რა მოხდება 2024 წელს – ანუ რას გვიქადის ასტროლოგიური ტენდენციები!

ეს არ არის ბლოგი, რომელიც გეტყვის 2024 ში ვერძებს ბევრი ჩხუბი უწევთ, ხოლო კუროებს გასუქებაო. 

ეს არის ბლოგი, რომლის ავტორიც ასტროლოგიას თითქმის სერიოზულად უყურებს და ესმის – მხოლოდ მზის ნიშნებით წარმოებული ყვითელი ასტროლოგია, პლებეთა და უიმედოთა გასართობად შეიქმნა. 

რაც შეეხება ასტროლოგიას, რომელიც ერთი შეხედვით მათემატიკას უფრო ჰგავს და რომელიც სწორედ ამავე მიზეზის გამო ‘თითქმის’ და არა ‘სრულად’ ვისწავლე – ეს უკვე ცოტა უფრო მდიდართა, მოცლილთა და სავალალოთა საჭვრეტად ჩამოყალიბდა და საკმაოდ საინტერესო ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ სიბრძნეს უყრის თავს. 

რომლისაც, ამ დრომდე, დიდად არაფერი გამეგება. 

კარგი, ახლა, გავერთოთ და თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მომავალი ტანჯვებით განვიქარვოთ 2023 წლის დაბნელებებით, რეტროგრადული პლანეტებითა და ტკივილებით სავსე წელი (ვიცი რომ პირდაპირ თქვენს ნიშანზე ჩასქროლავთ და მერე მაინც ასტროლოგიას დასცინებთ.)

 

2024 ზოდიაქოს ნიშნებისთვის 

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ, ვერძი:

მას მერე რაც დაგროვილი აგრესია 5 წუთში სამეგობროს ჩატში ან კიკ-ბოქსინგის დროს ამოიღე, სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსიდან სტანდარტულ 36.5-ზე დავიდა და წამიერი დაფიქრების დრო დადგა – შეგიძლია მოცემული დრო ნაყოფიერად გამოიყენო და 2023 წელს ჩვეულებისამებრ, დედისტრაკი დააფარო. არავინ განგსჯის, დანარჩენი 11 ნიშანიც ასე იქცევა. 

ამ წლის მთავარი თემები: მე (სელფი), ურთიერთობები, ფინანსები, კომუნიკაცია, მეგობრები და MTREBI.

მე და ურთიერთობები – დაბნელებების კორიდორს ემთხვევა, რომელიც ვერძი-სასწორის ღერძზე მიდის კვლავ – 2023 წელსაც იგივე ხდებოდა, ასე რომ ვინმემ თუ დედისტრაკის გინებით გააცილეთ 2023 შეიძლება 2024 წლის პირველი ნახევარიც ამ ნოტაზე გააცილოთ. 

ხოდა, ვინაიდან ეს დაბნელებები ურთიერთობებისა და ‘მეს’ ღერძზე (სასწორი-ვერძი) ხდება – მიწის და რაღაც-რაღაცების ძვრებსაც ამ მიმართულებით უნდა ელოდეთ. 

კითხვები: ვინ ვარ, რა მინდა, რასთან ვაიგივებ და რასთან არ უნდა ვაიგივებდე თავს, ბოლო-ბოლო გავხდები თუ არა ვეგანი, როდის ვიყავი მხდალი მაშინ, როცა მამაცი უნდა ვყოფილიყავი, რა ვთქვი და რა ვერ ვთქვი, სად არ ავტეხე მუშტი-კრივი და სხვ. 

ურთიერთობები

თუ სინგლი ხართ, გილოცავთ, თქვენივე განვითარებისთვის სამყარომ შეიძლება ურთიერთობებში ტყუპი წიხლით გადაგისროლოთ და მერე დააკვირდეს, დილის 6 საათზე ამ პიროვნებას სიმღერებს დაულინკავთ თუ ისევ ჯანსაღ ცხოვრებას და ძილს არჩევთ. 

ასტროლოგები ამბობენ, მათთვის ვინც უკვე ურთიერთობაშია, გამოცდების პერიოდი დაიწყება, შესაბამისად ალკოჰოლის გაყიდვები 25% ით გაიზრდებაო. 

