მერე მეზობლები რას იტყვიან? - ანუ კონფორმიზმი და საქართველო

( სიტყვა)

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს სახლში ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: „ნუ ხმაურობ, ხალხი ცხოვრობს აქ“, „რა დროს მოკლემკლავიანია, პალტოთი დადის ხალხი“, „ასე გვიან რომ მოდიხარ, მეზობლები რას იფიქრებენ“ და ა.შ. მგონი, ბუნებრივია, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს, გვძულს ასეთი ფრაზები: ფეხებზე გვკიდია, ვინ როგორ დადის და არც ის გვაინტერესებს, რას იტყვის მეზობლის კატის ბოლოდან მესამე კნუტი. მიუხედავად ამისა, დამაინტერესა რა იდგა უფროსი თაობის ამ ქონსერნების უკან და გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა ეს საკითხი. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ ხსნის სოციალური ფსიქოლოგია ასეთ ქცევას და გვხვდება თუ არა ეს სხვა ქვეყნებში.

 

 

კონფორმიზმი - რა და რატომ?

 

კონფორმიზმი არის სოციალური გავლენის ის ტიპი, რომელიც გვაიძულებს საკუთარი რწმენების ან შეხედულების ცვლილებას იმისთვის, რომ მოვერგოთ კონკრეტულ ჯგუფს.

 

იმისთვის, რომ ეს ცნება თქვენთვის უფრო ნათელი გავხადო, ერთ ცნობილ ექსპერიმენტს მოგიყვებით.

 

წარმოიდგინეთ თქვენ დარეგისტრირდით ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტზე და დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას სხვა 7 მოხალისესთან ერთად მიხვედით. ამ დროს წარმოდგენა არ გაქვთ იმაზე, რომ ექსპერიმენტი მხოლოდ თქვენზე ტარდება, დანარჩენები კი უბრალოდ წინასწარ განსაზღვრული სცენარით მოქმედებენ. თქვენ გაჩვენებენ ორ ბარათს, რომელზეც ხაზებია გამოსახული და გეკითხებიან, თუ რომელი ხაზია მეორე ბარათიდან პირველ ბარათზე გამოსახული ხაზის ტოლი. ექსპერიმენტის სხვა „მონაწილეები“ უყოყმანოდ ამბობენ პასუხს, რომელიც ცალსახად არასწორია. აღმოჩნდა, რომ შემთხვევების 32%-ში გამოსაცდელები უყოყმანოდ იმეორებდნენ ჯგუფის წევრების აზრს.

 

შემდგომმა გასაუბრებამ აჩვენა, რომ მათ არ სურდათ სხვების დასაცინი გამხდარიყვნენ ან ფიქრობდნენ, რომ უმრავლესობა უფრო სწორ პასუხს გასცემდა, ვიდრე თვითონ.


 

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონფორმიზმი უმეტესად ცნობიერი პროცესია და ადამიანს კონკრეტული მიზნის მიღწევაში (ამ შემთხვევაში დაცინვისგან თავის არიდებაში) ეხმარება.

 

 

კი მაგრამ, ბებიები და ბაბუები?

 

მადლობა რომ გამახსენეთ, კინაღამ დამავიწყდა რაზე უნდა მომეყოლა.

ბებიები და ბაბუები საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. საბჭოთა კავშირი სოციალისტური სახელმწიფო იყო. სოციალიზმი ქადაგებს, რომ ადამიანებს ერთნაირი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, რადიკალური სოციალიზმი კი იმას, რომ ადამიანები ერთნაირები უნდა იყვნენ. თქვენ ალბათ ვერ მოესწრებოდით მაგრამ (აქ იქნება ერთნაირად როგორ ეცვათ და ეგეთი რამეები). შესაბამისად, საბჭოთა კავშირში გამორჩეულობა მაშინვე ისჯებოდა საზოგადოებიდან გარიყვით, რაც სასიკვდილოა (აბა როგორ გინდა, კომუნიზმში კომუნის გარეშე ცხოვრება).

