„ეკატერინე მეორე ცხენთან სექსის დროს დაიღუპა“ და კიდევ 6 მითი, რომელიც სიმართლე გეგონა

( სიტყვა)


იოზეფ გებელსს, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს, უთქვამს, თუკი საკმარისად დიდ ტყუილს იტყვი და შემდეგ მის გამეორებას გააგრძელებ, ხალხი მალე ამ ტყუილს დაიჯერებსო. მოკლედ, ყველაფერი ისე არაა , როგორც გგონიათო. ზოგი ფაქტის გაყალბება მეფეს დასჭირდა, ზოგის - იმპერატორს, ზოგისაც ხალხს და, საბოლოოდ, ის მივიღეთ, რომ ადამიანების უმეტესობას რაღაც გაურკვეველი ჭორების სჯერა.


ნაპოლეონი ძალიან დაბალი იყო


ყველას ჰგონია, რომ ნაპოლეონის სიმაღლისა და ამბიციების ზომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.  ფსიქოლოგიაში ერთი  ტერმინიც კი გაჩნდა - ნაპოლეონის კომპლექსი. სინამდვილეში, მისი სიმაღლე, დაახლოებით, 1 მეტრი და 68 სანტიმეტრიდან 1 მეტრსა და 70 სანტიმეტრამდე მერყეობდა, რაც მეტიც კი იყო საფრანგეთში არსებულ საშუალო სიმაღლეზე. მითის წარმოშობა, სავარაუდოდ, მისი მცველებისბრალი“  უფრო იყო, რომლებიც , ბუნებრივია, დიდი სიმაღლისანი იყვნენ. შესაბამისად, ასეთი კონტრასტის გამო, ნაპოლეონი მუდმივად დაბალი და მსუქანი ჩანდა.  ბრიტანულმა  პროპაგანდამ სიხარულით მიიღო აღნიშნული მითი და ხელიც შეუწყო მის გავრცელებას.


ეკატერინე და ცხენი

 

ეკატერინე მეორის დედოფლობა თავიდანვე სკანდალით დაიწყო. სინამდვილეში, მას ტახტი არც ეკუთვნოდა, რადგან მისი ქმრის, პეტრე მესამის სიკვდილის შემდეგ, ტახტი მისსავე ვაჟს, პავლე პირველს უნდა გადასცემოდა. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ეკატერინეზე  საუბრისას, პირველად, მისი და ცხენისურთიერთობაუნდა გაგახსენდეს. მისი სიკვდილის შესახებ რამდენიმე ისტორიაა გავრცელებული, რომელთაგან გამორჩეული, ბუნებრივია, ისაა, რომელიცმის ზოოფილურ მიდრეკილებებზე მოგვითხრობს. მოკლედ, გავრცელებული მითი, თითქოს ეკატერინე ცხენთან სექსის დროს გარდაიცვალა, ტყუილია.


სინამდვილეში, ეკატერინეს სიკვდილი იმაზე მოსაწყენი იყო, ვიდრე გვგონია. დილით, მისი არყოფნით შეწუხებულმა მსახურმა, ზახარ ზოტოვმა, ეკატერინეს ოთახში რომ შეიხედა, ძირს დავარდნილი და მოკრუნჩხული რუსეთის დედოფალი დაინახა. საბოლოოდ, მისმა შოტლანდიელმა ექიმმა, ჯონ როჯერსონმა, და შემდეგში უკვე აუტოპსიამაც დაადასტურა, რომ ეკატერინე არა ცხენმა, არამედ ინსულტმა იმსხვერპლა. მითის წარმოშობა კი, სავარაუდოდ, „იმპერატრიცასმაღალ პოტენციასა და მრავალფეროვან სექსუალურ ცხოვრებას უკავშირდება.


ვიკინგების რქებიანი მუზარადები


ვიკინგები რომ გამოცდილი მეზღვაურები და უშიშარი მეომრები იყვნენ, ყველამ ვიცით. არაერთხელ  რომიმოგზაურესევროპაში და  დიდი ხნის განმავლობაში რომ აწიოკებდნენ კონტინენტს, ეგეც ცნობილი ფაქტია. მაგრამ საიდან გაჩნდა ის შეხედულება, რომ რქიანი მუზარადებით ომობდნენ, როცა, სავარაუდოდ, ეს ძალიან არაკომფორტული და მოუხერხებელი იქნებოდა მათთვის? სინამდვილეში, აღმოჩენების მიხედვით, ვიკინგებს  ჩვეულებრივი მუზარადები ჰქონდათ. იშვიათად ცხვირისა და თვალების დამცავებით, მაგრამ თითქმის არასდროს - რქებით . მითი მე-19 საუკუნეში წარმოიშვა, როდესაც ბერლინში ვაგნერის ოპერა, “Der Ring des Nibelungen”, დაიდგა.


