როგორ გადავურჩეთ ორშაბათს?

ორშაბათი ორი შაბათისგან შედგება, თუმცა ერთ შაბათთანაც არაფერი აქვს საერთო. შეიძლება ადამიანმა, რომელმაც ორშაბათს ორშაბათი დაარქვა ცოტა გაგვეღადავა ან შეფარვით გვითხრა, რომ ორშაბათი ორ შაბათს, გორაობისგან მიღებულ ენერგის მოითხოვს.

ენივეი. ორშაბათი მტკივნეული ამბავია და რომ გითხრა მისი შემსუბუქების გზებს გასწავლი-მეთქი მოგატყუებ. სხვა თუ არაფერი, ალბათ უფრო მისი შემსუბუქების გზებს მოგატყუებ.

რატოა ორშაბათი ქრისტეს ჯვარივით მძიმე სათრევი?

კი, პირველი მეც გორაობის რეჟიმიდან სწავლის/მუშაობის რეჟიმში გადაგორება მახსენდება, მაგრამ რამე უფრო ხელჩასაჭიდი მჭირდებოდა. ჰოდა, მე როგორც 21-ე საუკუნის ჰომოსაპიენსმა ავდექი და დავგუგლე. აღმოჩნდა, რომ ვიღაც ძილოლოგებს მაგაზე კვლევაც ჩაუტარებიათ დაუდაუდგენიათ, რომ შაბათ-კვირას ძილის გახანგრძლივება მაშინ, როცა სამუშაო დღეებში თითქმის ერთიდაიმავე რაოდენობით ძილს იღებ შენი საწოლისგან, არაა მთლად კაი ამბავი. ეს ჩვენი ტვინი ჰო ყველაფერზე თრიგერდება, ჰოდა, ამ დროს თურმე მაგარ jetlag-ს განიცდის და მაგრად ესიკვდილება ორშაბათს ადრე გაღვიძება.

შაბათ-კვირას პირველამდე ძილს რომ თავი დაანებოთ, ჩვენ ბიოლოგიური საათიც შეიძლება ვერ ეწყობოდეს ორშაბათს დილით ადგომის ტრადიციას. აი, დილის და ღამის ადამიანებზე ჰო გსმენია? რეალურად, ჩვენი სხეული ირჩევს როდის ურჩევნია ძილი და როდის ღვიძილი. ჰოდა, ეგ კიდე ერთიათად ართულებს ორშაბათთან წარმატებულ შერკინებას.

არის რაღაცები რასაც ვერ იმასიზამ, მაგრამ რაღაცებს იმასიზამ.

არა, მოტყუების ნაწილზე არ გადავდივარ. ნაღდი ამბავია. ვიღაც ბერნი მილერის, არიზონას ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელის კვლევები ამოყარა Google-მა. (კი, იქ, ამერიკაში ძილის დარღვევის ცენტრებიც აქვთ, მარა ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი ძილის დამრღვევი ცენტრი არაა?) ჰოდა, როგორც ორშაბათის გამარტივების სპეციალისტები იუწყებიან რაღაც გზები არსებობსო.

გზები:


შაბათ-კვირას ძილის მარაგის შევსება არ გაიშვას!

ვიქენდზე ბევრ წაძინებას ჯობია სამუშაო დღეებში წაიმატო ძილი, თორე მე ვერ ვუშველი შენი ორშაბათის სახეს.


შაბათ-კვირას ძილის მოკლება გაიშვას!

ვიცი, მტკივნეულად ჟღერს, მაგრამ თუ გინდა, რომ ორშაბათთან ბათლში1000-1-ზე მაინც აქაჩო, (კი, 1  შენია)  შაბათ-კვირას ნაკლები უნდა იძინო.


წაძინებები მოსულა, ოღონდ გონივრულად!

თუ ვიქენდზე ძილი უსიკვდილოდ გესაჭიროება, 4 საათამდე ნახევარი საათით წაუძნე, რომ ღამის ძილის რუტინა არ დაგერღვეს.


ორშაბათი ოფისში უფრო მტკივნეულია!

რაც არ უნდა ბევრი საქმე გქონდეს, რამდენიმე წუთით ბუნებრივ სინათლეზე გაიარ-გამოიარე. სულ რომ ჩამოღამებულ თბილისში გიწევდეს სიარული, ოფისის განათებას მაინც აჯობებს და ცოტას შეგაფხიზლებს. ტვინი რომ ბოლომდე შევაღვიძოთ ბუნებრივი განათება აუცილებელია.

ლურჯი შუქი is helpful!

ცივი, ლურჯი განათებები პირადად მე მეზიზღება, ალბათ თავისი დანიშნულების გამო. ლურჯ შუქებს ძირითადად ოფისებში აყენებენ, კონცენტრაციას, გამოფხიზლებას და მუშაობას უწყობს ხელსო.


რავიცი. რავიცი.

თუმცა, მე როგორც ძილის მოყვარულ ადამიანს არ დამეჯერება, ამიტომ ისევ ამერიკელ ძილის მკვლევრებს მივენდოთ.

P. S. ერთი მე აღარ დავაგვიანებ სამსახურში და მეორე შენ შეიმსუბუქებ ორშაბათს.