 

 თუ ოდესმე კიდევ დაფიქრდებით, რატომ აღელვებს ბებოს მეზობლის ძმისშვილის ნათლულის აზრი, გეცოდინებათ, რომ ის ბავშვობაში მიაჩვიეს იმ სტანდარტებით ცხოვრებას, რაც მაშინდელ საზოგადოებას ჰქონდა.


 

 ეს მარტო საქართველოში თუ მოხდება...

 

არა. კონფორმიზმი ხდება ყველგან. კონფორმიზმი ხდება მუდამ.

მაგრამ დიახ. გამოკვლევები აჩვენებს, რომ აღმოსავლური კულტურები, რომლებიც უფრო კოლექტივისტურია, ვიდრე დასავლური, მეტადაა მიდრეკილი კონფორმიზმისკენ.

დასავლურ კულტურებში ადამიანები უფრო ხშირად ამჯობინებენ საკუთარი ინდივიდუალიზმის ხაზგასმას და დარწმუნებულნი არიან თავიანთი რწმენის სისწორეში.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ უთუოდ აღმოსავლურ კულტურას მივეკუთვნებით.

 

 

Conform or die!

 

ჩემი აზრით, ლოგიკურია დავსვათ კითხვა: არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში კონფორმისტული საზოგადოებები?

 

ჩემი პასუხია დიახ!

ორ მათგანზე გესაუბრებით: ჯარი და ეკლესია.

 

როდესაც ტოტალიტარული რეჟიმები ქვეყნის სათავეში მოდიან, მათი მიზანია დისციპლინირებული მუშახელი, რასაც ადამიანების კონფორმისტული ქცევა ძლიერ ამარტივებს: ბევრი ერთნაირის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ერთმანეთისგან განსხვავებულების. ბევრის აზრით, სწორედ დისციპლინა არის ჯარის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, ამის გამო, ჯარისკაცებს ერთნაირი ფორმა, ვარცხნილობა, ნივთები და ხშირ შემთხვევაში ღირებულებები აქვთ. ასეთ კონფორმიზმს შეგვიძლია ძალდატანებითი ვუწოდოთ (forced conformity).

 

მეორე მხრივ, ეკლესია, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი, ცდილობს, რომ ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. გინახავთ ადამიანი, რომლიც თითქმის არასოდეს დადის ეკლესიაში, მაგრამ ტაძრის დანახვისთანავე პირჯვარს იწერს, აღდგომაზე კვერცხს ღებავს, შობაზე კი ფანჯარაზე სანთლით ელოდება უფალს (და თან იმახსოვრებს, რომელი მეზობელი იქცევა ასე და რომელი არა)? მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ რელიგიური კონფორმიზმი ფართოდაა გავრცელებული განვითარებად ქვეყნებში, იქ, სადაც განათლების დონე დაბალია, თუმცა განვითარება ამ პრობლემას თავისთავად აგვარებს.

 

 

როგორ დავიცვათ თავი?

 

გეტყოდით, თქვენ ჭკვიანი ხართ, ჩემი რჩევა რაში გჭირდებათ მეთქი, მაგრამ მოგატყუებთ.

 

„რა საშინელი აზრები გაქ!“, „როდის უნდა გაიზარდო?“, „თავი ვინ გგონია?“ - ეს ის ფრაზებია, რომლითაც საზოგადოება, უმეტეს შემთხვევაში გაუაზრებლად ცდილობს თავის ნაწილად გვაქციოს. გამოსავალი ერთადერთია: თუ ჩვენ რაღაც სწორი გვგონია და თან არგუმენტებიც გვაქვს, არ უნდა გავიზიაროთ მათი უარგუმენტო აზრები.

 

გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენია და არა ლაშას მამის, მანანა დეიდას გაუთხოვარი შვილის, ცისანა ბიცოლას კატისა და იზო ბებოს ძუძუების.

კომენტარები