მოგზაურობა თანამედროვე ქართულ კინოში
ზაფხულის დეპრესიიდან ნელ-ნელა გამოვდივარ და ინტერესებმაც დაბრუნება დაიწყო, მარტოობამაც ცოტა შემაღონა და ამ დროს გამახსენდა ქართული კინო და ის, რომ ბოლო დროს გადაღებული თითქმის არაფერი მქონდა ნანახი. ამიტომ, დავჯექი, მოვიმარჯვე ლეპტოპი, შევედი Cavea+ – ზე და რამდენიმე ახალი ფილმი ვნახე.
დასაწყისშივე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ჩამორჩენის პერიოდში, ქართული კინო საგრძნობლად წინ წასულა და მოდი, იმ ფილმებზე მოგიყვებით, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დამიტოვეს. ასევე აქედანვე გეტყვით, რომ სიტყვა, დედა» ამ ბლოგს ფონად გაჰყვება, ნელ-ნელა მიხვდებით რატომაც. ვეცდები სპოილერებისგან თავისუფალი გამოვიდეს, მაგრამ ცალსახა პირობასაც ვერ დავდებ.
ოთარის სიკვდილი
დავიწყებ იოსებ, სოსო» ბლიაძის, ოთარის სიკვდილით» და აი, აქედანვე იწყება, დედას» ფიგურირება. ფილმის დაწყებიდან, მაქსიმუმ მეათე წუთზე გავიაზრე, რომ გონებაში გაუჩერებლად მიმეორებდა ფიქრი — დედაჩემო როგორ მიყვარხარ, რა კარგია, რომ ისეთი ხარ, როგორიც ხარ და არა ამ დედისნაირი (ნუცა კუხიანიძის პერსონაჟი იგულისხმება).
ამ ფილმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ დედას მშობლის ფუნქცია აუცილებლად უნდა ქონდეს და შვილთან მეგობრობასა და მშობლობას შორის, აუცილებლად უნდა იყოს ბალანსი დაცული. მამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, წლების წინ რძეზე ჩასული მამების გზასაა გაყოლილი. ქეთიში (ასე ქვია ნუცას პერსონაჟს) დედობრივი ინსტიქტისა და ფუნქციის დაბრუნებას უბედური შემთხვევა დაჭირდა, რომელიც მის შვილს გადახდა თავს, ისიც ქეთისავე დაუდევრობის გამო. მე მაპატიეთ, გაგების დონეზე გაგებას ვცდილობ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, თითქმის შეუძლებლის შეძლებამაც კი ვერ გაანეიტრალა, ის ნეგატიური შთაბეჭდილება, რომელიც ამ პერსონჟზე შემექმნა. თავად ქეთის დედაც არაა, მსოფლიოში საუკეთესო დედა»
ჩემი აზრით, სცენარისტებიდან რომელიღაცამ ფროიდის სული გამოიძახა და ერთად შექმნეს ერთერთი ყველაზე ცუდი დედა, რომელიც ნამდვილად არაა ქეთი, არამედ — ოთარის ქალიშვილი თამარა, აი იმ ოთარის, ვის სიკვდილზეცაა ამბავი. ბევრს ვერ მოგიყვებით, მაგრამ ეს ქალი, რომელიც, დიდი ალბათობით, ძალიან არასწორი მშობლის მიერ აღზრდის მსხვერპლია და უბედურებისგან ძალიან გაბოროტებულია, დიდ ბოროტებასა და დანაშაულს ჩადის და ბოლოს, როცა თავისივე შვილმა მასზე შური იძია, არანაირი სიბრალულის გრძნობა არ გამჩენია, პირიქით, ის გენიალური ფრაზა გამახსენდა, მეე**ნა პატრონი, დიდება უფალს»…
სხვებთან შედარებით დადებითი პერსონაჟი მხოლოდ ქეთის შვილი ნიკაა, რომელიც დიდი უსამართლობის მსხვერპლი და შემდეგ თავადაც მოძალადე ხდება. ნიკაზე ძალიან ბევრის მოყოლა მომიწევს, ამიტომ, მოდი აქ დავასრულებ.
