აი, რატომ დააკლიკე ამ ბლოგს?
ის პონტია, კედელზე დაუსრულებელ წარწერა რომ წააწყდები — ‘secret to a happy life is …’ და ლამის კედელს შემოუარო, იქნებ გაგრძელება მეორე მხარეს ეწეროს.
იცი, იცი რომ ბედნიერი ცხოვრების საიდუმლოს ვერავინ გეტყვის ან თუ გეტყვის რაიმე ბუდისტური ბულშითი იქნება, რომელიც შეიძლება მართლა მუშაობს, მაგრამ მაინც დაიკიდებ, ვერ გამოიყენებ.
მაგრამ მაინც, მაინც გინდა ვიღაცამ პასუხი გითხრას — როგორ, როგორ გქონდეს ბედნიერი ცხოვრება.
რამე მარტივი პასუხი — უმჯობესია აბის სახით, ან ყოველ დღე, დღის კონკრეტულ, მონაკვეთში რაიმე ხილის მიღებით.
მაგრამ არაა ესე ეს ცხოვრება და ვერც მე გეტყვი იმას, როგორ გადარჩე საქართველოში, რომლის ჩრდილოელი მეზობელი რუსეთია, რომლის მთავარი პრობლემა, საზოგადოების წარმოდგენით, გეი აღლუმებია, რომლის ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანცია გამოყ ს უ ლ ე ლ ე ბ ი თ ა ა დაკომპლექტებული, რომლის მთავრობის მთავარი ვარსკვლავები ყოველ დღე ახალ-ახალ სისულელეებს აჟღერებენ ხმამაღლა (ჩაიბურტყუნონ მაინც, ომახით იძახიან), რომლის ვალუტა მუდმივად მოყანყალე და სუსტია და სადაც ანაზღაურება დეპრესიაში მყოფი ადამიანის თვითშეფასებაზე დაბალია. არაუშავს, არაუშავს! სამაგიეროდ დანარჩენი ყველაფრის ფასი არის მანიაკალურ ეპიზოდში მყოფი ადამიანის თვითშეფასებაზე მაღალი!
მოკლედ!
კაის ვერაფერს გეტყვით!
სიღატაკე
ბოლო დროს გარეთ თუ გასულხართ — მიხვდებოდით, ალბათ, რომ რაში რაში და — პროდუქტისა თუ სერვისის ფასებში ევროპის არცერთ მოზიპინებულ ქვეყანას არ ჩამოვუვარდებით — უფრო მეტიც! აქ, სალი კლდეების, ლამაზი ბუნებისა და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაში — კრუასანს გაცილებით ძვირად მიირთმევთ, ვიდრე პარიზში, ეიფელის კოშკის წინ მდებარე კაფეში, რომელსაც ალბათ სახელში ‘ჟ’ ურევია.
აქ — კარფურში, მარკეტების ქსელში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იაფი უნდა იყოს — ყველაფერი გაცილებით ძვირია, ვიდრე გერმანიის რომელიმე მდიდარი უბნის მარკეტში. რატომ?
ალბათ მდიდრები ვართ, უბრალოდ არ გვიმხელენ, რადგან უნდათ (ვის? არ ვიცი, ალბათ, პატრონებს) უბრალოებად გავიზარდოთ და მერე გაგვიმხილონ, რომ თურმე ჰალაპენიოს უფრო ძვირიანი ვარიანტის ყიდვა შეგვეძლო მთელი ცხოვრების განმავლობაში. მოკლედ, ჩვენი, ჩვენი სულისთვის კეთდება ეს ყოველივე. თავში რომ არ აგვივარდეს.
რაც შეეხება საქართველოში საშუალო სტატისტიკურ ხელფასს — მთავრობის კვლევებს თუ დავუჯერებთ — 1716.6 ლარია. უფრო კონკრეტულად კი — 2023 წლის i კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების — 2 053.4 ლარით განისაზღვრა. ეტყობა, მეშახტეებს რომ ხელფასი მოუმატეს, ამან იმოქმედა კაცების ხელფასების საშუალო მაჩვენებელზე * clown face loughs in საქართველოს მთავრობა *.
აშკარად კვლევის დროს დაავიწყდათ — ჩვეულებრივი ხალხი გამოეკითხათ. აი, ისეთი, ვისი მონაცემებითაც ძირითადად მსგავსი სტატისტიკები დგინდება ხოლმე.
