რა ვიმეგობროთ, შე *ლეო

ალბათ ყველას ცხოვრებაში დამდგარა ის საძულველი მომენტი, როდესაც მსგავსი ფრაზის მსხვერპლი გამხდარა: 

  • მეგობრები ვართ რა..
  • მეგობრობაზე მეტი რა უნდა მინდოდეს?
  • ხო იცი, როგორც ამბობენ – “მეგობრობა გზად და ხიდად” 
  • ვიმეგობროთ.

ესე ამბავი ღვთაებრივი ჯოჯოხეთისა:

ხდება ხოლმე, რომ ადამიანთან ახლოს ხარ და გგონია რომ რაღაც ძალიან ძვირფასი და იშვიათი გაქვთ, რასაც გაფრთხილება სჭირდება. ამავდროულად ამ ადამიანს ბოლომდე ვერც იხელთებ და ის «მისტიკა» და ბურუსი რაც ამ ვერ მოხელთებას მოჰყვება უფრო და უფრო გიზიდავს ამ უფსკრულისკენ — დიდი დროც არ სჭირდება ამ ტოქსიციზმში გადავარდნას, ზოგჯერ იმდენად მიმზიდველია დარქ საიდი — ჰოდა შენც მიჰყვები რა შენს გზას, თან ერთობი, ხან წვალობ, მაგრამ განცდა გაქვს რომ გიღირს და გეძვირფასება ეს ურთიერთობა და ამ გოლგოთასაც თანხმდები — ყველაფერი ღირებულის გზა ხომ ტანჯვაზე გადის — და მსგავსი ღრმადფილოსოფიური ან გნებავთ ფალოსოფიური წიაღსვლები გიმაგრებს ზურგს ამ კეთილი ზრახვებით მოკირწყლულ გზაზე. 

ასეთი «ძვირფასი» და «ხელის-ხელ საგოგმანები» ურთიერთობები ხშირად თავს ნაგავსაყრელზე პოულობენ ხოლმე. როგორ ხდება ესო? — იკითხავთ, ჰოდა პასუხი მარტივია — ერთხელაც შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რო აი კიმარა თუ ასეთი ახლობლები ვართ, ბევრ დროს ვატარებთ ერთად, თან გვსიამოვნებს კიდევაც, რაღაც განსაკუთრებული ინტიმურობის განცდაც გვაქ, სხვასთან რო არ გვეგულება ისეთი, ფლირტიც ადგილზეა და მოკლედ ყველაფერია რა, პატარა სტატუსი უნდა და რილეიშენშიფი გახდება წამის მეასედში — მარა ნუ ზედმეტი პასუხისმგებლობაც როგორი ასაკიდებელია ხო? რა საჭიროა ეს სახელი, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი, კიარადა ბავშვი რო არ გვინდა და პასუხისმგებლობები, ამ სითუეიშენშიფშიც ხო მაგიტო ვართ? 

Anyways, ყოველთვის დგება ერთი მშვენიერი დღე, როდესაც გარეთ მზეა, ჩვენც რაღაცნაირად საუცხოო განწყობაზე ვართ, სამყაროც ჩვენსკენაა და ყველაფერი ისე მიდის, ჩვენ რომ გვინდა. მერე უცებ გავიხედავთ ამ სანახევროდ გამომცხვარი სითუეიშენშიფისკენ და გავიფიქრებთ, რო აი დროა რაა — აღარაა საკმარისი ის, რასაც აქამდე ვუფრთხილდებოდით და ნაზად ვუდგებოდით, ე მანდ სადმე არ გაიქცესო — საკმარისად გათამამებულები ვართ, რომ დავსვათ ის კითხვა, რომელიც ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებს და გვიღირს კიდეც. გვიღირს, რადგან დიდხნიანი თმენის და ვალების მოხდის შემდეგ მივხვდით, რომ არასაკმარისზე დაჯერება უნდა დასრულდეს — ან იქნება ისე, როგორც გვინდა, ან არაფერი არ იქნება — იყოს რაც არი, ოღონდ იყოს, საკმარისი აღარაა.

ეპილოგი

ჰოდა აი სწორედ ასეთ დროს მიღებულ არასასურველ პასუხებზე, ჩვენი შემხმარი ღიმილისა თუ გაოგნებული სახეს უკან ამოფარებული გულწრფელი პასუხებია ხოლმე:

  • რა მეგობრები? წეღან ლითერალი ჩემში იყავი.
  • რავი **ნაური მაგალითად, შენი უფანტაზიო დედა რო ვატირე.
  • მეგობრობა არა, სიყვარული იყო მანდ.. ფუ იმენა…
  • რა ვიმეგობროთ, შე *ლეო! 

