ფეხბურთი ჩვენი თამაშია

( სიტყვა)

სადღაც 28 წელია, რაც დამოუკიდებელ საქართველოს თავისი ეროვნული ჩემპიონატი აქვს. შემიძლია დავწერო, ამ ეროვნული ჩემპიონატის გახსნაზე 80 000 ადამიანი შეიკრიბა, იქამდე ყიფიანი დაფრინავდა, მესხმა პელე სულ შავ ტრაკზე ასრიალა-თქო, მაგრამ ვიფიქრე და მივხვდი - სხვა თაობის საქმეა ეს. სულ მესმოდა ეგ ფრაზები, მაგრამ არანაირ ემოციებს არ აღძრავდა ჩემში, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი რელიგიასავით მაქვს. ჩემ შემთხვევაში პირიქით მოხდა. ყიფიანმა და მესხმა კი არ შემაყვარეს ფეხბურთი, ფეხბურთმა და დღევანდელმა დინამომ შემაყვარა ეს ადამიანები.

 

უდიდესი პატივისცემა მაქვს ძველების. ჩვეულებრივი ულვაშიანი სუპერგმირია ყიფიანი, თბილისურ იერს ყველაფერთან ერთად თამაშის განსაკუთრებული, ქართული სტილი რომ უქმნიდა. ჩივაძე ჩემთვის ყველადროის საუკეთესო მცველია. გაბელია რამდენჯერაც ქუჩაში დავინახე, იმდენჯერ აღელვებისგან გავრეკე. ვგიჟდები მათზე და მგონია, რომ ვერასდროს დავაფასებთ ისე, როგორც დააფასებდნენ ევროპის ან თუნდაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ხოდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მემგონი უკვე დროა, სხვა რაღაცებით გავაცნოთ ერთმანეთს ქართული ფეხბურთი.

 

იდეალური მდგომარეობა არაა ქვეყანაში - ნაკრები ვერ იგებს თამაშებს, მამენტ, ვსო. მეტი არც არაფერი ვიცით ქართულ ფეხბურთზე. ის კი არა, იგებს უკვე.

 

წინა წელს შემთხვევით მოხვდი დინამოს თამაშზე. 200 კაციც არ იყო სტადიონზე. მეორე იარუსზე მეგობარს რომ ველაპარაკებოდი, მოედანზე ფეხბურთელს ესმოდა. მიუხედავად ამისა, ქართულმა ხასიათმა იჩინა თავი. ვიყვირე, ვიგინე, სუდია პიდარასტ და ა.შ. სახლში დაბრუნებულმა ფიქრი დავიწყე, სად ვიყავი იქამდე. ხოდა, მივხვდი, რომ პრემიერ ლიგის თამაშების ყურებაში ბევრი გამომპარვია. ის თამაში 4-0 მოვუგეთ ბათუმის დინამოს. იმის მერე, მატჩი არ გამიმაზავს პაიჭაძეზე.

 

სხვა მუღამი ჰქონია სტადიონზე ყოფნას, კლუბების მატჩზე განსაკუთრებით. სტადიონამდე ფეხით მისვლა, იქ რამდენიმე საათის გატარება, ყვირილი, შენი გუნდის მხარდაჭერა, დაფასება, შემდეგ სადმე აღნიშვნა. სტადიონზე ფეხბურთს სულ სხვა თვალით უყურებ. აკვირდრები ყველაფერს: გულშემატკივარს, მწვრთნელს, თითოეულ ფეხბურთელს. ნახულობ იმას, რასაც ვერ ნახავ ტელევიზორში. რამდენად გაიზრდებოდა თუნდაც დინამოს შედეგიანობა, ყოველ შაბათ-კვირას სტადიონზე 15 ათასი ადამიანი რომ მოდიოდეს? ბევრად. ძალიან ბევრად. დაჟე, თბილისიც ისევ ურთიერთობა გაიჩითებოდა.

 

ამ დროს რას ფიქრობს ლესტერის ქართველი გულშემატკივარი ეროვნულ ლიგაზე: რომ სვარკაა, რომ ფანები არ არიან და ბანძია, რომ ბანძი ფეხბურთელები თამაშობენ, რომ ბავშთა ფეხბურთი მკვდარია, რომ ომარ მიგინეიშვილი ბანძი მეკარეა და ა.შ. ამ ჩამონათვლიდან მაქსიმუმ ერთში დავეთანხმო.

 

ბევრად უკეთესადაა საქმე. წინა სეზონი ისე დასრულდა, ევროპის წამყვან ჩემპიონატებს შეშურდებოდა. ჩემპიონობა ბოლო მატჩში გადაწყდა, თან როგორ. გადის ბევრი ლამაზი გოლი. ფორტესი მოწინააღმდეგეებს ამატავებს. გიორგი კუცია ბრიტანელი მგონია ზოგჯერ, ისეთი ჟინით და თავგანწირვით თამაშობს. შულაია თამაშით სტილით მანეს გავს ძაან. ‘ზესტაფონელი’ ჯაბა დვალი ისევ თამაშობს, თავისი გუნდი ამოიყვანა წინა წელს ეროვნულ ლიგაში. ლაშა თოთაძის ჯარიმებზე კი გეცოდინებათ, ალბათ.

 

ერთადერთი, რაც აკლია ეროვნულ ლიგას, მაშასადამე ქართულ ფეხბურთს - გულშემატკივრობა. ყველაფერი დანარჩენი არის: სანახაობაც, მონდომებაც, კარგი მსაჯობაც. მალე ახალი მოედნებიც იქნება რეგიონებში. მადლობა, ფედერაცია.

ახლა უკვე მთავარია, ხალხმა გაიგოს ამის შესახებ.

 

რაგბში ქართველებს გამარჯვება უფრო უყვართ, ვიდრე სპორტი, ფეხბურთზე იმავეს ვერ ვიტყვი. ამდენი წაგების, წასხმის, ამისულაშვილის მიუხედავად, ეროვნული ნაკრების თამაშებზე ხალხი მეტნაკლებად დადიოდა.

 

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი რომ ჩატარდა გახსოვთ? მეოთხედფინალში ჩვენი გუნდი ჩეხეთს შეხვდა. ის თამაში მესხზე ჩატარდა, რომელზეც 27 000 ადამიანი ეტევა. გადატენილი იყო სტადიონი. როგორც კი პუბლიკამ დაინახა მონდომება და ოდნავი წარმატება, სტადიონზეც მივიდა. საინტერესო ისაა, რომ იმ ნაკრებიდან 10 კაცი ეროვნულ ლიგაში თამაშობდა მაშინ, უმეტესად ძირითად შემადგენლობებში. ახლა იწყებენ ქებას, ჩაკვეტაძე რა მაგარიაო. წლები თამაშობდა თქვენ ცხვირწინ დინამოზე. სანამ ნაკრების ფორმა არ მოირგო, იქამდე არ იცოდით მის შესახებ. კიდევ ბევრი ასეთია ეროვნულ ლიგაში.

 

არის ფეხბურთი ჩვენი თამაში და ეს მალე საქმითაც დამტკიცდება. მთავარია ფეხბურთის მოყვარულების ყურამდე მივიდეს ამბავი, რომ ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს. ნაკრებსაც ეშველება და იბერიაც გაბრწყინდება. აგერ ნახავთ 2-3 წელიწადში, თუ არა.

 

კომენტარები