აქციები
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცუდი ან ხუთშაბათს საღამოს ან პარასკევს დილით ხდება და შესაბამისად პარასკევს საღამოს ჭიქა ღვინოსთვის სევდის გაყოლების ნაცვლად ძირითადად პარლამენტის წინ მთავრობის კარგისტრაკის გინება გვიწევს — მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოში გადარჩენისთვის აქციებზე დგომა აუცილებელია.
მართალია იქ შეიძლება თვალი ამოგიღონ, დუბინკა თირკმელებში გირტყან და ზეიდან ერთ-ერთი ორკისგან გადმოსროლილი შეშის ნაფოტიც სადმე მოგხვდეს — მაგრამ მაინც! ქართველებს ბრძოლების დიდი ისტორია გვაქვს — გახსოვთ ხომ, დიდგორის ბრძოლა 2 კაცით 100 ის წინააღმდეგ რომ მოვიგეთ?
არ მინდა მთლად მამაცივით ვჟღერდე- აქციებზე კი დავდივარ -ჩემი მენტალური ჯანმრთელობის გამო, რა თქმა უნდა — მაგრამ ეგრე დიდხანსაც არ ველოდები თვალების აწვას და წყლის ჭავლს ხოლმე. ერთი-ორი წამომეწვება, სტანდარტულად, 2 თვეში ერთხელ და მერე მივდივარ.
ზარმაცი ერი ვართ ეს ქართველები, რა ვქნა.
ორკები
ანუ ქვეყნის მთავარი მატერიალური და ეზოთერიული ძეგლები, მილენიუმის ღიპის ტიტულის ღირსეული მატარებლები, კოლექტიური ინფექციის ჯილდოს მრავალგზის მფლობელები, სახლში ცოლის, ხოლო გარეთ — გეების მცემელნი. აი, ‘პადვალში’ რაებს აკეთებენ, მაგას უკვე ვეღარ ვიტყვი.
ხომ შეხვედრილხართ ტიპს, რომელზეც გიფიქრიათ, ეს სკოლიდან მეორე კლასში გამოვიდა და იმის მერე არ უფიქრიაო.
არ უფიქრია, ანუ მის გონებას დამოუკიდებელი ფიქრი არასდროს შეუქმნია და შესაბამისად მხოლოდ მარტივი შეგრძნებებით არსებობს — მაგალითად, თუ უჩხვლეტ — ეტკინება, ყინულიან აბაზანაში თუ ჩააგდებ — შესცივდება, კარტოფილის პერაშკს თუ უყიდი — გაუხარდება. ამ მახასიათებლებით ძალიან ჰგვანან, მაგალითად, ამებებს — პერაშკისგან მოგვრილი სიხარულის გამოკლებით.
ა, და ბოლო მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, აშკარად მდუღარე სიცხესაც შესაშურად უძლებენ — მე, 26 წლისას, მაგალითად, ვერანაირი იდეა, რწმენა თუ მორალური ვალდებულება — მათ შორის მეტალიკას კონცერტის უფასო ბილეთი — ვერ მაიძულებს, პაპანაქება სიცხეში ლისზე ფეხით ასვლას და იქ კარდიოს კეთებას.
თუმცა, დასაფასებელია რომ სხვებს მაინც აქვთ ჩემზე უფრო ღრმა პატრიოტული გრძნობები, რომლით აღჭურვილებიც სხვათა ტრაკების სადარაჯოზე დგანან და ომეხითა და კვერთხით ხელში სჭექავენ ‘you shall not pass’. ამასობაში კი თავიანთი ტრაკის ყარაულობა ავიწყდებათ.
სიმართლე გითხრათ, ძალიან სევდიანია როცა უყურებ, ადამიანის არსებობის პოტენციალი ემბრიონის ჩამოყალიბებიდან 40 წლამდე, როგორ განილია დიდი ცხიმოვანი მასის ჩამოყალიბებაში ისე, რომ ტვინის უჯრედების განვითარებას ვერანაირი ენერგეტიკული თუ ნუტრიციული რესურსი ვერ დაუთმო. სამწუხაროა, რომ ადამიანი ერთდროულად გარემოსა და საკუთარი თავის მსხვერპლი გახდა.
არაუშავს, სიცხეს მაინც მიჩვეულები არიან, ამიტომ ჯოჯოხეთში დიდად არ გაუჭირდებათ.
მაგრამ გამიგია, იქ ცივაო.