ნერონი და ვიოლინო


ჩვენს წელთაღრიცხვამდე 64-  საუკუნეში, რომში 5 დღე არ ჩამქრალა ხანძარი, რომელმაც ქალაქის დიდი ნაწილი დააზიანა. ზოგიერთმა ისტორიკოსმა, მაგალითად, კასიუს დიომ, ხანძრის გაჩენა მაშინდელ იმპერატორს, ნერონს დააბრალა. მეტიც, ამბობენ იმასაც, რომ ხანძრის დროს იგი მთაზე იდგა და ვიოლინოზე უკრავდა. სინამდვილეში, არსებული ცნობების მიხედვით, ნერონი ხანძრის გაჩენისას ანციოში იმყოფებოდა. ხოლო, როდესაც დაბრუნდა, დაზარალებულებისთვის რამდენიმე პუნქტიც კი გახსნა, რომელიც მათ საცხოვრებლით დააკმაყოფილებდა. ამ ორი ვარიანტიდან, რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი, რთული სათქმელია.  თუმცა ის აზრი, რომ ნერონი, ხანძრის შემხედვარე, ვიოლინოზე უკრავდა, აუცილებლად მცდარია, რადგან ვიოლინო მე-10 საუკუნეში შეიქმნა. სწორედ  ამიტომ, ვიოლინოს ვარიანტი მალევე ჩაანაცვლა არფამ.


იესო 25 დეკემბერს დაიბადა


ალბათ, ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მითი იესოს დაბადების თარიღია. ათი ადამიანიდან, სავარაუდოდ, ცხრამ იცის, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა (7 იანვარი არ ითვლება, იმიტომ რომ ეს თარიღი კალენდარული განსხვავების შედეგად მივიღეთ). სინამდვილეში, ბიბლიაში არსადაა ნახსენები ის, რომ იესო კონკრეტულად ამ რიცხვსა და თვეში დაიბადა. გარდა ამისა, არის რამდენიმე ეპიზოდი ბიბლიაში, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ რეალობა სულ სხვანაირი იქნებოდა.  ვიცით, რომ ჩვილ იესოს მწყემსებმა მიაგეს თაყვანი. ხოდა, რამდენად რეალური გგონიათ დეკემბრის თვეში მწყემსებს რომ ცხვრის ფარა გამოერეკათ? მეორე კიდევ ის, რომ მარიამი და იოსები ბეთლემში  საყოველთაო რომაული აღწერისთვის ჩავიდნენ და ცოტა უცნაური იქნებოდა ასეთი მოვლენა რომაელებს ზამთარში დაენიშნათ. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ ბიბლია არაფერს ამბობს 25 დეკემბერზე. ადრეულ კათოლიკურ ეკლესიასაც იესოს დაბადების თარიღად სხვადასხვა თვე და რიცხვი მიაჩნდა, თუმცა ბოლოს 25 დეკემბერზე შეჯერდნენ და კი ვიცით, რომ დღემდე ასეა.


აინშტაინმა მათემატიკა არ იცოდა

 

პოპულარულია ის მოსაზრებაც, თითქოს, აინშტაინმა მათემატიკა არ იცოდა. სინამდვილეში , ბუნებრივია, ეს აზრი მცდარია და მისი წარმოშობის ამბავი - ორაზროვანი. ცნობილია, რომ აინშტაინი  გამოცდაში ჩაიჭრა, როდესაც ციურიხის უნივერსიტეტში აბარებდა, მაგრამ არავინ ახსენებს ხოლმე იმას, რომ  მაშინ აინშტაინი 16 წლის  იყო (ორი წლით უმცროსი ვიდრე სხვები),  მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მამის მხრიდან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბოლოოდ, წარმატებით ჩააბარა მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდები.


მოცარტი სალიერიმ მოკლა


საბოლოოდ, გარკვეული ბიძგების წყალობით, თითქმის ყველას ჰგონია, რომ მოცარტი სალიერიმ შურის ნიადაგზე გაისტუმრა იმ ქვეყნად. სინამდვილეში, მოცარტი, ბავშვობიდანვე ავად იყო და მისი სიკვდილიც სტრეპტოკოკულმა ინფექციამ გამოიწვია. მითის წარმოშობა, პირველ რიგში, თავად მოცარტს უკავშირდება. საკუთარი სიცოცხლის ბოლო წლებში შეპყრობილი ყოფილა აზრით, თითქოს, მას მოკვლას უპირებდნენ და აღნიშნულმა მოსაზრებამაც აქედან მოიკიდა ფეხი. ამას ხელი შეუწყო პუშკინის მიერ 1832 წელს დაწერილმა პიესამ, „მოცარტი და სალიერი“, სადაც სალიერის მტრული დამოკიდებულებაა ნაჩვენები. ხოლო, საბოლოოდ, მითს ფრთები მილოშ ფორმანის 1997 წელს გამოშვებულმა ფილმმაამადეუსმაშეასხა.


როგორც წესი, ისტორია გაყალბებული ფაქტებითა და სხვადასხვა მონაჭორითაა ხოლმე სავსე. მას ხან ვისი მითითებით ცვლიდნენ, ხანაც - ვისი. მოკლედ, როგორც ჯორჯ ორუელმა თქვა,  ვინც წარსულს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალსაც. საბედნიეროდ, დღეს ტექნოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცები გადავამოწმოთ და გარკვეული მანიპულაციების მსხვერპლის პოზიციიდან თავი დავიძვრინოთ.


 

ავტორი

იმიტომ

April is Coming!

კომენტარები