რა გადაგარჩენს, როცა ხელფასამდე 1 კვირაა დარჩენილი? მმმ, რთული კითხვაა. ალბათ ლოცვა და მარხვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მარხვა ისედაც მოგიწევს.
ცხოვრება რთულია. გადარჩენა კი, კიდევ უფრო რთული და როცა დამოუკიდებელ ცხოვრებაში აბიჯებ იოგურტზე მომატებულ 5 თეთრს მარტივად ამჩნევ, იზეპირებ აფთიაქების ფასდაკლების დღეებს, ორ შოკოლადს შორის 10 თეთრით იაფიანს ირჩევ და კიდევ 1000 Coping mechanism გერთვება.
და მაინც, ჯანდაბას, როგორ უნდა გადარჩე ხელფასამდე 1 კვირით ადრე?
დანაზოგის არსებობა = ხრჩობის დროს ხავსს მოჭიდება
საკუთარი თავისგან ფული გისესხებია? შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს მაგრამ ახლა რომ ვზივარ და ამ ბლოგს ვწერ მაგის დამსახურებაა. შავი დღისთვის გადანახული ფული ის ფულია, ხელფასამდე დარჩენილი დღეები რომ უღაფავენ სულს, მაგრამ მთავარია შენ არ იყო ის, ვინც სულს შიმშილის ნიადაგზე დაღაფავს.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ხელფასიდან ფული სულ უნდა მოაყუჩო და ვალი საკუთარ თავს ყოველთვის უნდა გაისტუმრო! ნუ, თუ გინდა რომ გადარჩე…
ერთი უსარგებლო ნივთი = პურის ფული
დარწმუნებული ვარ შენს გარდერობში ბევრი ისეთი ტანსაცმელი იქნება მიძინებული, რომელის არსებობის შესახებ აღარც კი გახსოვს. ჰოდა, მოხიკე, ფოტოები გადაუღე და ფეისბუქ ჯგუფეში გადაუძახე. 20 ლარის ტანსაცმელიც რომ გაყიდო + 2 დღე გაქვს. თუ ძალიან მოინდომებ 3 დღეც გაქაჩავ 😉
დამატებითი ფული = სიცოცხლის დამატებითი წუთები
იცი ხელფასამდე რომ ხელფას გერიცხება რამხელა ბედნიერებაა? სულ რომ შიმშილი მოგიწიოს მაინც მოგამატებს ერთ-ორ წელს. Ამ რთულ ცხოში ერთ ხელფასზე რომ არ უნდა იყო დამოკიდებული გაიგებდი ალბათ. ჰოდა, ფრილანსების არსებობა შესაძლოა სასიცოცხლოდ აუცილებელიც აღმოჩნდეს. ამიტომ იმ მიძნებული და გასაყიდად გამზადებული ტანსაცმელებივით მოხიკე შენში არსებული უნარები, მონდომება და ცოტა სიკდილის შიშიც მოაყარე თავზე. ეს კომბინაცია დაგეხმარება დიდი ენთუზიაზმით ჩაუჯდე ფრილანს ვებ-გვერდებს და დაძებნო შენთვის შესაფერისი დამატებითი სამსახური.
გეუბნები ვებ-გვერდებსაც, მაცადე. Fiver, Jooble, Upwork, Flexjobs და კიდევ ბევრი სხვა ვებ-გვერდი არსებობს, სადაც დოლარებიანი თაქსის გამოჭერას შეძლებ. თუ დიჯითალ სამყაროში მოიკოჭლებ და ამ ვებ-გვერდებზე ვერაფერ საინტერესოს წააწყდები, შეგიძლია ბოძებზე ძაღლების გასეირნების ინიციატივით გამოხვიდე.
ხელფასის წინა დღეები = No More Parties!
დაიმახსოვრე ხელფასის წინა დღეებში არ არსებობს მეგობრის დაბადების დღე და მეგობარი, შაქრის წყურვილის დაკმაყოფილება, სპონტანურად თავს დამტყდარი Sale, ფეხსაცმლის მოწონება, პარასკევს დალევა, ეგ კი არა თავად პარასკევიც არ არსებობს. აი, თამაშში რომ ერთი სიცოცხლე დაგრჩა ჰო იცი? ეგ ამბავია რა, ოღონდ In Real Life 😉
ჰოდა, რავი, დღეს ის პარასკევია რომ არ არსებობს, ჩემი ონლაინ ბანკი კი SENSITIVE INFORMATION-ს გაბოლდებულად მიწერს, მაგრამ ის მაინც ვიცი რომ ღამის 4 საათზე ჩემს ძმას არ დავურეკავ ჩამოდი, კიბეზე ვერ ამოვდივარ და ამომიყვანეთქო.
P. S. ისე, შუგა დედიზეც დაფიქრდებოდა ადამიანი, მაგრამ მოდი, ეგ სხვა ბლოგისთვის შემოვინახოთ ;))