ტაქსით მგზავრობის ტკივილი

ვერავინ იფიქრებდა რომ ვუჰანში მომზადებული ღამურის ჩახოხბილი ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე რაღაც გავლენას მოახდენდა, მაგრამ ფაქტია მოახდინა და უკვე შეზღუდვების მერამდენე წრეზე მივდივართ აღარც კი მახსოვს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ გასულია მომსახურების ზონიდან და ალბათ იქამდე იქნება სანამ არარსებულ მიზეზებზე წინ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობას არ დავაყენებთ.

მოკლედ, ჩვეულებრივი მოკვდავნი  ტაქსების იმედად შემოვრჩით 😉

ჰოდა,  სახლიდან მუშაობის აუტანელი სიმსუბუქით დამძიმებულმა, შაბათს მეგობრებთან შესახვედრად გამოვიპრანჭე.

გარეუბანში ვცხოვრებ.
კი, ამაშიც ძალიან გამიმართლა.
დღის პირველ ნახევარში, დიღომში ბელიაშვილზე სულ რაღაც 9.6 ლარად გავედი და ცოტა კი მომხვდა გულზეც და ჯიბეზეც 😉

ოკრიბელი მძღოლისთვის 5 ლარი რომ დამემატებინა დასავლეთ საქართველოს ხედებით დავტკბებოდი, მაგრამ თბილისი და მეგობრები ვარჩიე.

აცრილი მეგობრები 😉

ჰოდა, შაბათი დღე დიღმის ტყეში წამოგორებულებმა და სხვებისგან დისტანცირებულებმა ნოსტალგიად ქცეული წარსულის გახსენებით გავლიეთ და მონატრებულებს შემოგვაღამდა.

უკან დაბრუნება 13 ლარი დამიჯდა და საერთო ჯამში ჩემმა თბილისურმა ვოიაჟმა 22 ლარს და რაღაც თეთრებს მიუკაკუნა. მე მგონი კიდევ იაფად გამოვძვერი 😉

ფაქტობრივად საკუთარი თავის სახლიდან დახსნა 12 ადამიანის საარსებო მინიმუმი დამიჯდა.

რა უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ არა?

ისე, დავფიქრდი რა შეიძლება გაინაღდო 22 ლარად?

12 დღის «სურსათ-სანოვაგე» (დღეში 1.75 ლარად)

44-ჯერ მეტროთი მგზავრობა

27-ჯერ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა

7 ლიტრი ბენზინი 😉

საშემოდგომო ლუქი მეორადებში

4 კინოს ბილეთი

1 ეკო-მეგობრული ჩანთა

6 პრეზერვატივი

22 ნივთი ლარიანებში

ჩინური ყურსასმენი

ოთახის მცენარე
თუთიყუში


ხუმრობას რომ თავი დავანებოთ ქვეყანაში, რომელშიც ძალიან ბევრი მოქალაქის თვიური შემოსავალი 300-400 ლარს შეადგენს, ქალაქში გადაადგილებისთვის 20 ლარის ან მეტის გადახდა, ფაქტობრივად ნახევარი ხელფასის მგზავრობაში დახარჯვას და ხალხის ძარცვას ნიშნავს.

სად არის გამოსავალი?

ტაქსის კომპანიების გაჰუმანურებაში?
უჰ, არამგონია 😉
რეგულაციები, შეზღუდვები და ნახევარი ხელფასის ტაქსის კომპანიებისთვის ჩაჯიბვა მაშინ დასრულდება, როცა ყველა ავიცრებით და ანტივაქსერთა ნაბოდვარს ყურს აღარ დავუგდებთ.
მერე გინდ ტაქსით იმგზავრე, გინდ ვერტმფრენით და გინდ გაჭედილ ავტობუსში შეავსე დარჩენილი ცარიელი რამდენიმე სანტიმეტრი.
ჩემი რჩევა:ტელეფონში ტაქსის ორი ან სამი აპლიკაცია იქონიე და ფასები ერთმანეთს შეადარე.
აბა, შენ იცი!