ანუ ვერძუკნებისთვის ვერძებისთვის ეს არის ურთიერთობების გრანდიოზული დასასრულებისა და დასაწყისების ციკლი!

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ, კურო:

ვინაიდან კურო ზოდიაქოს დინჯი, უძრავი, მჭამელი და ზარმაცი ნიშანია აქვე ვაღიარებ რომ უკვე მეზარება 12 ზოდიაქოს მიმოხილვა. 

წლის მთავარი თემები: ჯანმრთელობა, მეგორები, ფინანსები, კარიერა, ოჯახი, სახლი. 

ვინაიდან დაბნელებებს დასასრულებისა და დასაწყისების ენერგიები შემოაქვს – კუროებისთვის ეს ენერგიები სამსახურსა და ჯანრმთელობაზე იქნება კონცენტრირებული: ახალი სამსახურები, ძველიდან წამოსვლები, ტრანსფორმაციები მოცემულ სფეროებში. 

ჯანმრთელობას რაც შეეხება – ახალი ვორქაუთ-რეჟიმი, ან უბრალოდ 2 ბუქნი მაინც დღეში, ახალი კვების რეჟიმი. მოკლედ, სანამ ეგ სახსრები მუშაობს, ცოცხლად რა

კითხვები: რაში ვაკომპლექსებ საკუთარ თავს, რაში ვერ ვხედავ საკუთარ რესურსებს, როდის მოვეშვები მაკის ყოველ კვირას ჭამას და ა.შ

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ ტყუპი

გარდა იმისა რომ ოვერსინქინგზე და ADHD – ზე მიმებს კვლავ სტაბილურად გააზიარებთ, წლის ჰაილაითი შემდეგი იქნება: მეგობრები, ბავშვები, ‘მე’, კარიერა, ჯანმრთელობა, რწმენები და განწყობები. 

არ მინდა შეგაშინოთ და გითხრათ, რადგან ბავშვების თემებია აქტუალური, მაინცდამაინც დაორსულდებით მეთქი, მაგრამ … ვიმედოვნოთ, რომ უბრალოდ ბაღში დაიწყებთ მუშაობას ან ისევ რიგით რთულადაღსაზრდელ კაცთან გადაწყვეტთ ურთიერთობას. 

ამ პერიოდში საკუთარი კრეატიულობის მდუმარე ღრმულებიდან ამოთხრის კარგი პერიოდია – თუ გოდოს მოლოდინში იყავით და გეგონათ, ეგ დაასრულებდა იმ ნახატს, ორი წლის წინ რომ დაიწყეთ ან იმ მოთხრობას, შუა გზაში რომ გაწყვითეტ, ცდებით და ჯოჯოხეთში მოხვდებით

კითხვები: ვინმემ რომ მკითხოს შენი ჰობი რა არისო, რას ვპასუხობ? რატომ მღვიძავს დილის 4 საათამდე? რატომ არ მესმის 4 მაღვიძარის ხმა? ოდესმე გავჩუმდები? როგორ დავანებო კოკაკოლას თავი?

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ კირჩხიბი

რაკი უკვე ტირილს ან ემოციების გულში ჩახვევას მორჩი და ამას კითხულობ, ე.ი შველას ეძებ. 

ჰაილაითები: ს ხ ვ ი ს ი  ფ უ ლ ი ( იმედია ბანკის კრედიტოფიცერი ხარ და ფულის მოტეხვას აპირებ), კარიერა, სახლი, ოჯახი, მეკობრები. 

ცვლილებები მშობლებთან ურთიერთობაში, საცხოვრებელ ადგილში ( გილოცავ, იქნებ მარტო გადასვლის ფული მოაგროვო და ბინა იყიდო, რადგან ქირაზე მეტი ნამდვილად არ დაჯდება). შეიძლება სულაც სხვაგან გადაცხოვრდე და თუ ასეა, გილოცავ! თბილისისს საცობს მაინც არაფერი უშველის! 

