რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების?

რატომ სჯერათ ადამიანებს, რომ მთვარეზე ნილ ამსტრონგის ვიზიტი დადგმული იყო? რომ დედამიწა ბრტყელია? (კაი ჩემო ძმაო) რომ პრაღის სასაფლაოზე შავკაპიუშონიანი მასონები იკრიბებიან და იმდენად მოსაწყენი ცხოვრება აქვთ, რომ ჩვენი ცხოვრებით ინტერსდებიან? მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო — რატომ სჯერათ ადამიანებს კონსპირაციული თეორიების? იქნებ უბრალოდ მოსაწყენი ცხოვრება აქვთ?

კონპირაციული იგივე შეთქმულების თეორია გვეუბნება, რომ ჩვენს ირგვლივ მომხდარი ყველა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილება, (გარდა ქრაშის seen-ისა) ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ არის მართული. გულო და სულო როგორი კონსპირაციული თეორია აღარ არსებობს:

ზოგმა პოლ მაკარტნი 1966 წელს გარდაიცვალა და ორეულით ჩაანაცვლესო; ზოგმა კიდე 2010 წლის უHotესი ზაფხული წინასწარ იყო შეკვეთილიო; სტოუნჰენჯის აშენებაში ადამიანებს უცხოპლანეტელები დაეხმარნენ და არც ჰოლოკოსტი მომხდარაო…

თუმცა წარსულის შეთქმულების თეორიებში ჩაძიება სულ არ არის საჭირო მაშინ, როცა ამხელა პანდემია გამოვიარეთ და დაჩიპვებით შეშინებული ადამიანების სახეებიც ჩაგვებეჭდა გონებაში. 

თავს დავდებ სადღაც შენს მეზობლად, მინიმუმ 100 მეტრში ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც აუცრელობით ამაყობს და სადღაც გულის სიღრმეში იმასაც ივლებს, კაი ვქენი, ის ავადსახსენებელი ჩიპი რომ არ ჩავადგმევინე იმ ურჯულოებსო. მერე რა, რომ შენგან მინიმუმ 100 მეტრში მცხოვრებმა თემურიმ ან ნათელამ ერთი კვირა გაუჩერებლად ახველეს? მთავარია ვერავინ გაიგებს რა ტრაექტორიით გადაადგილდება თითოეული მათგანი მაშინ, როცა პურზე ჩავა, ან მაშინ, როცა მეზობელთან გადავა საჭორაოდ. მაგრამ ჩემი საყვარელი მაინც ის იყო — 5G-ს რომ კოვიდი გადაჰქონდა ადამიანიდან ადამიანზე და ვირუსის გავრცელების მთავარ დამნაშავედ რომ შეირაცხა. 

ცხადია შეთქმულების თეორიები მეცნიერებს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებიათ. ბევრი იკვლიეს თუ ცოტა, სადღაც ადამიანების ქაოსურ გონებაში პასუხებსაც მიაგნეს. თურმე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც ადამიანებს შეთქმულების თეორიების სჯერათ, კოლექტიური ნარცისიზმი ყოფილა. კოლექტიური ნარცისიზმში გამოჭერილი ადამიანთა ჯგუფები თავიანთ წარუმატებლობასაც შეთქმულების თეორიებით ხსნიან და ამით ცდილობენ თავი ლუზერებად არ იგრძნონ.

კოლექტიური ნარცისიზმი გაპრანჭული სამეგობროს ტიკ-ტოკებში ნუ აგერევა. ეგ ის ამბავია, ადამიანებს საკუთარ მნიშვნელობაზე ზედმეტად გაზვიადებული რწმენები რომ აქვთ და იმხელა ფანტაზიის უნარითაც დაიკვეხნიან, არარეალური  მოწინააღმდეგეებიც მოეპოვებათ ცხოვრებაში. შესაბამისად მოვლენებისთვის ახსნა-განმარტებების მოძებნის დროს შეთქმულების თეორიებს იშველიებენ და იმისიც გულწრფელად სჯერათ, რომ მასონები ღამის ძილს იმიტომ იკლებენ, რომ გამთენიამდე მათთვის მზაკვრული გეგმა დასახონ.

დიდი ბოდიში თუ ვინმეს გული ვატკინე, მაგრამ შენს გამო არავინ შეიწუხებს თავს. მით უმეტეს ძილს არ მოიკლებს 🙂

მეორე მიზეზი ის ყოფილა, ლიდერებს რომ თვალდახუჭული ენდობიან და ყველაფერს იჯერებენ, რაც მათი პირიდან ამოვა. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებს ლიდერობაში სასულიერო პირები უსწრებენ. ჰოდა, სწორედ სასულიერო პირებმა დაყარეს კონსპირაციები — აქაოდა კოვიდი შემოდგებული თემაა, უბრალოდ გვჩიპავენო. ზოგი იმასაც ამბობდა, ეს კოვიდი დასავლეთის შემოტანილია და არაფრის დიდებით არ ავცრათო. ჰოდა, ასე გავრცელდა ბევრი ბულშითი და დარჩა მრევლი აუცრელი. ლხინი იქა, ჭირი აქა, აცრილები იქა, აუცრილები აქა.

ლიდერებისგან ამბის უსიკვდილოდ დაჯერებას თურმე ისიც ბუსტავს, რომ ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან შეთქმულების თეორიების დაჯერებისკენ, მუდამ ეძებენ ვინმეს, ვინც მათი «დამცველი» და «მხსნელი» გახდება. ჰოდა, პროპაგანდისტებსაც მეტი რა უნდათ?

მესამე მიზეზი სტრესი და შფოთვები აღმოჩენილა. ნუ, ეს სტრესი და შფოთვები სად აღარ გამოყოფენ თავს. პანდემიამ კი ორივე მათგანი ფაქტობრივად გააორმაგა. ადამიანები, რომლებიც გარკვეულ საკითხებზე ბევრს შფოთავდნენ, მუდმივი ფიქრების რეჟიმის ჩაკეტვისთვის და შედარებითი სიმშვიდის მოპოვებისთვის მარტივად იჯერებდნენ იმ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც ყალბი ამბებით ხსნიდნენ პანდემიას. აი, ის ახსნები რა, კოვიდი რო ლაბორატორიაში ძალით შექმნეს, დედამიწის მოსახლეობის შემცირება რომ ჰქონდათ განზრახული მასონებს და ეგეთები…

მოკლედ, ბოლოსკენ რო გავიდეთ, გეტყვი — არ დაიჯერო არაფერი რაც შენი თვალით არ გინახავს, ან 100000 ჯერ სანდო წყაროსთან არ გადაგიმოწმებია. მეტი კაი რჩევა რა გინდა?