2020, რას შვები, როგორ ხარ?

( სიტყვა)

ვიცინეთ, ვიტირეთ, ამასობაში დედამიწამ მზეს კიდევ ერთი წრეც დაარტყა. რა შეიცვალა? თბილისში ტაქსი გახდა თეთრი. ჰაჰ. როგორც თავის დროზე ნომრების პრეფიქსში 8 ჩაანაცვლა 5-მა და ახლა აღარავის ახსოვს, ასე დაავიწყდება მალე ყველას, რომ იქამდე ფერადი, მახინჯი ტაქსები იყო.

 

სხვათაშორის, 2019 წელს შევხვდი უამრავ ტაქსის მძღოლს. ასე, 200-300, ალბათ. საუკეთესო ტაქსისტად კვლავ იმას ვთვლი, ვინც ცოცხალი თავით ხმას არ ამოიღებს. მეორე ადგილზე არიან ის ახალგაზრდა ბიჭები, სუფთა მანქანით რომ მოვლენ და კითხვას „მანქანაში ეწევით?“, სწორად გაიგებენ (არ შემოგიბრუნებენ კითხვას - კითხვით „რას?“ და არ ჩაიხითხითებენ), შემდეგ კი მოწევის ნებასაც დაგრთავენ.

 

ვისაც რა აქვს გასაზიარებელი, იმას წერს ხოლმე წლის ბოლოს. ჰოდა, მე ვიზე ნაკლები ტოლერანტი ვარ?

 

ქაოტური წელი იყო, ისევე როგორც ეს ქალაქი. Hell Of A Life-ის ინსტრუმენტალივით.

 

ჩვენ, როგორც საზოგადოებამ:

 

  • გასაპროტესტებელი გავაპროტესტეთ? შეძლებისდაგვარად, გავაპროტესტეთ!
  • დავმწუხრდით? ხშირად, კი ბატონო, დავმწუხრდით.
  • გავიხარეთ? ზოგჯერ, გავიხარეთ კიდეც!
  • იმედის დრონი გაცდა მზის სისტემას? გაცდა! ჰაჰაჰა!

წელს ის უფრო მსურს, დაგაიმედოთ, თორემ წინა წლის საახალწლო ნაწერი რომ მახსენდება, აბსოლუტური გრინჩი ვიყავი. ახლა კი, როცა ვიცი რომ ძალიან მძიმე შემდეგი წელი მოდის, მირჩევნია იმედი მოგცეთ. იმედი მოგცეთ, როგორც ტაქსის მძღოლების იმ კატეგორიას ვაძლევ ხოლმე, ხმას რომ იღებს და დილას, უნივერსიტეტის გზაზე მისდაუნებურად ცდილობს ჩაგითრიოს უიმედო, განწირული მენტალიტეტის მორევში. ეგ ტაქსიც მიყვარს მე. ასე, 45-55 წლის ხალხია, რომელმაც ურთულესი ცხოვრება გამოიარა და მთავრობის, ერის ლანძღვის გარდა აღარაფერი უნდა.

 

ამ იმედს ვინ გაძლევთ? გელა, რა.

 

ბიჭი, ახალგაზრდა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქალაქი, ქვეყანა და არსად წასვლას არ აპირებს. იმიტომ, რომ უყვარს აქაურობა - ეს გარემო, ეს ხალხი, რომელიც კარგის მეტს არაფერს იმსახურებს.

 

30 წელიც კი არაა, რაც დამოუკიდებლები ვართ - ცოტაა. რთული გზა გვაქვს გასავლელი ჩვენ, ყველას, როგორც ერთად, ისე - ცალ-ცალკე. ჩვენ, ყველას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გვექნება მძიმე მომენტები, როგორც ერთად, ისე - ცალ-ცალკე. იქნება აბსოლუტური მარცხებიც, რომლებიც წლებით უკან დაგვწევს, მაგრამ ძლიერი, თავისუფლების მოყვარე ერის მუღამიც ეგაა, რომ არ უნდა დავნებდეთ, არც ერთად - საერთო პრობლემის, ისე ცალ-ცალკე, პირადი პრობლემების წინაშე.

 

ახალ წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ბევრი „სირცხვილია“ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიბრძოლეთ და ბევრიც წავაგეთ, მიუხედავად იმისა, რომ 2019-მა „ამ ცხოვრების დედაც“ გვათქმევინა, უნდა გვიხაროდეს. ახალ წლის განწყობაც უნდა შევიგრძნოთ, ჯინგ ბელსიც ვიმღეროთ, მეკვლედაც მივიდეთ საყვარელ ადამიანებთან, ვიღაც მუტრუკებთან ჩხუბი რომც მოგვიწიოს, უნდა ვიჩხუბოთ მუსიკის ფონზე, რომელიც იმედია სინატრა იქნება და არა მერაია ქერი.

 

პოლიტიკურ ჭრილში: ეჭვია რომ მილიონიანი ნაძვის ხითაც ფული მოტეხეს? ახლა დავიკიდოთ, ღამითი მივიდეთ, თვალები მოვჭუტოთ და ლამაზად აღიქვათ. ან, ვთქვათ რას გავსო და დავცინოთ კალაძეს. ან უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ცეცხლი წავუკიდოთ. მოკლედ ახლა გავბრაზდეთ, არჩევნებზე კი ხმა მივცეთ.

 

 

პირად ჭრილში: ვიცი, პიზდეცი გაქვთ (თუ არ გაქვთ, საღოლ, თქვენი ფანი ვარ). ეგ არაფერი. ორი ვარიანტია ან ამ პიზდეცს 31 დეკემბერს ვერ მოაგვარებ, ან ამ პიზდეცის მოგვარების შანსი მხოლოდ 31 დეკემბერს არსებობს. პირველ შემთხვევაში, დაიკიდე, გაერთე და მერე მიხედე. მეორე შემთხვევაში, კარგად მოემზადე (ავტ. ტექსტი ქვეყნდება 30 დეკემბერს (სულ მინდოდა ამის დაწერა)).

 

  1. აბა, ჩვენ ვიცით ისე არ ვქნათ, რომ ყველანი ფსიქოლოგებთან გავხდეთ სასიარულო (თუ რამეა, მომწერეთ და მიგასწავლით უკარგეს ფსიქოლოგს).    
  2. Hell Of A Life - ის ინსტრუმენტალი მოჩვენებითაა ქაოტური. ძალიანაც თანმიმდევრულია და სინამდვილეში, ჩვენც ეგრე ვართ.

და უმნიშვნელოვანესო 2020, რას შვები, როგორ ხარ? თავი არ მაგინებინო შემდეგი წლის ბოლოს, წერისას, იცოდე.

 

 

ავტორი

გელა

კომენტარები