აქვე, ვიცი, იმ ერთი სამსახურიდან დიდი ხანია წამოსვლა გინდა და თუ ნიშანს ელოდებოდი სამყაროსგან, ესაა, წამოდი. შეგიძლია გამოსვლისას ბომბები ააფეთქო. კვამლის ოღონდ. 

კითხვები: როგორია ჩემი მენტალური ჯანმრთელობა? იქნებ სიგარეტის ყიდვას სჯობს თერაპევტის ფული მოვაგროვო? მართლა მწამს კი იმის, რასაც ვამბობ? იქნებ  ახლობლებთან ჩხუბის ნაცვლად ბოქსი ვცადო? 

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ ლომი

ვიცით, ლეპტოპის ეკრანის ჩაქრობას იმიტომ ელით, რომ ანარეკლში საკუთარი თავი დაინახოთ და აქაც სავარაუდოდ შესავლის წაკითხვის გარეშე ჩამოსქროლეთ. 

როგორც ყველამ, მაგრამ თქვენ უფრო ლამაზად <33

ენივეი, წლის ტრავმები შეეხება შემდეგ საკითხებს: ფინანსები, კარიერა, მეგობრები, მტრები (ვიღაცა ტიკ-ტოკზე ჰეით კომენტარებს გიწერთ), ურთიერთობები, ‘მე’.

როგორც ჩანს ‘მე’ თითქმის ყველა ნიშანთან ფიგურირებს – აშკარად უნდა გვატიროს კოსმოსმა ან ალტინფომ, იდკ. 

მოგზაურობები, უცხო ხალხისა და ადგილების გაცნობა, თვითმფრინავით მგზავრობები – ამ წელს საკმაოდ აქტუალური იქნება თქვენთვის. შეიძლება უცხოეთში სწავლის შესაძლებლობები მოგეცეთ, ან ვიღაცის ხარჯზე შემთხვევით აბუ დაბიში მოხვდეთ და მდიდარმა შეიხმა მოგიტაცოთ. რაც, მგონი ყველანი ვთანხმდებით რომ – გაწყობთ. 

კითხვები: დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ერთი სარკეში გადაღებული სელფის დადება მინდა? დარწმუნებული ვარ რომ ამ ადამიანთანაც დიდსულოვნება უნდა გამოვიჩინო? იქნებ მეინ ქერექთერი არ ვარ?

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ ქალწული 

იმედია ამ ბლოგითაც ისეთივე უკმაყოფილო დარჩები, როგორიც ადამიანების არაკომპეტენტურობისა და დაშვებული შეცდომების გამო რჩები ხოლმე. 

ახლა დავწერ წლის ჰაილათებს თუმცა შეგიძლია შემისწორო მერე, რადგან შენ უკეთ იცი: ფინანსები, ურთიერთობები, ჯანმრთელობა. მეტს აღარ დავწერ, შემიძლია, მაგრამ ამ წელს ქალწულებს იმედგაცრუებები ელითო და ბარემ აქედანვე დაიწყოს. 

თუმცა, უეჭველი პირველი იანვრიდან გაცრუებული იმედები არ მოგკლებია, არა?

იცი, ამ წელს მანიფესტაცია შეიძლება მართლა გაგივარდეს – მდიდარი მაგრამ მოხუცი მეუღლე დაითრიო, რომელიც ნაადრევად გარდაიცვლება და მთელ ქონებას შენ დაგიტოვებს. 

idk, ან ბიზნესი დაიწყო. 

მოკლედ, რაღაცები ხდება შენს ცხოვრებაში, რაც ფინანსებს უკავშირდება. 

ჰა, მარწყვებს ხოარ თამაშობ? 

კითხვები: შემიძლია მუდმივად სხვისი განსჯისგან თავის შეკავება? შემიძლია კუჭის წყლული არ დავიმართო პერფექციონისტობით? შემიძლია სხვებში 2 ნაკლის შემჩნევის შემდეგ 1 დადებითი თვისებაც შევნიშნო? შემიძლია რომ ხახვი ვჭამო, რადგან უკვე დიდი ვარ და საჭმლიდან ხახვების გამორჩევა უკვე ტეხავს?

