რატომ უნდა პუტინს უკრაინის აღმოსავლეთის დაპყრობა?

რუსეთმა კიევიდან ჯარები გაიყვანა.

დედაქალაქთან მორიგი მარცხის შემდეგ ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის სახელით ცნობილ მხარეში გადაიტანა, რამაც შეისაძლოა კონფლიქტის გაჭინაურება გამოიწვიოს. 


რა სჭირდება პუტინს იმისათვის, რომ უკრაინის ძველი ინდუსტრიული გული გაათავისუფლოს ან საერთოდ რამდენად შესაძლებელია ეს?

რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიეს. მარიუპოლი ნანგრევებად აქციეს, თუმცა  უკრაინელი სამხედროები არ დამარცხებულან.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან რვაწლიანი ომის გამო, უკრაინის საუკეთესოდ გაწვრთნილი ძალები უკვე განლაგებული იყო აღმოსავლეთში. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს, მაგრამ მათი წინააღმდეგობა მაინც მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა რუსეთის დამპყრობელი არმიისთვის.

რა არის დონბასი და რატომ სურს პუტინს მისი კონტროლი?


როდესაც პრეზიდენტი პუტინი საუბრობს დონბასზე,  უკრაინის ნახშირისა და ფოლადის მწარმოებელ ძველ ზონას — აღმოსავლეთის ორ დიდ რეგიონს, ლუგანსკსა და დონეცკს გულისხმობს.

რუსეთის ლიდერმა არაერთხელ წამოაყენა უსაფუძვლო ბრალდება, რომ უკრაინამ აღმოსავლეთში გენოციდი განახორციელა.

ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინმა  ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარა.

როდესაც ომი დაიწყო, აღმოსავლეთ რეგიონების ორი მესამედი უკრაინის ხელში იყო. დანარჩენ ტერიტორიებს კი ის სეპარატისტები მართავდნენ, რომლებმაც რვა წლის წინ დაწყებული ომის დროს  რუსეთის მხარდაჭერით სახელმწიფოები შექმენს.

თუ რუსეთი ორივე დიდ რეგიონს დაიპყრობდა, შემდეგი ნაბიჯი დონბასის ანექსია  იქნება, ისევე როგორც 2014 წელს  ყირიმში, დისკრედიტირებული რეფერენდუმის შემდეგ მოხდა.

პუტინმა უკვე ისაუბრა «უახლოეს მომავალში» ლუგანსკში რეფერენდუმის ჩატარებაზე, თუმცა ომის ზონაში მოჩვენებითი ხმის მიცემის იდეა აბსურდულად გამოიყურება.

რა არის პუტინის სტრატეგია?


რუსული ძალები ცდილობენ ალყა შემოარტყონ უკრაინის არმიას აღმოსავლეთით. მოძრაობენ ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. რამდენიმე კვირიანი ბრძოლის შემდეგ, მათ ვერ აიღეს რუსეთის სამხრეთით მდებარე უკრაინის მეორე ქალაქი ხარკოვი, მაგრამ საბოლოოდ ხელში ჩაიგდეს სტრატეგიული ქალაქი იზუმი, რომელიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთში გადის.




ქალაქებს, რომლებიც ახლა რუსეთის ხელშია, უკვე გამოცდილი აქვთ ომი მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა პირველად დაიკავეს დონბასის დიდი ნაწილი.

შემდეგი დიდი სამიზნე ქალაქი კი სლოვიანსკია, სადაც 125 000 ადამიანი ცხოვრობს. აშშ-ში დაფუძნებული ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ამბობს, რომ თუ უკრაინა სლოვიანსკს შეინარჩუნებს, რუსეთის კამპანია, ორივე რეგიონის ხელში ჩაგდების მიზნით, «სავარაუდოდ ჩავარდება».

ამ დროისთვის რუსები უკვე ბომბავენ, ლუგანსკის რაიონის ქალაქებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა. რუბიჟნეში, ლისიჩანსკში, პოპასნასა და სევეროდონეცკში საცხოვრებელი სახლები დანგრეულია, მშვიდობიანი მოსახლეობა კი დახოცილი.

როგორც ISW ამბობს, ეს ქალაქები მნიშვნელოვანია, რადგან მათი კონტროლი რუსეთს საშუალებას მისცემს დასავლეთისკენ წავიდეს და დაუკავშირდეს რუსულ ძალებს, რომლებიც იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადასვლას გეგმავენ.


რუსული ჯარები არამხოლოდ საგზაო ხაზებს აკონტროლებენ, არამედ ცდილობენ დაბლოკონ უკრაინის დასავლეთიდან სარკინიგზო მარშრუტებზე მისასვლელები. რკინიგზა კი ყველაზე ეფექტური ტრანსპორტია უკრაინული ჯარების, მძიმე შეიარაღებისთვისა და მშვიდეობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

ამასთანავე, სარკინიგზო ქსელის კონტროლი რუსულ ძალებს საშუალებას მისცემს გადაიტანონ თავიანთი ჯარები და მარაგი.

წყარო: BBC