ჯოჯოხეთი წმინდა მიწაზე

წმინდა მიწაზე ღმერთი არ არის 


არ ვიცი, ადევნებ თუ არა თვალს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს; მე ვადევნებ, მაგრამ ეს საერთოდ არ მეხმარება იმაში, რომ შენზე ოდნავ უკეთესად მაინც მესმოდეს შექმნილი მდგომარეობა. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ჩემი Google Search Skill-ები და კლავიატურაზე მოკაკუნე კლანჭები კიდევ უფრო აილესა; (დეზ)ინფორმაციულ ომში ჩაძირულს მიჭირს გავიგო სად მთავრდება რეალობა და იწყება ორმხრივ-ტერორისტულ-გენოციდური ჯოჯოხეთი.

რუბლზე გაყიდული, რუსეთუმე ბო*ების გარდა; სხვა ნებისმიერი ქართველისთვის, უკრაინა-რუსეთის ომი იშვიათად ხდება მორალური დილემა; ამ კონფლიქტში ხომ ცხადია ვინ არის კეთილი და ბოროტი – ჩემს მეგობარს ჩემმა მტერმა ხელი გაარტყა და ახლა ჩემი მეგობარი ჩემ მტერს ცემაში ხეთქავს, მხარს ვუჭერ უკრაინას რითიც შემიძლია და ეგაა end of the story; არც რიგითი, სანგარში გაყინული ვანია მეგლოვება და არც დაბომბილი ბელგოროდის მაცხოვრებლები მადარდებს.

შეიძლება ჩემშია პრობლემა, რომ უნივერსალურ-ინდივიდუალურ მორალის სიმაღლეებს ვერ მივაღწიე ან შეიძლება მეც hardliner-ი გავხდი რუსეთის დამპალი იმპერიის შემყურე… მაგრამ… მაგრამ… მაგრამ… სრულიად სხვა რეალობას ვეჯახები ისრაელი-პალესტინის ომზე ფიქრისას. ეს საკითხი ჩემთვის იმდენად მორალურად ამბივალენტურია, რომ დღეში შვიდჯერ მეცვლება აზრი; თანაც შვიდივე აზრი არასწორი მგონია.

 

ძალიან (ძ ა ლ ი ა ნ) მოკლე Timeline of Events

|

ამ კონფლიქტის უკან უზარმაზარი ისტორიული ‘ბაგაჟია’, რომელიც საკმარისად კარგად არ ვიცი იმისათვის, რომ გავილექსო; სიმართლე გითხრა, ჩემთვის შინაარს მოკლებულია რა ხდებოდა მეშვიდე ან მეათე საუკუნეში; ან თუნდაც ორი საუკუნის წინ.

გულწრფელად მჯერა, რომ… როგორც არ უნდა იყოს (პ.ს. მთლად სტერილური არ ვარ – დაახლოებით ვიცი კიდეც რა და როგორ იყო, მაგრამ…) დღეს ნიკოფსიითგან დარუბანდამდე ტერიტორიების მოთხოვნა და ამის რაღაც ბოდვით-ისტორიული არგუმენტებით გამყარება ისეთივე უშინაარსო და იდიოტური მგონია, როგორც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ისტორიკოსების დღევანდელი ჭუჭუხმალაობა.

… ამიტომაც ამაზე არ ვწერ…

|

რა ხდებოდა 2023 წლის 7 ოქტომბრამდე?

|

ისრაელის და პალესტინის მთავრობები უცნაურ, ტოქსიკურ, co-dependent ურთიერთობაში იყვნენ და არიან დღესაც. უახლეს ისტორიაში ორივე მხარემ ძალადობრივად უარი თქვა სამშვიდობო პროცესებზე…

ორივე მხარე, თავიანთი რიტორიკით იქნება თუ ქმედებებით, კვებავს ერთმანეთს; გამოეთეს*ება ნეთანიაჰუ და იტყვის, რომ ყველა ადამიანი ღაზის სექტორში ტერორისტია და უნდა გაჟუჟონ! გამოეთეს*ებიან საპასუხოდ ჰამასის ლიდერებიც და ანტი-სემიტურ “ყველა-ებრაელი-უნდა-მოკვდეს” ესთეთკაში განცხადებას ავრცელებენ.

