გავრილოვის ღამე - მარიამი

( სიტყვა)

2019 წლის 20 ივლისი იყო.

ამაყი,ცივი,შავი გულის პატრონი კაცი საკუთარ უკანალს დებს ქართველი ხალხის, ქართული პარლამენტის რეზიდენციაში.

გავრილოვის სახელი უფრო და უფრო ხშირად ისმოდა.

სკამმა, რომელზეც იჯდა, ლამის თვითონ აიდგა ფეხები და გავიდა.

ვერავინ წარმოიდგენდა რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ასეთი  საზარელი დღე დაუდგებოდა საქართველოს,მაგრამ ეს მოხდა.

მოხდა დიდი გადატრიალება, რომელმაც წალეკა ადამიანური გრძნობები და ასევე მოიტანა კიდეც.

ქვეყანა გაიხლიჩა ორმაგად, სამმაგად-ხალხის აზრის მრავალფერონების გამო.

ქვეყანა გაიხლიჩა ასმაგად-სათამაშო მთავრობის გამო.

ჩვენი საყვარელი ქვეყანა, საქართველო ტიტვლდება.

მას პირდაპირ საკუთარი ხელით ანადგურებენ და აუპატიურებენ პარლამენტის ჭკვიანი წევრები.

ქართველს ქართველი უმიზეზოდ არ ჰქვია.

ხალხის  ტალღამ ცუნამივით გადაუარა პარლამენტს. ახალგაზრდობის უმეტესობა წინ მშვიდობიანი აქციის, კობახიძის გადაყენების, საქართველოს დაცვის მიზნით დადგა ყოველგვარი შეტაკებების გარეშე.

თუმცა,თითოეული საქართველოს აქცია, როგორც ყოველთვის, დიდ ტვირთად უნდა იქცეს რომლის გადაგდებაც ძალიან გაგიჭირდება.

შეესია ჯანსაღი იდეებით მისულ საზოგადოებას ველური ხალხი, რომლესაც არ შეუძლია მოთმენა და ყოველგვარი აქციის ჩატარებისას სრული კრახით კუდამოძუებულები ისევ სახლებში ბრუნდებიან.

მოდი დაიჭირე. დაიჭირე წამი, წუთი.

დაიჭირე მომენტი, დაიჭირე ყველა ის ადამიანი რომელიც ბრბოს არ შეერია, რომლებმაც სულ ოდნავ მაინც შეძლეს საღი აზრის გადაცემა, რომლებმაც ბოლომდე სცადეს დაეცვათ საკუთარი, ნამდილი ინტერესები.

ყურადღება მიაქციეთ ამ ადამიანებს, საზოგადოებას და არა ბრბოს რომელთა გამო დღეს, 21 ივლისს ისევ ეწყობა აქცია.

თავდაპირველი მიზანიც ეს იყო-აქცია რომელიც იქნებოდა მშვიდობიანი.

იმედი გვქონდა, სპეცრაზმი, რომლის მოვალეობა ხალხის და მთავრობის დაცვაა-მოსახლეობას არაფერს დაუშავებდა, ამას ვერც იფიქრებდნენ. სრულიად მოულოდნელად კი ისმის აფეთქებების ხმა, გამაყრუებელი ღრიალი.

ცრემლსადენი გაზი ტრიალებს გარშემო იმ ნისლივით მთლიანად, რომ ფარავს არემარეს.

ხალხი უკან არ იხევა. არაფრის დიდებით არ ნებდება. მტკიცედ და მყარად დგანან უზარმაზარი, ნეხვისგან ნაშენები ურჩხულის წინაშე, რომელმაც უარესს - ,,წითელ გოლიათს’’ გაუღო ჭიშკრის ის დიდი კარი, რომელსაც  წინაპრებმა საკუთარი სული შესწირეს.

მიძინებულ ქართველში იღვიძებს ქართველი და ის არ თმობს პოზიციებს, რადგან საკუთარი სამშობლოს დასაცავად გულსაც კი გაიღებს.

საოცრებას საცორება ემატება.

ქართველი ქალები საკუთარ შვილებს უშვებენ ჯოჯოხეთში.

საბჭოთა რეჟიმში აღზრდილი ბებოები ხელჩაკიდებულები, ბანერზე წარწერით ,,რუსეთი ოკუპანტია’’ გამოდიან ნელი ნაბიჯებით და მათი ნაოჭები ითვლის წარსულის სიძველეებს.

ახლაგაზრდა ბიჭები გულს უღერებენ წინ მომართულ  სპეცრაზმს, მზად არიან ქვეყნის დაცვისთვის დაშავდნენ, მზად არიან სამშობლოს იდეების ტარებისთვის მსხვერპლადაც კი გაწირონ თავი.

პატარა კიკინებიანი გოგონები, აბურძგნილთმებიანი ბიჭები, სულ რაღაც 5-6 წლისები თამამად დგანან პოლიციელების, სპეცრაზმელების წინ. ზოგს საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული, ზოგს სევდა ახატია, თითქოს სრულიად გრძნობს ქვეყნის ტკივილს.

სადღაც შორიდან ისმის ,,კიდევაც დაიზრდებიან’’.

რა ირონიულია... რუსეთია ჩვენი პრობლემა და ისევ ქართველი ებრძვის ქართველს. რით ვერ გაძეხი, შენ, ქართველო, თუ ქართველი ხარ? მე მოღალატეს ქართველს არასდროს დავუძახებდი, ჩემი ნება რომ იყოს.

