, ა დონთ ბილონგ ჰირ “-ის ნაწილს ამოვჭრიდი, 10 საათიან ვერსიას გავაკეთები, იუთუბზე დავდებდი და მოვუსმენდი დიდი სიამოვნებით. მამენტ სიამოვნებაზე მეტად ლოგიკურობა იქნება მარა ნიჩო.

 

კვირა

ამათი იმედი სულ ტყუილად მაქ. წავალ ისევ მარტო ვიქნები. ჩამოვკრავ მაინც. თქვენი თანდასწრებით მივმართავ მათ: შემიცოდეთ რაიქნება ჰა? დავიღალე, მენატრებით, მიყვარხართ, მარა ვერ ვდგები ამ მიდზე, დაჟე ბოტებს ვერ ვკლავ დოტაში და ნუ წამშლით ამ ცხოვრებიდან ამის გამო.

პ.ს თუ ვინმემ ჩემში საკუთარი თავი ამოიცანით ,შემეხმიანეთ, კლუბი გავაკეთოთ. წრეზე დავსხდეთ და ერთმანეთს მოვუყვეთ ჩვენი გასაჭირი.

 

კომენტარები