ამის პარალელურად, მუდმივად… ხან ჰამასელები ისვრიან ბომბებს ისრაელის მიმართულებით; ხან ნეთანიაჰუ ისვრის ბომბებს ღაზის სექტორის მიმართულებით. თან ორივე: „აი მე იმათგან გიცავთ” რიტორიკით ‘აპრავებს’ თავიანთ ქმედებებს შიდაპოლიტიკურად.

რთულია გაიგო ვინ ისროლა პირველი კენჭი; მცოცავი ქვიშასავით არის – რამდენჯერაც იფიქრებ რომ “აი აქედან დაიწყო” ეგრევე ორი თვის წინანდელ მეორე მხარის ქმედებას ან განცხადებას ნახულობ…

ჯამში, ამ უიმედო პანდორას ყუთის ფსკერზე მიმავალ გზაზე ორივე მხრიდან ისეთი განცხადებები და ქმედებები გროვდება, რომ თვალების დათხრა მომინდა, ‘ლიჟბი’ ამ მძ*ნერის ყურება და კითხვა აღარ მიწევდეს.

|

რა მოხდა 2023 წლის 7 ოქტომბერს და რა ხდება დღეს?

|

სამართლიანობისთვის ისიც სათქმელია, რომ ნეთანიაჰუს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ განმარტება საეჭვოდ წააგავს პუტინისას – უფრო ოკუპაციას გულისხმობს, ვიდრე ჰამასის გაწმენდის მისიას ემსახაურება. ბოლო დღეების რიტორიკა განსაკუთრებით მოწმობს ამას.

|

რა როლს ვთამაშობთ ამაში ჩვენ?

|

როგორც უკვე შეგპირდი, ფართო ისტორიული კონტექსტის მოყოლას არ ვაპირებ; არც ამ კონფლიქტის მილიტარისტული ამბები მაინტერესებს; უჩასთვის მიმინდია ტაქტიკების მიმოხილვა თუ თვითონ ასე ინებებს.

ამ კონფლიქტში ჩემი stake-ი ორად არის გადანაწილებული; ერთია პრაგმატული; მეორე მორალური. ცხადია პრაგმატული არგუმენტის წარმოება უფრო მემარტივება – ამიტომ ამითი დავიწყებ:

-ჰამასი და ირანი მეგობრები არიან;

-ირანი და რუსეთი მეგობრები არიან;

-რუსეთი ჩემი დაუძინებელი მტერია;

-თუ ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია;

-ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერი გამოდის.

კი, ზუსტად ასეთი მარტივია დაივიწყო ადამიანების მიერ შექმნილი live-action კატასტროფის შესახებ; ნუ თუ, რა თქმა უნდა, საინფორმაციო ვაკუუმში ჩაჯდები ან ნეთანიაჰუს პროპა*ანდონური მანქანა მოგაჯდება თავზე.

ვცადე საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნაც ამ საკითხზე, იმიტომ რომ ვიცოდი – როგორც კი ოდნავ ჩავიხედები, ეგრევე ვიპოვი პარალელებს ნეთანიაჰუს კაბინეტსა და ჰამასის ლიდერებს შორის. თან აი რა-რა და Google Search-ი და წყაროების არჩევა მართლა კარგად გამომდის.

ორივე მხარის პროპაგან*ონების მიერ შეკმაზული ისტორიების მიღმა მაინც არ ამომდის თავიდან მარტივი სტატისტიკა: ღაზის სექტორის მოსახლოების დაახლოებით 50%-მდე არასრულწლოვანია; ამ ბავშვებზე საუბარი ისე, გეგონება, ნახირია ან რაღაცაში დამნაშავეები არიან, უბრალოდ ამორალური სიგიჟე მგონია. ზუსტად ისეთივე ამორალური სიგიჟე, როგორიც არის ანტი-სემიტისტების მიერ ებრაელი ხალხის სისხლით ვერ გამძღარი პირები – დღევანდელი ჰამასის თამადობით.

სიმართლე გითხრა, პანდორას უიმედობის უნიტაზში მყოფს ყოველგვარი ნაპერწკალი ჩამიქრა, რომ ამ საქმეს შეიძლება ეშველოს; მერე ერთი მარტივი მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი გამახსენდა:

 

მე არ ვარ ქართული ოცნება;

ზუსტად ისევე, როგორც პალესტინა არ არის ჰამასი;

ზუსტად ისევე, როგორც ისრაელი არ არის ნეთანიაჰუს მთავრობა.