რა ირონიულია... ისევ რუსეთის იმედად დარჩა ქვეყნის თავმოტვლეპილი, ტვინგამორეცხილი მმართველობა.

ქვეყნის სადავეები ზომბების ხელშია და ისინი აპოკალიფს პაუზებით ქმნიან, იქამდე შექმნიან სანამ საქართველოს რუკა კიდევ უფრო არ დაპატარავდება, შემდეგ კი-საერთოდ გაქრება.

მეშინია, მეშინია, რომ რუკაზე პაწაწინა საქართველო აღარ ეხეტება.

მეშინია, რადგან წარსულის კადრები ნელ-ნელა ქრება. ქართველს მიაქვს ის თავისი ხელით- უფსკრულში გადასაგდებად.

ვფიქრობ, ისეთივე მომწამლავი გაზია თითოეული ქართველის გულში,როგორიც 20 ივლისს იყო. ეს გაზი ჩვენს გულებს ისე წვავს, რომ გვატირებს, გულს გვიჩქარებს და გვაბრაზებს.

იმდენად გვაბრაზებს, რომ მშვიდობისმოყვარე ხალხს სიძულვილს აღუძრავს ჯერ მხოლოდ ახალდაბდებულ გულებში.

რითია მოსახლეობა მთავრობაზე ნაკლები.

რითია ქართველი ხალხი მთავრობის წევრებზე ნაკლებად დასაცავი.

სად არის მათი ადამიანობა? იქნებ არც ჰქონდათ.

ხალხის მიერ დასმული, პარაზიტებისგან შექმნილი დიდი მწვანე ურჩხული გემრიელად ჯდება სკამზე და ნეტარებს იმ დროს, როცა ქვეყნის ათასგვრი პრობლემა მოუსვენარი  სულივით დასტრიალებს არემარეს.

აქ დღეს საღი აზრი ჩრდილში ექცევა.

დღეს აქ უიღბლო თავი მეფობს ტვინის გარეშე და ხმამაღლა ხარხარებს.

დღეს შენ გული აგერევა ერთი და იმავე სახეების დანახვაზე.

დღეს შენ ახალი სახეები გწყურია.

ქართველობა გწყურია.

ტერიტორიები გწყურია და თან როგორ.

ნეტავ ახლა რას ფიქრობს მტკვარი, ისედაც გაბეჩავებული, ათასი ისტორიის მომსწრე.

ისეთი მიძინებულია, ისეთი თითქოს მანაც კი ზურგი შეგვაქცია და ამბების შენახვას აღარ კადრულობს.

ნეტავ, რას ამბობენ ქართული ძეგლები და რას იტყოდნენ ჩვენი წინაპრები.

ალბათ ილიას ისევ მოკლავდნენ, იქვე უპირობოდ ან კაცს თავისით გაუკსდებოდა გული.

ალბათ ჯინსების თაობა ისევ შეაკლავდა თავს დიდ ბოროტებას.

ალბათ აღშფოთებული ბარათაშვილი ლექსებს აღავლენდა ღვთაებრივ ენაზე.

ალბათ რუსთაველი ახალ პოემას აღარასდროს შექმნიდა.

ალბათ აღმაშენებელი ,განრისხებული ძელზე დაკიდებდა მოღალატეებს, ისე გაუსწორდებოდა, ისე შეარცხვენდა მათ, როგორც უწინ, საკუთარ მოღალატეებს.

ალბათ თამარი ისევ  წინ გაუძღვებოდა ქართველ ხალხს ფეხშიშველი.

დღეს სრულად თუ არა ოდნავ მაინც ჩვენ ვხვდებით თამარიც, ვაჟაც, დავითიც, ილიაც, ტატოც, პატარა კახიც.

სულ ცოტა ხნით ისტორიას დღევანდელ გმირებს სიამოვნებით შევადარებდი.

სულ ცოტაც და თუ ჩვენ ბრძოლას საზღვარი არ ექნება -ჩვენ გავხდებით ის გმირები რომლის მოლოდინი წლების განმავლობაში მცირე იმედით თუ რჩებოდათ ჩამქვრალ, გაციებულ გულებში.

20 ივლისია დღე, როდესაც ერთმანეთს ვანახეთ, რომ მეტი შეგვიძლია.

მეტი ვიდრე ეს ღრიალია.

ეს მეტი-აზროვნებაა.

ჩვენ ვაზროვნებთ.

,,ნუ გვაბრმავებთ’’.

ყველაფერს ვხედავთ და არაფერს ვტოვებთ.

ვდუმდით და ახლა ვხმაურობთ-ვხმაურობთ შუშების ჩამსხვრევამდე.

გზა ძალიან დიდია და დამღლელი, თუმცა ვინ თქვა რომ რაიმე ადვილად გვარდება?

ოფლის დაღვრა, სიმამაცე, სიმტკიცე, თვდაჯერება გვმართებს. უფრო და უფრო მეტი, კიდევ უფრო მეტი.

აზროვნება ,საღი აზრი, ჯანსაღი იდეები, ულევი და ნათელი სტრატეგიები გვმართებს.

უზომო გამბედაობა, რადგან ადვილად არაფერი გვარდება.

ეს ურჩხული რომ დავშალოთ და დავანაწილოთ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო დიდი გოლიათი ნათელი სახით -ადამიანების ძალით.

ავტორი

იმიტომ

კომენტარები