იმიტომ, რომ ამ სისტემის დედაც!

( სიტყვა)

მე ამ საუკუნეში დავიბადე. არ მახსოვს კორუმპირებული მილიცია. პირიქით, რომ ვიზრდებოდი, პოლიციის ლამაზ-ლამაზ კლიპებს ვხედავდი ტელევიზორში. ერთ-ერთში, მახსოვს, სულ ჩემხელა ბავშვები იყვნენ სხვადასხვა უწყების ფორმებში. მარკეტინგულად სწორი ვიდეო იყო, ყველა ბავშვს მოუნდებოდა მის უამრავ „ფორმიან“ თანატოლთან ერთად და მეც სულ მინდოდა. მინდოდა იმიტომ, რომ პოლიციელი ჩემს წარმოდგენაში არ ცდებოდა ადამიანს, რომელიც დაკარგულ ბავშვს მშობელს დაუბრუნებდა, სტიქიური უბედურებისას ხალხს დაეხმარებოდა ან უბრალოდ უბანში ისეირნებდა და დაიცავდა წესრიგს. მიხაროდა ასეთი ადამიანების არსებობა, რადგან მეგონა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხალხის დასახმარებლად იყვნენ. კუკარაჩა, ტოჟე მნე!

  

გავიზარდე და რა მოხდა? ეს ლამაზად შეფუთული პოლიციელები გარდაიქმნენ ჩვეულებრივ მონსტრებად.

  

ამ საუკუნეში, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული - ჩამოვყალიბდი ადამიანად, რომელსაც სძულს პოლიცია. სძულს მათი შენობა, მათი თეთრი შკოდა, მათი ნათება. საბურთალოზე ვცხოვრობ უშიშროების და პოლიციის შენობებთან და ნაცვლად იმისა, რომ თავი დაცულად ვიგრძნო, ღამე ქუჩაში გასვლა არ მინდა. კი არ მეშინია, მეზარება ვიღაც „თანამშრომელთან“ კიდევ ერთხელ კამათი.

  

პრობლემა მათ დამოკიდებულებაშია. გესაუბრებიან, როგორც კრიმინალს. ოდნავი თანაგრძნობა კი არა, სიამოვნებით წაგათრევს განყოფილებაში, თუ რამე „კანონსაწინააღმდეგო“ გიპოვა. და თუ თქვენ ასეთი შემთხვევა ჯერ არ გქონიათ, იცოდეთ, რომ როგორც კი ღამით გარეთ გახვალთ, თქვენც ჩემნაირი კრიმინალი გახდებით. თუ თავს დაუხრით, ჩანთაშიც ჩაგიყოფთ ხელებს, ყველა ჯიბესაც ამოგიტრიალებთ და სამართველოს გრუფ-ჩატშიც ჩააგდებს თქვენს ფოტოს.

  

 

  

არავის ეგონოს, რომ ვერჩი პოლიციელს, რომელიც შუქნიშანთან მარეგულირებელის მოვალეობას ასრულებს. მე ვერჩი ძალადობრივ მენტალობას. უბრალოდ, ხშირად ეს ორი ერთმანეთთან იკვეთება და შედეგად ვიღებთ სხვისი თვალის თხრით სიამოვნების მიმღებ რობოკოპს.

და დიდი ბოდიში, მაგრამ ფეხებზე მკიდია შემდეგ ის მარეგულირებელიც,

  

მისი ოჯახიც,

  

მისი ვალდებულებიც,

  

მისი „ქვეყნის სიყვარულიც“.

   

რატომ მეგონა, რომ მთავარი იყო სარგებელს გადაეწონა ზიანი, არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ ვუკვირდებოდი უარყოფით მხარეს და როგორც ბავშვი, ძალადობას ვერ ვგრძნობდი. ალბათ, როდესაც მესამე წყაროდან მიღებული ინფორმაციით აფასებ მოვლენებს - მაგალითად, 7 ნოემბერს, 26 მაისს და ა.შ.... იცი რომ ცუდია, მაგრამ ნაკლებად მოდის შენამდე ემოციური იმპულსები. სიძულვილიც არ გიჩნდება. და აი ამდენი შავი ლაქის მერე, სისტემას მაინც ჰქონდა შანსი რომ მომავალი თაობისთვის არ შეეძულებინა თავი. ვერ გამოიყენეს. არ გარდაიქმნენ, დარჩნენ იგივე ბნელ ადგილას. როცა გავიზარდე, გააგრძელეს ძალადობა, რომელიც უკვე აღვიქვი. ვიგრძენი ბირჟა მაფია, დემურ სტურუა, სარალიძე, 20 ივნისი.

  

აწი რამდენი ლამაზი კლიპიც უნდათ, იმდენი გადაიღონ. მაინც ყველამ იცის, რომ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ძალოვან სტრუქტურებში მენტალობა არ შეცვლილა. ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილიც კი იგივეა და ამას ზრდასრულ ადამიანს ვერ დაუმალავ ვერც კარგი მარკეტინგით, ვერც შუშის შენობებით და ვერც გმირული ელფერით გაჯერებული დოკუმენტური ფილმებით პოლიციის შესახებ - იმიტომ, რომ

  

მე ჩემი თვალით ვხედავ პოლიციელების ზეწოლის გამო დაღუპულ ადამიანებს - ზრდასრულებსაც და ბავშვებსაც,

  

ვხედავ როგორ ცდილობენ საგამოძიებო ორგანოები ბავშვის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობის აცილებას,

  

ვხედავ როგორ იღებდა სიამოვნებას პოლიციელი მანიფესტაციის დაშლით,

  

და ვხედავ როგორ სამარცხვინოდ დასდევენ რუსთაველზე შეშას.

  

ACAB? არ ვიცი. თუ რადიკალიზაცია იქნება საჭირო, დიახაც, ACAB, 1312! ამ სისტემას დაგიშლით მოლეკულებად და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ პიროვნულად მოგეკითხებათ სათითაოდ. ქუჩაში რომ გახვალთ, სახეზე გეწერებათ ვინც ხართ და აი, მანდ როგორ იგრძნობთ თავს, აღარ ვიცი.

პოლიციის პიკაპების კრიალოსანს ყოველთვის დამარცხების ფერიების ფერი შემოსავს.

  

იძახეთ მერე, მიმართეთ პრეს-ცენტრსო.

  

აი ამიტომ, ამ სისტემის დედაც!


ავტორი

გელა

2020, რას შვები, როგორ ხარ?

კომენტარები