მთლიანობაში, ფილმი საინტერესოა, ყველანაირად შემდგარი ნამუშევარია, გადაღებიან-განათებიან-ფერებიან-სცენარიანად. მოკლედ, უყურეთ, დროს ტყუილად არ დაკარგავთ.
ბოსტანი კონფლიქტის ზონაში
ფილმი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა და ტირილისგან დამაოსა, ბესო სოლომანაშვილის, ბოსტანი კონფლიქტის ზონაში» იყო. ამ ფილმს ფონად პუტინის დედის ხშირი ხსენება გასდევდა. ოღონდ მართლა ხსენება, ფიქრი კი არა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მარტო ვიყავი, მაინც ხმამაღლა ვიხსენიებდი. კიდევ კარგი, მეზობლები მიჩვეულები არიან ამ კონკრეტულს…
ხო, თავიდან დუტა რომ დავინახე, მეგონა საიდანღაც შორენა ბეგაშვილიც უნდა გადმომხტარიყო და დაფარული ასოები შემოებრუნებინა, მაგრამ, ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ეს აბსოლუტურად გაცვეთილი ხუმრობა, სრულიად უადგილოდ გადაკვალიფიცირდა. ამ როლში, დუტა, როგორც მსახიობი, სრულიად ახალი აღმოჩენა იყო.
ბევრი ფილმია ოკუპაციის თემაზე გადაღებული, ხშირად ისიც მომისმენია, რომ ყელში ამოვიდა და სხვა თემებზეც უნდა ვიღებდეთ ქართველები კარგ ფილმებს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ნამდვილად სანახავი ფილმია. ნახვის დღიდან ვფიქრობ და ვერ გავიხსენე რობიზონის (დუტა) მსგავსი პერსონაჟი ოდესმე, რომელიმე ფილმში თუ მინახავს. ასეთი გულწრფელი, ალალი, მამაცი, პატრიოტი, თავის სამშობლოსა და მიწაზე ასე შეყვარებული, მართლა არავინ მახსენდება. იმდენად გულკეთილია, რომ თავისი ძმის მიერ ჩადენილ ძალიან ცუდ საქციელს, ძალიან კარგად კი იაზრებს, მაგრამ ირჩევს, რომ არ გაბრაზდეს, ირჩევს, რომ ისევ მასზე იზრუნოს ბოლომდე.
რუსებთან პირისპირ აღმოჩენილი კი იმდენად მამაცია, რომ ცოტა გაკვირვებულიც კი დავრჩი. მაგრამ, პრინციპში, კაკალი რათ მოიჭერ ბიჭოო”-ს მერე რაღატომ უნდა გავკვირვებულიყავი მისი სამშობლოს სიყვარულით?! ისე, ზუსტად ამ ფრაზის შემდეგ გადმომცვივდა პირველი რამდენიმე ცრემლი და დასასრულამდე თითქმის არ შემწყდარა.
უყურეთ ძმებო და დებო, შედით Cavea+ — ზე, უყურეთ და ყველას აყურებინეთ, ვისაც მოიხელთებთ. რუსებს აყურებინეთ და ხუთ წუთში ერთხელ PUTIN KHUILO და FUCK RUSSIA უმეორეთ. საქართველოში რომ 10% მაინც ვიყოთ რობიზონები, დღეს ძალიან კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებდით. ყოჩაღ ბატონ ბესოს, ბრავო და ტაში, სცენარიც მისივეა და ფილმთან ერთად უსაყვარლესი პერსონაჟის შექმნისთვის პირადად ჩემი მადლობა და პატივისცემა მას.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რუსეთი დამპალი ოკუპანტია! დედის**ნა პუტინს! ამინ! ამინ!
რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ
გადავიდეთ შემდეგ ფილმზე… სიმართლე გითხრათ, კი არ მინდა, მაგრამ საჭიროა. მისი სახელია, რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ» ალექსანდრე კობერიძის ფილმი, რომელზეც ბევრს არ ვილაპარაკებ, არ მინდა თქვენც ისე დაიღალოთ, როგორც მე დავიღალე… ჩავრთე… ჩავრთე და ნეტავ არ ჩამერთო. დაახლოებით მეთხუთმეტე წუთზე უკვე დედა მინდოდა, თან ორსაათნახევრიანია. რომ მეგონა ზაფხულის დეპრესიიდან გამოსვლა დავიწყე, შემომიბრუნა ხალხოოო… მარტო პრინციპის საკითხი იყო ბოლომდე ყურება, თორემ მართლა დავიტანჯე.