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ სასწორი

მინდა სასწორის ქვეთავი არ დავწერო, რომ იგრძნონ დაghostვა რა ხილია. 

მაგრამ რახან დიდსულოვანი, თუმცა მაინც anger-issue-იანი ვერძი ვარ, მაინც დავწერ. 

იქნებით 2024 წელსაც ისეთივე არასტაბილურები, მერყევები და ფიფლ-ფლიზერები საჭირო დროს, როგორც მისდღემჩი? ისევ შეასრულებთ სოციალური პეპლის როლს? ისევ გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება? 

ჰაილაითები:  ‘მე’, ურთიერთობები, კარიერა, ბავშვები, ჯანმრთელობა, სწავლა, გეყოთ. 

აქაც ოდნავ ვერძული სიტუაციაა – ურთიერთობების დასაწყისები ან დასასრულები. ურთიერთობაში საკუთარი როლის განსაზღვრა. გადამოწმება, სხვებთან ურთიერთობისას სად კარგავთ საკუთარ თავს? სად თმობთ ზედმეტს? იქნებ ზოგჯერ მუშტი-კრივი და არას თქმაა საჭირო? 

მოკლედ, მარტი-აპრილის პერიოდს ელოდეთ, მაშინ გამოაშკარავდება თქვენც ააცილებთ მურტალოს 7 ტყვიას თუ 1-ს მაინც მოარტყამთ და გაიპარებით გაცოცხლებულ კუკარაჩასთან ერთად.  

კითხვები: სად ვერ ამოვიღე ხმა? რაში უნდა ვყოფილიყავი ლიდერი და არა მედიატორი? უნდა მეყიდა ის ბრჭყვიალა ნივთი ნამდვილად? ნამდვილად ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ? ნამდვილად ამდენი ფული უნდა დამეხარჯა ონლაინ შოპინგში? 

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ მორიელი 

*note: განგებამ თუ ისე ინება, რომ თქვენი ყველა ყოფილიც მორიელი იყო და თვალი ამ ნაწილისკენ გამოგექცათ, ალბათ, ვთანხმდებით, not that special, that bunch. 

პინტერესტის ედითებში? კი ბატონო. 

მითოლოგიაში სადაც ჰადესის ვაიბი აქვთ? კიბატონო. 

მაშ ასე, თუ საკუთარი ცხოვრების კონტემპლეტაციას შუბშეკრული აგრძელებ, ცხოვრება მძიმეა, შენ კი გულღრძო, არაექსპრესიული, თვითდესტრუქციული და თუ ეს არ გეყო სხვების დესტრუქციის მცდელობაც გაიხადე ჰობად, ნამდვილი მორიელი ყოფილხარ! 

2024-შიც ჩვეული ინტენსიობით, კარგი ინტუიციითა და ღრმად მჭვრეტი მანიპულაციებით იქნები წარმოდგენილი. შენობით იმიტომ ვსაუბრობ, რომ მორიელებთან ზრდილობისა და მორიდების ფარგლებს გავცდი, უკვე ოჯახისწევრები ხართ! 

ჰაილაითები: MTREBI (რა თქმა უნდა), ჯანმრთელობა, სამსახური, კარიერა, სახლი, ურთიერთობები. 

ამ წელს იმედი გქონდეს: იზოლაციის, მენტალურ ჰიგიენასთან რამდენიმე რაუნდიანი მატჩის, რეკომენდირებულია ფსიქოლოგთან მისვლა, ვარჯიშის დაწყება ( ანუ ჯანსაღი ჩვევების შეძენა), ზოგადად, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და თვითდესტრუქციული ვორტექსიდან ცოტახნით ამოსვლა! 

მაისისკენ ერთი ტრანზიტი იჩითება ცაზე და მორიელებს შანსი გაქვთ რაიმე ურთიერთობასაც გამოკრათ ხელი. არ შეგეშინდეთ, მერე რორამე იტყვით მზად არ ვარო და გამოძვრებით რა!

მოკლედ, კაი წელია წინ და აბა თქვენ იცით! 