 

მნიშვნელოვანია, რომ მ(გვ)ახსოვდეს, რომ კომფორტულ სავარძლებში მოთავსებულ, გეოპოლიტიკური მისწრაფებების მქონე, გაზულუქებულ ბებია-ბაბუების მიღმა, ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ ოჯახის წევრების, მეგობრების და ნაცნობების მარხვა. ეზიზღებათ ჰამასი და ნეთანიაჰუ.

თუ ბოლო ‘პასაჟი’ ნამეტანი ბანალურად მოგესმა – არ გამტყუნებ; მარტივია, ამ კონფლიქტის შემყურე, მშვიდობაზე და შერიგებაზე იმედი გადაგეწუროს, მაგრამ, ნება მომეცი, კიდევ ერთი ისტორიაც მოგიყეე…

არ ვიცი, მართლა ასე იწყებდნენ თუ არა ზღაპრის მოყოლას რამი და ბასამი; ამას დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. სამაგიეროდ, ვიცი, რომ ისინი დღეს ერთ-ერთი სამშვიდობო მოძრაობის თანაორგანიზატორები არიან. The Parents Circle – Family Forum-ი არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ისრაელის და პალესტინელ შვილმოკლულ მშობლებს და მიზნად ისახავს დიალოგით მშვიდობის დამყარებას ამ ქვეყნებს შორის.

ისევ ვამბობ… უმნიშვნელოვანესია, მ(გვ)ახსოვდეს, რომ აფეთქბების, სახლების ნგრევის, ტანჯვის ხმების და ერთმანეთისკენ თითგაშვერილი ნაბო*არი ტერორისტ-პოლიტიკოსების ხმაურის მიღმა არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მაღლა დგანან ვიდრე თავიანთი დანაკარგი; იბრძვიან, რომ მათ თავს დატრიალებული man-made ტრაგედიები აღარ განმეორდეს; და წმინდა მიწაზე არსებული ჯოჯოხეთი – სამოთხემ ჩაანაცვლოს.

მე და შენ კი შეგვიძლია, რომ ამ უიმედობის მორევში რამის და ბასიმის ხმები გავაძლიეროთ; The Parents Circle-Family Forum-ს აქვს დონაციის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ მხარი დაუჭირონ შვილმოკლულ მშობლებს და ხელი შეუწყონ მხარეების დიალოგს – მშვიდობისთვის. ასევე, მათი მეგობარი ორგანიზაცია: American Friends of the Parents Circle – Families Forum გვთავაზობს: Facebook, X (Twitter), YouTube და Instagram არხებს, სადაც ამ მიმართულებით სიახლეებს პოსტავენ.

ვიცი, რომ სენტიმენტალურია და მიამიტურია გჯეროდეს, რომ რამი და ბასიმი შეცვლიან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ბედს ხვალ და ზეგ; სად ცხელა ახლა ცივ გეოპოლიტიკურ მანქანას ორი შვილმოკლული მამისთვის; მაგრამ როცა რამის კითხეს – შეცვალა თუ არა ოქტომბრის მოვლენებმა მისი შეხედულებები მშვიდობის იდეასთან დაკავშირებით, მან ასე უპასუხა:

„იცით, 75 წელია სისხლის წრეში ვართ; ეს მხოლოდ კიდევ ერთი რაუნდია. არავინ ელოდა ასეთ სისასტიკეს და ბოროტებას, რომელიც თან ახლდა ამ რაუნდს, მაგრამ მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო. არ შეიძლება ორი მილიონი ადამიანის ყუთში გამოკეტვა და იმ მოლოდინის შექმნა, რომ არაფერი მოხდება.

ეს არასდროს დამთავრდება თუ არ დავილაპარაკებთ. ჩვენ ვერ გავანადგურებთ ჰამასს. ჩვენ ვერ ვუარყოფთ შვიდ მილიონ ადამიანს. პალესტინელები ცხოვრობენ აქ, წმინდა მიწაზე; ისინი არსად წავლენ; ჩვენც არსად წავალთ. ჩვენ განწირულები ვართ ვიცხოვროთ აქ ერთად; და ჩვენ უნდა ავირჩიოთ – გავიზიარებთ ამ მიწას თუ მის ქვეშ არსებულ საფლავებს.

 

ავტორი: გოგა ვაჩნაძე