აუტანლად მონოტონური, გადაწელილი, სრულიად უაზრო სიუჟეტით, მთხრობელის უემოციო, უინტერესო მოყოლის მანერით. დიალოგები? დიალოგებზე გამოვშტერდი, ასეთი არაფრის მომცემი და ხელოვნური არაფერი მინახავს. უსაყვარლესი კაცის, ერმალო მაღრაძის ფილმები გამახსენდა, თუ გინდათ ნახეთ, შეადარეთ და ბევრ განსხვავებას თუ იპოვნით, მზად ვარ ყველაფრის მოსასმენად.
მაგრამ, რაც მართალია — მართალია, ატმოსფეროსა და ესთეტიკაზე ხმის ამომღები არ ვარ, ნამდვილად ბევრი ლამაზი კადრია და ეტყობა ფილმს რომ პრიორიტეტი სწორედ ეგ იყო.
არ ვიცი, შეიძლება მე დილეტანტი ვარ და შეიძლება არ მესმის, მაგრამ ბოლოსკენ სახეს ვიხოკავდი უკვე, იმდენად მომაბეზრებელი იყო.
მაპატიოს ყველამ, მაგრამ ესაა ფილმი, რომელსაც მეორედ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვუყურებდი. მაგალითად, თუ ვინმე მეტყოდა, უყურე და პუტინი მოკვდებაო. მაგ შემთხვევაშიც შეიძლება გამჭირვებოდა.
(განა მართლა, ეგ ჩაძაღლდეს და თუ გინდათ ათჯერ ვუყურებ).
და მერე გათენდა
მეოთხე ფილმი დიტო ცინცაძის, და მერე გათენდაა». აქ დედა მამამ ჩაანაცვლა და ახლა მამაჩემს ვუხდიდი მადლობას, რომ ისეთია, როგორიცაა და არა ისეთი, როგორიც სანდრო — ნიკას მამა. ფილმი მთლიანად ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობაზეა და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მხოლოდ სამ მსახიობს ვხედავდი ეკრანზე, არც ერთი წამით არ მომბეზრებია.
სანდრო, ჩემი აზრით, ბოროტი მამაა და ზოგადად ბოროტი ადამიანია. იმიტომ არა, რომ უბედურება შეემთხვა და გაბოროტდა, არა, თავიდანვე ბოროტი და ეგოისტი იყო, რომელსაც არ ვიცი რანაირად, მაგრამ კარგი შვილი ყავს. ნიკას შეყვარებულის, ნასწიას ჩამოსვლის შემდეგ, უფრო ბოროტი და ეგოისტი ხდება სანდრო და გამიზნულად ტკენს გულს ორივეს, სრულიად შეუსაბამო კითხვების დასმით ან უბრალოდ რეპლიკებით.
სპოილერი: იმ ეპიზოდში, რომელშიც სანდრო ნიკას ბოდიშს უხდის, იმისათვის რომ ცუდი მამაა, თითქოს ადამიანი იღვიძებს მასში, მაგრამ არა რაა, მაინც არა. ნასწიას რომ აბორტზე ელაპარაკება, მანდ სულით ხორცამდე მეზიზღება. არანაირი ემპათია არ მიჩნდება, მისი მდგომარეობის მიუხედავად და ერთადერთი ვინც უსამართლობის მსხვერპლად მიმაჩნია, ნიკაა.
სცენარი კაი, მაგრამ თან ძალიან ლამაზია რომაა, მაგას გვერდს ვერ ავუვლი, რამდენიმე კადრი იმდენად მომეწონა, მსგავს ან ზუსტად იგივე გარემოში ცხოვრება ძალიან მომინდა, ოღონდ ტოქსიკურობისგან დაცლილში, თორე სანდროს მძ**ერი ხასიათი, მაგასაც წვდებოდა და აფუჭებდა. ერთი ის ფიქრი მამშვიდებდა, რომ ნიკა არ აღმოჩნდა ბოლომდე პიროვნებაგანდგურებული და მსხვერპლის როლიდან გამოსვლა შეძლო. ეგ რომ არ ყოფილიყო, ღამე რა დამაძინებდა…
P.S ნასწიას, წიგროვ კუპალნიკს» ვერ გაპატიებთ, ლამის სანდროზე აუტანელი იყო.