კითხვები: ნამდვილად მინდა სუიცუდზე ღადაობა? იქნებ უნდა მოვიშორო ინტენსიური მზერა სპარში სიგარეტის ყიდვისას? იქნებ ზოგჯერ უწყინარი მანიპულაციების ნაცვლად უბრალოდ ქოქოსის ზეთი უნდა წავისვა თმებზე? 

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ მშვილდი

თუ ჩატში ჩხუბი დასრულდა, რადგან შენთან გაძალიანება მობეზრდა ხალხს და დანებდნენ, გილოცავ, კიდევ ერთი გამარჯვებაა შენს სახელზე!

ჰაილაითები: ბავშვები, მშობლები, სექსი, ურთიერთობები, სამსახური, და-ძმა, კომუნიკაციები. 

ჰაილაითები ხომ მიხვდით რასაც ნიშნავს? ყველაზე აქტიური თემები 2024 წლის განმავლობაში! 

მშურველთა სამწუხაროდ, ამ წელსაც ტაშფანდურით აგრძელებთ – მეგობრებთან ურთიერთობები, ახალი მეგობრები, ძველების გახსენება ან დავიწყება, საკუთარი სექსუალობის გადახედვა – გაზაფხული-შემოდგომის მოდური ტენდენციები იქნება. 

მთავარია GO WITH THE F FLOW და აქაც ხისთავიანობა არ გამოიჩინოთ, სამყაროს თქვენთვის კარგი უნდა, ამბობენ ასტროლოგები! 

კითხვები: ეს მართლაც კრიტიკული აზროვნებაა თუ უბრალოდ ჯიბრზე ვარ? შემიძლია ასტროლოგიის სიმართლე დავუშა თუ პირდაპირ ბულინგზე გადავიდე? ის ნამცხვარი უნდა მეჭამა? 

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ თხის რქა 

ჰაილაითები: MONEY MONEY MONEY, კარიერა, ურთიერთობები, კომუნიკაცია, სახლი

დასასრულებისა და დასაწყისების ხანა, რომელიც პირდაპირ თქვენს კარიერას, სოციალურ სტატუსს, სამსახურს შეეხება და ასევე იმოქმედებს ოჯახზე, პირად ცხოვრებაზე, სახლზე. საცხოვრებლის შეცვლა, მშობლებთამ ურთიერთობები, ავტორიტეტთან ურთიერთობები. ვინ იცის, იქნებ შენით მუდმივად უკმაყოფილო დედასა და ბოსს ერთდროულად დასცხო? 

და მერე დემონსტრაციულად ერთდროულად წამოხვიდე როგორც სახლიდან ასევე სამსახურიდან? ან მშვიდობიანად გადახვიდე ცალკე სახლში, იდკ. 

სიბეჯითე და შრომისუნარიანობა ბოროტად გამოიყენა საჯარო სამსახურმა? შეიძლება დროა პროგრამირებისკენ წახვიდე (სისტემის დასაჰაკად და მერე დასანგრევად!) და მენეჯმენტს თავი დაანებო. 

მოკლედ, კარიერის მხრივ ეს წელი ფრთებს გაშლევინებს და აბა შენ იცი, მანდამაინც მზეს ნუ შეასკდები! 

კითხვები: ბოლოს როდის დავისვენე? ზედმეტად ცივი ხომ არ ვარ? როდემდე უნდა ვნანობდე მთვრალზე ჩადენილებს? 

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ მერწყული

არავინ:

აქვარიუსი: მ-მე განსხვავებული ვარ, რადგან კოსმოსი… 

წლის გლიტერები დაეყრება შემდეგ თემებს: რწმენა, კომუნიკაცია, ფინანსები, მოგზაურობა, ურთიერთობები. 

ამ წელს დიდი შანსია როგორც იქნა სამოგზაურო ფანჯარა გახსნათ – იმოგზაუროთ როგორც შორ, ასევე მცირე მანძილებზე. თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, შეიძლება მერწყულის ნამდვილ მოწოდებას – შეთქმულების თეორიებს – უბნელეს კუნჭულებამდე ჩაჰყვეთ და გზად რამდენიმე გადატრიალებაც გამოიაროთ – ფილოსოფია, პოლიტიკური დამოკიდებულებები, სამყაროს აღქმა/ხედვა შეიცვალოთ. იდკ, შეიძლება ამაზე პოდკასტიც კი მოხოდოთ. 

