რა გვიჯდება ქალებს ერთი სექსი?

ეს ბლოგი არ ეძღვნება სექსს, რომელიც  ბარის ტუალეტის მბჟუტავ სინათლეში სპონტანურად განვითარდა. სინათლეში, სადაც ბოქვენზე დარჩენილი ორი ცალი ღინღლი 240P ხარისხადაც არ მოჩანს და შენი პარტნიორის სახეც თითქოსდა ბარის ტუალეტში გამომწყვდეულ წითელ შუქში  იზილება.

ეს ბლოგი ეძღვნება სექსს, რომელისთვისაც Flo 8-ჯერ შევამოწმეთ, სხეულზე ყველა თმას მუსრი გავავლეთ (მიმიქარავს შაჰ-აბაბსი), თეთრეული ერთი თვით ადრე გამოვწერეთ და 5 ფენად შევიზილეთ ტანის სურნელოვანი დამატენიანებელი.

ქალებს, რომლებიც განსაკუთრებულად ვემზადებით სექსისთვის, მთელი რიგი მოსამზადებელი პროცედურების გავლა გვიწევს. არავინ უწყის საიდან დაილექა ჩვენში სექსისთვის განსაკუთრებულად მომზადების აუცილებლობა.

იქნებ, იმ ქალებმა, რომლებმაც სისულელედ მივიჩნიეთ კულტურის მიერ საოცრებად აღქმული სექსი და ის მცნება — «ღრუბელზე წამომჯდარი წვერებიანი კაცი რომ თავს დაგიქნევს, მერე გადაუშალე ფეხები იმ ერთადერთსო» და სექსის განსაკუთრებულობა მისთვის მზადებაში გადავაპორტირეთ?

ან იქნებ გვგონია, რომ ბოქვენზე ორი ღინღლი თმაც არ გვეპატიება, რადგან ქალები ვართ? ვიმედოვნებ, რომ ასე არ არის და ჩვენი სექსისთვის სამზადისი just მორიგი ორგაზმის მოლოდინით გამოწვეული ფორიაქია 😉

ამასწინათ ჩემს თანამშრომელ ბიჭს ვკითხე, როგორ ემზადები სექსისთვის თქო და მალევე მომიგო მოსაწევს და პრეზერვატივს ვყიდულობო. უი და კიდევ სექსამდე ბანაობს, რაც ერთიათად ართულებს მის მოსამზადებელ პროცესს.

არ ვიცი ქალები ძალით ვირულებთ თუ არა ცხოვრებას, მაგრამ ქვემოთ ჩამოვთვლი სექსისთვის მოსამზადებელი რიტუალების კრებულს, რომელიც ბანაობით ნამდვილად არ შემოიფარგლება 😉

სექსისთვის მოსამზადებელი რიტუალები — ანუ რა გვიჯდება ქალებს ერთი სექსი? 

სხეულზე თმების მოშთობა

სურნელოვანი შხაპის გელის ტანზე მრავალჯერ აქაფება

დაბანის შემდეგ რამე გემრიელობის ფენა-ფენად გადაზელვა.

ოცივე ფრჩხილის მოწესრიგება, ოცივეზე ლაქის გადასმა დანგრეული ფსიქიკის სანაცვლოდ (შილაკის ფული ყველას არ გვაქვს ძმაო)

შიდა სექსობა ლუქის მოფიქრება

გარე ლუქის მოფიქრება, რომელსაც ყოველთვის დიდი დრო მიაქვს, სულ რომ ეკლესიაში მიდიოდე.

იმ პრიშიკების დაფარვა, რომლებმაც მაინც და მაინც დეითის წინ გამოანათეს.

თმაზე ხელის შევლება

მოკლედ, ერთი სექსი კაი დიდი დრო და ენერგია გვიჯდება. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო დეითის გადადება და ტყუილად ჩაპარსვაა. I know this pain, მაგრამ ეგ არაფერი შემდეგ გრიალამდე დაგავიწყდება.