ჩემი ოთახი
და ბოლოს დავასრულოთ ვისითაც დავიწყეთ, ისევ იოსებ, სოსო» ბლიაძის ფილმი, ჩემი ოთახი» ამ ფილმში ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ, რამდენად უსამართლო საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რამდენად დაყოფილია პატიება-არპატიების საკითხები გენდერული ნიშნით.
სპოილერი კი იქნება, მაგრამ მაგის გარეშე არ გამოვა.
ფილმი ორ გოგოზეა, რომელიც ერთ ბინაში ცხოვრობს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი და გამოცდილებები აქვს. ერთს ქმრის ღალატი არ აპატიეს, რაც ცალსახად ცუდი საქციელია, მაგრამ მხოლოდ სამი ადამიანის საქმე უნდა იყოს წესით და მეტი არავისი. ქმარმა დანა ჩაარტდა, საკუთარმა ოჯახმა უარყო და დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლებაც კი არ მისცეს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი იყო, თორემ მოღალატე კაცებს აქეთ ელოლიავება ყველა, თავისიდან დაწყებული, ნაღალატევი ცოლის ოჯახით დამთავრებული. არ შემეწინააღმდეგოთ, უამრავი ასეთი ფაქტი ვიცი. არ მჯერა, რომ 2023 წლის აგვისტოს მიწურულს, კიდევ ამაზე მიწევს წერა, მაგრამ რა ვქნა, ისევ ამ რეალობაში ვართ…
შემდეგი რაც ასევე ძალიან დიდი უსამართლობაა, ის ეპიზოდია, სადაც მეგი (მეორე გოგო) უგონო მდგომარეობაში მყოფ თინას (ქმარს რომ უღალატა) აუპატიურებს. კი, ცალსახად გაუპატიურებაა ის, რასაც მეგი აკეთებს, უბრალოდ, რადგან თვოთონაც გოგოა, თითქოს ოქეია, ტრაგიკულად არაა აღქმული. და ალბათ, კიდევ იმიტომ, რომ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არც თინა ყოფილა მის მიმართ გულგრილი, ცოტა რომანტიზებულია, რაც მგონია, რომ არასწორია, რადგან უგონო ადამიანთან სექსით დაკავება, თუნდაც პარტნიორი, ან დიდი ხნის ცოლი, ან ქმარი იყოს, გაუპატიურებაა და წერტილი. დარწმუნებული ვარ, მაგ ეპიზოდში მეგის მაგიერ ბიჭი რომ ყოფილიყო, ბევრ ადამიანში ბრაზს გამოიწვევდა და ჩვენამდე მოტანილიც ისე იქნებოდა, რომ ადეკვატური რეაქცია გვქონოდა.
მთელ ფილმს ვეღარ მოგიყვებით, ამიტომ, თუ დაგაინტერესათ, ნახეთ. ამის ნახვაც არანაირად არ იქნება დროის კარგვა. ამ ფილმსაც ეტყობა რეჟისორის ხელწერა და რამდენიმე კადრზე აქაც მქონდა, დედა, რა ლამასია» რეაქციები, მაგრამ პირველ ფილმში უფრო მეტად.
აუცილებლად სათქმელი:
ჩემი საბოლოო დასკვნაა, რომ ქართულ კინოს აქვს ძალიან კარგად განვითარების პოტენციალი, მე პირადად, ამ ფილმებზე არ გავჩერდები და ალბათ ყველას ვნახავ, რაც კავეა-პლიუსზე დევს.
არადა, ამ დროს დიდი საფრთხის ქვეშ დგას ქართული კინო და მოდი ბინძური ბრჭყალები მოაშორეთ კინოცენტრს, დამპალო ამბრიჯებო, საკუთარ არსებობას დაადეთ ცენზურები თუ ძალიან გინდათ. დედის ხსენებისგან აქ თავს შევიკავებ, მაგრამ ვფიქრობ ისედაც სრულიად გასაგებია ყველაფერი.
ავტორი: მარიამ მირველაშვილი