კითხვები: ნამდვილად მჭირდება კიდევ ერთი ბაცი იასამნისფერი კოლგოტი? იქნებ თმის შეღებვას მოვეშვა? ბოლოს როდის მივწერე იმ მეგობარს? ვითომ, მართლა ეგეთი განსხვავებული ვარ? იასამნისფერი ნაყინი არ უნდა მეჭამა ხო? 

 

ასტროლოგიის არ მჯერა მაგრაამ თევზები

ისევე დამღალა ამ ბლოგის წერამ, როგორც თევზები დღის მთელი 8 საათის ფხიზლად გატარებამ. 

ალკოჰოლის გარეშე სუნთქვამ

და ცრემლების გარეშე თვალების ფახულმა. 

ის შუტკა იცით ხო?
არავინ:
დეპრესია: მგონი თევზები მაქვს. 

ჰაილაითები (სევდიანად): ‘მე’, ფინანსები, მტრები (უეჭველი ვიღაცაზე იჭორავე ხო), მენტალური ჯანმრთელობა, სამსახური. 

ზუსტად ვერ გეტყვით, ამ წელს ქერის ორმოში ჩავარდებით თუ უბრალოდ მ*ღრენის, სამსახურში ხელფასს დაგაკლებენ თუ მოგიმატებენ, დიდი ხნის დაკარგული მამისგან ქონება დაგრჩებათ თუ რა, მაგრამ ფინანსების სფეროში რააღაცა რომ იქნება აშკარაა! 

გადარჩენისთვის ბრძოლაში შენს ცნობიერებას შეაწუხებს ისეთი ეგზისტენციალური თემა, როგორიცაა – მოკვდავობა. არ ვიცი რატომ, როგორ და როდის, მაგრამ, შენ თუ წესიერი თევზი ხარ, ერთი ორჯერ მაინც გაგეფიქრება – რაა ეს ცხოვრებაო. 

კითხვები: მძინავს თუ მღვიძავს? შემიძლია ემოციას დავაკვირდე და არა მასთან გავიგივდე? შემიძლია ჩემს ღირებულებებში უფრო მოქნილი ვიყო? შემიძლია გულწრფელი ვიყო? შემიძლია უბრალოდ მაღვიძარას პირველივე დარეკვაზე გავიღვიძო? შემიძლია დამოკიდებულებები დავძლიო?

 

ეპილოგი, ანუ პლუტონი მერწყულში

ანუ 21 იანვარს, ანუ 245 წლის შემდეგ პირველად, პლუტონი ისევ მერწყულში ჩადგა. 

ის კადრი ხომ გახსოვთ – მიწას რომ აყურადებს კაცი და ‘რეევოლუცია მოდიიის, რევოლუციაა მოდიიისო’? ხოდა დაახლოებით მასე იქნება. 

 

გახსოვთ, რომ ვთქვი ‘ეს არ არის ბლოგი, რომელიც გეტყვის 2024 ში ვერძებს ბევრი ჩხუბი უწევთ, ხოლო კუროებს გასუქებაო’ ? 

Ye, it kinda is. 

 

disclaimer: მოცემული ბლოგი ეფუძნება ნიშნებზე გავრცელებულ სტერეოტიპებს, რომლებიც ზოგჯერ ამართლებს. ხოლო გაზიარებული ინფორმაციები მოსალოდნელი თემების გააქტიურების შესახებ, მიხუედავად იმისა, რომ ასტროლოგიური კალკულაციებითაა განსაზღვრული, შეიძლება, ან შეიძლება არ, შეესაბამებოდეს სინამდვილეს. 

 

გინდ დაიჯერეთ

გინდ არა 

=

თავში ქვა გიხლიათ. 

 

პ.ს ახლა ავბრუნდები, რადგან ვიგრძენი, ჩემივე ზოდიაქოსთვის კარგად არ დამიჯვამს. გამოვასწორებ!