Story of my life

ჩემი თინეიჯერობის ერთ-ერთი საყვარელ წიგნში არის ასეთი დიალოგი: 

— Why do I and everyone I love pick people who treat us like nothing? 

— We accept the love we think we deserve.

ამ სიტყვების მნიშვნელობის გაგება ყოველთვის მიჭირდა — სულ ვფიქრობდი, რანაირად შეიძლება ადამიანმა აირჩიო ის, რასაც გგონია რომ იმსახურებ და ეს კარგი რამ არ იყოს მეთქი. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ვცდებოდი. ამ დიალოგის შინაარსი სრულიად ბუნებრივად მეჩვენა მას შემდეგ რაც გავიზარდე, მიმოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ხშირად, ადამიანები ჩემს გარშემო და ჩემი ჩათვლით ჯერდებიან იმაზე ნაკლებს, რაც გვერდზე მდგომის გონებაში მათ ეკუთვნით — მაგრამ თვითონ ასე არ თვლიან და ამჟამად ეს ჩვენი განხილვის თემა არ არის. 

ჰოდა ამბავს რომ დავუბრუნდე — იშვიათია ვინმე ემოციურად ძალიან მომეწონოს — რამდენად იშვიათიო იკითხავთ და დავაზუსტებ, რომ ბოლოს შეყვარებული 2019 წელს ვიყავი და კიი მას მერე 5 წელი, 1 კოვიდი და რამდენიმე საოცნებო არჩევნებია გასული. სხვა კატაკლიზმებზე რომ არაფერი ვქთვათ. იმ ნაწილზე დიდხანს არ გავჩერდები — დაფილტრვას რომ ვცდილობ ხოლმე და ზღურბლს მიღმა ყველა დემონს არ ვუშვებ — რადგან ამ ჯერზე ფაქტია არ გაჭრა — გენდალფსაც კი შემოეპარნენ — არაერთბაშად, უფრო ნელ-ნელა — ალბათ ამიტომაც მოახერხეს. 

ჯერ იყო ვაა რამდენი საერთო გვაქვს. მერე იყო ეეე ფლირტიც როგორ ასწორებსს. იუმორიც ჩემნაირი შავი აქვსს. აი ერთი-ორგან მიმის ახსნა რო მთხოვა, წითელი მანდ უნდა ამენთო, მაგრამ რატომღაც გავუტარე — დანარჩენები ხო გაიგოს მოტივით (ეგრე არ შეცდეთ). ჰოო კიდე ფლირტის ფაზა თუ უსასრულოდ იწელება — მანდაც უნდა მიხვდეთ, რო რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა — მე არც მაგას დავნებდი და რაც შემდეგ მოხდა არ გაგაოცებთ… 

არა ბოლოს კი მივედით რაღაცამდე, მარა ეგ ის არ იყო, რაც მე მინდოდა. პრინციპში არც არაფერი არ იყო. გულაობაზე არაფხიზელ მდგომარეობაში რო გადაეყრებით ერთმანეთს, როცა ამას თან წინ დიდხნიანი ფლიტრიც უძღვის — ხოო რაღაც მოხდება — ეგ წინაპირობა სუ არაა ხოლმე საჭირო, ისე ხდება რაღაცები და ასე მით უმეტეს, ბუნებრივიც იყო. 

მარა ხო ხდება ხოლმე, რო გამჩენი არ გასვენებს და ფლირტი მაინც გრძელდება, ჰოდა ძაან წარმოუდგენელიც არარი, მომდევნო გულაობაზე მორიგი მიმოწერისას რო კითხო — ხოარ შემოგიერთდებოდა — ბოლო-ბოლო წინა გულაობა აქვს რეფერენსად არა? არა. არაოო მეო დაღლილი ვარო, თავი მტკივაო, უნდა მომივიდესო (ოღონდ ვერანაირად ვერ მოუვა, ერთი მარტივი მიზეზის გამო — ვაგინა არ აქვს). ჰოდა აი მანდ ამომასხა — მეთქი რა გინდა ამოღერღე — შენც დაისვენებ, მეც დავისვენებ. ჯერ თავი გაიგიჟა რა მინდა რაარიო — მეთქი წელიწადნახევარი ხან გამოხედვით რო მჭამ, ხან ფლირტით და ხან მიმოწერით, დავიჯერო იმ ერთ რენდომ ღამეში ჩაატიე? და თუ კი, ფლირტი რატომ გრძელდება. ხოდა მეოო, მოკლედ კაცურ სიტყვას გაძლევო, ძმობის მეტი რამე თუ მინდოდესო. კაი ჩემო ძმაოთქო — ვუთხარი. მეტი რა მეთქმოდა. 

ხოდა ამ ბლოგით ყველა ასეთ კაცს გაუმარჯოოსსს