გავრილოვის ღამე - კევლიშა

( სიტყვა)

დღეს სამსახურში იკითხეს აქციაზე გადიხართო და ერთმა არაო, მეტი საქმე არ მაქ მაგათ თავი ვაცემინოო. რათქმაუნდა დისკუსიაში შევედი და არგუმენტად მოიყვანა ის რომ მაინც აზრი არ აქ. აი მობილური რო გინდა და ფული არ გყოფნის ხომ არ ყიდულობო. ჩვენც გვინდა კარგი მთავრობა მარა არავინაა კარგი და აბა როგორო. ხოდა მეგობარო(ებო) როცა მობილური გინდა, არჩეული გაქვს და ძვირი ღირს, ვერ ყიდვა კი არა სამსახურის ძებნა, შოვნა და ფულის გამომუშავება უნდა იყოს შედეგი.


ოდითგანვე მოგვსდევს, მე არ მეხება(კი არ მესმის როგორ არ გეხება მარა ოკ. აი ელგებეტე ხალხის არსებობა რო გეხება და ოკუპანტი ქვეყნის მარიონეტად გადაქცევის მცდელობა მთავრობის მხრიდან არა)  პასუხის დახვედრება ყველა მოწოდებაზე და ეს ფეხებზემკიდიობის შედეგი ყოველ დღე წინ გვხვდება. სანამ შენს ოჯახის წევრს არ შეეხებიან იქამდე რომ მისაღებია ყველაფერი, სეირის საყურებლად რომ ადევნებ თვალს მოვლენებს, მერე გამოდიხარ და სამუშაოს არ ქონაზე, უსახსრობასა და უსამართლობაზე წუწუნებ, შიგ ხომ არა გაქ ?


მახსოვს შვიდი ნოემბერი. მშობლები სიმწრისგან ცოფებს ყრიდნენ, დედა ტიროდა. მე პატარა ვიყავი და მიხაროდა ორი დღე სკოლა არ მექნებათქო. გავიზარდე და მეც დავიწყე გააზრება, დანახვა, გრძნობა. თურმე ყველაზე საშინელი რამ ყოფილა. აი უარესს რომ ვერ წარმოვიდგენდი. სიძულვილის, სიბრაზის და უსუსრობის გრძნობა მახრჩობდა. დღეს მთელი დღე იმას ვფიქობდი რატომ, რისთვის მოხდა ეს ამბები და ამის გადააზრებამ მთლად ჭკუიდან გადამიყვანა. ანუ რა გამოვიდა, რო ვცხოვრობ რეალობაში სადაც გავრილოვის გამო სახელმწიფო მოსახლეობას ასახიჩრებს. ანუ რა გამოვიდა, რომ ორი დღის წინ ვასაძის დამქაშების გამო სამოქალაქო ომის მეშინოდა და ეხლა იმის მეშინია ვისაც ამ სამოქალაქო  ომისგან უნდა დავეცავი?


მოდი ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. მოდი ყველა გავრილოვმა იცოდეს, რომ აქ არავინ მიიღებს. მოდი ყველა მთავრობას ვუთხრათ, რომ რუსეთს თავს არ დავუხრით.


ჩვენ არ ვართ მონობას შეჩვეული თაობა. ჩვენ თავისუფლება გვწყურია და ჩვენს შვილებსაც თავისუფლებს გავზრდით. ავაშენებთ ქვეყანას სადაც არავინ იკითხავს რატომ აიღეს სტალინის ძეგლი, რადგან სხვანაირად არსებობას აზრი ეკარგება. სიკვდილი ჯობია.

აი დონთ ბილონგ ჰირ

სად გავიხადოთ 50 ლარად?

კომენტარები