სად გავიხადოთ 50 ლარად?

( სიტყვა)

სად გავიხადოთ 50 ლარად? სანამ ამ კითხვას დავსვამთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მას ორი შესაძლო პასუხის მომლოდინე ინდივიდთა ჯგუფი ჰყავს: პირველი - ვისაც აქვს 50 ლარი და ჰყავს ის, ვისთან ერთადაც უნდა გაიხადოს ზემოაღნიშნულ 50 ლარად. მეორე - ვისაც მხოლოდ 50 ლარი და გახდის სურვილი აქვს. ორივე მათგანს შეუძლია მიაღწიოს მიზანს. სად და როგორ, ალბათ თქვენც კარგად იცით, მაგრამ მაინც... მოდი დავიწყოთ პირველის განხილვა.

      

მე, ინდივიდს, რომელსაც მყავს პარტნიორი და მაქვს 50 ლარი, მინდა გახდა. ჰმ... ჩემს ასაკში, სიმართლე გითხრათ, ეს თანხა არც არის საჭირო ამ ამბისთვის. იაფიან ბარში ორი ჭიქა კოქტეილის შემდეგ ყველგან ხსნილია, მაგრამ ცივილიზებული ხალხის შემთხვევაში, არსებობს უფრო მისაღები გზები.

 

მაშ ასე, მეთოდები:

  

ერთ დღიანი ბინები - "ოლიგარქების" განცხადება ინტერნეტ საიტებზე 

  

დამეთანხმებით, რომ ეს ბიზნესი საქართველოში ყვავის. განცხადებები იხილეთ აქ: 

  

- binebi dgiurad, dgiurad binebi zgvaze .... 

 

- ID, ტელ. ან სიტყვა: დღიურად ...

 

- თბილისის ბინები დღიურად დაბალ ფასებში და ასევე მაღალი დონის, კომფორტული აპარტამენტები ფასდაკლებით.

 

ბაითის დათრევამდე მოცდა 

 

მათთვის, ვინც უფრო ორიგინალურია და ბანალური ბინის ქირაობა არ აკმაყოფილებს, ამავდროულად ვერც ისეთი თამამია, რომ მისთვისაც ყველგან ხსნილი იყოს, შემიძლია შევთავაზო ძირძველი, ქართული "ბაითის დათრევამდე" მოცდა. ალბათ გაინტერესებთ, რა არის ამაში ორიგინალური? აბა კარგად დაფიქრდით. თქვენ და თქვენი პარტნიორი დღეების (ხანდახან თვეების) განმავლობაში იკავებთ თქვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას იმ იმედით, რომ თქვენი (ან თქვენი პარტნიორის) ცუდ შემთხვევაში - რაიონიდან ჩამოსული მეგობარი, რომელიც ნაქირავებ სახლში მარტო ან მეგობართან ერთად ცხოვრობს, ხოლო შედარებით კარგ შემთხვევაში ოჯახის წევრები, ერთ მშვენიერ დღესაც იპოვიან ისეთ გასართობს, რომ ერთი დღით სახლს დათმობენ. შეიძლება რამე ამაზე ორიგინალური და არაადეკვატური არსებობდეს? თუმცა... ერთი წამით... გამახსენდა! არსებობს! იხილეთ შემდეგი პუნქტი. 

 

ბაითის დათრევის ვარაუდი 

 

მე-2 პუნქტში შემავალ ადამიანებზე ორიგინალური ის ინდივიდთა ჯგუფია, რომელიც ბინის პატრონის თანხმობის გარეშე ვარაუდობს მათ ერთ დღიან სახლიდან გასვლას და სექსის დროს იმაზე ფიქრობს, ნეტა ვინმე არ დაადგეს.

      

  

      

მანქანაში 

 

არ მინდა გამომრჩეს კუსა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ხშირად "მაღლივთან",  მანქანაში "მოღერძავე" წყვილები. კარგი ვარიანტია, როცა მანქანის პატრონი ამ წყვილიდან ერთ-ერთია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხშირად მანქანის "გამჩითავი" ის რეგიონიდან ჩამოსული მეგობარია რომლის სახლშიც მანქანის ნამდვილი პატრონი "ღერძაობს". 

 

დასაწყისში აღნიშნული "ყველგან  ხსნილია"-ს კონკრეტიკა 

 

მე ვერ გეტყვით ზუსტ ადგილებს, მაგრამ ვეცდები დაგეხმაროთ. თუ ოდესმე დაკვირვებიხართ, შებინდებისას თავისუფლებაზე არსებული ყველა "ანდერგრაუნდ" ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩნდება ადგილები, რომელიც იმ მომენტში რატომღაც გვგონია, რომ ზედმეტად ბნელია და არ ჩანს. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ განსაკუთრებით. დილაობით კი, ამ ადგილას გავლისას სახე გვიხურს იმაზე ნერვიულობით, თუ რამდენად ხილვადი ყოფილა ის ადგილი.

 

მოკლედ, ჩემი რჩევა ასეთია. კარგად მიმოიხედეთ და დააფასეთ თითოეული სადარბაზო. ვაკის პარკის კიბეების ავლის შემდეგ ხელმარჯვნივ გაუხვიეთ. იპოვეთ თქვენი პირადი ბუჩქი, შეიყვარეთ და მოუარეთ მას. 

 

კატეგორია სახელწოდებით "ვინც არასწორად გაიხადა 50 ლარად" 

 

თქვენ შემდეგ გახდაზე გადადებული 50 ლარი (ვგონებ, შემდეგ გახდებზე გადადებული 50 ლარიანები) ჯობია გადადოთ გინეკოლოგთან, უროლოგთან ან პროქტოლოგთან გახდისთვსის. დრო კი, რაც დაგეზოგებათ, იმაზე ფიქრში დახარჯეთ, სად და რა შეგეშალათ.

 
პ.ს. დამატებით გთავაზობთ ამ ორ ჯგუფში ვერ მოხვედრილ ინდივიდებისთვისაც კითხვაზე პასუხს. სად გავიხადოთ 50 ლარად? საუნაში, სოლარიუმში, ათი ჭიქის შემდეგ "გძე უგოდნა" და ა.შ. 

 

გმადლობთ ყურადღებისთვის! 

 

კომენტარები