კითხვები, რომლის დასმაც “არ მოსულა”

( სიტყვა)

სულ მიკვირდა, რატომ არის სექსი აკრძალული თემა. ჯერ ბავშვობაში გიმალავენ და გეუბნებიან რომ კომბოსტოდან გაჩნდი, მერე ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებლები „იმ“ თავს ახტებიან, მერე პორნოს ჩუმად უყურებ და browser history-დან შლი. შედეგად საქმე საქმეზე რომ მიდგება და პრაქტიკაზე გადადიხარ, უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა გრჩება, რომლებიდან უმეტესობაც ძალიან სასაცილოდ ჟღერს. მაგალითად:

 

- ტამპონი რომ გავიკეთო ქალიშვილობას დავკარგავ?

 

- აუ მაარ, სექსი რომ მქონდეს გარეგნულად დამეტყობა? რაღაც მგონია რო ფორმას შეიცვლის ვაგინა და მერე ბიჭი რო შეხედავს მიხვდება ქალიშვილი რო არ ვარ.

 

- ძაან ბევრი სისველე ნორმალურია?

 

- ვაიმე ტრუსიკში გაათავა და ხომ არ დავორსულდები?

 

- ქალიშვილი თუ ვარ გინეკოლოგი მაინც მჭრდება?


- რაც უფრო მეტი პარტნიორი გყავს, უფრო “მოფლაშული” ხარ?

 

- მასტურბაციისთვის ვიბრატორი რო გამოიყენო მერე პენისს მაინც იგივენაირად იგრძნობ?

 

- ანუ შეიძლება რომ “doggy style” ვაგინალურადაც გქონდეს?

 

- ჩასახვის საწინააღმდეგოები ყოველდღე დავლიო თუ მარტო სექსის წინ?

 

- შეიძლება თითითაც რო დავკარგო ქალიშვილობა?

 

- ანუ პენისს გარედან კანი აქვს? მე სლიკინა მეგონა

 

- ნორმალური ზომის რამხელაა?

 

- პირველი სექსი აუცილებლად მეტკინება? რამდენი სისხლი წამოვა?

  

- მენსტრუაციის დროს სექსი შეიძლება?

 

- როგორ უნდა მივხვდე რომ გავათავე?

 

გეცინებათ არა? არადა ყველა ეს შეკითხვა ჩემთვის რეალურად დაუსვამთ. მეც, როგორც „მცოდნე“, და მეგობრებში ყველაზე “გამოცდილი”, სიამოვნებით ვპასუხობ ამ კითხვებს და ჩემი წვლილი შემქვს სექსუალურ განათლებაში. ხანდახან ჩუმჩუმად მეც ვიცინი ხოლმე.

 

სინამდვილეში ამაში სასაცილო არაფერია. „პასუხების“ უმეტესობა მეც ინტერნეტიდან გავიგე. ჩემთვისაც, არავის არაფერი აუხსნია. ამ თემებზე არც სახლში, არც სკოლაში არავინ არ ლაპარაკობს.

 

არადა ეს თემა პირდაპირ ეხება ჩვენს ჯანმრთელობას. ფიზიკურსაც და ფსიქიკურსაც. ჰოდა გადავწყვიტე, რომ დღეიდან დავსვა ყველა კითხვა, რომლის დასმაც არ მოსულა. ამ სტატიის პირველი კითხვიდან ვიწყებ.

 

კომენტარები