
აჭარაში კაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა. ნეტავ რა ეცვათ? საღამური და ოთახის ჩუსტები? თუ 10 წლის წინ ნაყიდი ერთადერთი ქვედაბოლო, რომელზეც ფქვილიანი წინსაფარი ქონდა მიფარებული? ხვალისთვის რა გეგმა ქონდათ? საუზმეზე რა უნდა ეჭამათ? ეტკინათ?..
ფემიციდი გენდერთან დაკავშირებული მიზეზით ჩადენილი მკვლელობაა, რომლის მსხვერპლიც ქალი. ფემიციდს კაცები ჩადიან. და რატომ კლავენ კაცები? როდესაც ქალის სხეულში ცხოვრობ, დამატებითი მიზეზები აღარაა საჭირო. ან მოგკალვენ — ან გადარჩები. მაგრამ ფემიციდის ფაქტებს მაინც ეძებნება წინაპირობა, რომელსაც ხშირად მოძალადე ადასტურებს ან ყოველდღიურობაში იკვეთება.
კაცები კლავენ, რადგან ქალები არიან ქალები.
ქალებს კლავენ იმიტომ, რომ ქალები არიან. ფემიციდის ფაქტები ძირითადად გენდერული ნიშნითაა ჩადენილი. ამას თავად ბრალდებულებიც აღიარებენ. ალბათ ფიქრობენ, მათი ყოფნით თუ არყოფნით არც არაფერი დაშავდებაო. ძალა ჩვენ არ გვაქვს, განათლება ჩვენ არ გვაქვს, ზოგიერთი საჭმელსაც კი ვერ ვაკეთებთ…
ფემიციდის მცდელობის მიზეზი ქალის მიერ გენდერული როლის არასადანადოდ შესრულებაც ხდება. მაგალითად, საოჯახო საქმიანობაში ქმრის მითითებების გაუთვალისწინებლობა ბევრი ქალის სიკვდილის ან მოკვლის მცდელობის მოტივი გამხდარა.
ქალებს მუდმივად გვასწავლიან, როგორები უნდა ყივოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა შეგვეფერება ან რა არა, თუ ოჯახი გვინდა, ბევრიც რომ უნდა დავთმოთ. დამთმობები და საჭიროებისამებრ მორჩილებიც უნდა ვიყოთ. და თუ ამ წესებს დავართვევთ, შეიძლება მოგვკლან.
კაცები კლავენ, რადგან ქალების არ გვჯერა.
ამ ამბავს სიუჟეტს რომ მიუძღვნიან 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, მეზობლები მაინც იტყვიან, ეს, ნაჯახით რომ ცოლი და შვილი მოკლა, კარგი კაცი იყო და არ გვჯერა, ამას რომ იკადრებდაო.
არასდროს გვჯერა ქალის, რომელიც ძალებს იკრებს და ამბობს, ძალადობის მსხვერპლი ვარო. ასეთ ქალს ხომ ან ქმრის ქონება სურს, ან ოჯახის გაშავება, ან დედამთილისგან რაღაც ეწყინა, შეიძლება, საყვარელიც კი ყავდა… ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხომ დახმარების ნაცვლად პირიქით, ვადანაშაულბთ და მიზეზს ვეძებთ, რა ჩაიდინა ასე რომ გააგიჟა ქმარი?
ქალებზე რომ ძალადობენ ამის არასდროს გვჯერა. განსაკუთრებით კი კაცებს არ ჯერათ. სანამ ფემიცის ფაქტს არ ვნახავს, მცდელობებს ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ და სათანადოდაც ვერ ვრეაგირებთ. მერე კი ვამბობთ, ადრე მაინც ეთქვა. გვითხრა, მაგრამ არ დავუჯერეთ.
კაცები კლავენ, რადგან ყველაფერი ეპატიებათ.
კაცების მიმართ ყოველთვის შემწყნარებლურები ვართ, თუნდაც ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლას ან ბნელი ქუჩის კუთხეში ახალგაზრდა გოგო გააუპატიუროს. კაცის ბრალი მაინც არაფერია.
მოძალადე კაცთა უმეტესობას გონია, რომ ქალმა დააშავა, მან კი სათანადოდ «დასაჯა». პატრიარქალურ სისტემაში კაცებს ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ ჩაგრულის პოზიცია მისთვის არაა, ამიტომაც ყველას უნდა შეუტიოს, ლიდერისა და კაცის ფუნქციები არ უნდა დაკარგოს. თუ კაცი საკუთარი ღირსების დასაცავად ცოლს, დას, შეყვარებულს მოკლავს — ეპატიება. ასეთ განწყობას კი, საიას მოაცემით, გასულ წელს 20-ზე მეტი ქალის სიცოცხლე შეეწირა.
კაცები კლავენ, რადგან ქალები ამბობენ არას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გასულ წელს ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. 2014-დან 2018 წლის ჩათვლით ფემიციდის 135 ფაქტია გამოვლენილი. მოძალადე ძირითადად ქმარია, ძალადობის ფაქტებების უმეტესობა კი სახლში ხდება.
ანგარიშში ფემიციდის რამდენიმე მიზეზია გამოკვეთილი. მათ შორისაა: ეჭვიანობა, მესაკუთრული დამოკიდებულება, ქცევის კონტროლი, გენდერული ნიშნით მორჩილების მოთხოვნა.
ქალის არა, ნიშნავს არას. და არა — პირიქით. ომბუტსმენის ანგარიშში ხაზგასმულია ფაქტები, როდესაც კაცმა ქალი ცოლად გაყოლაზე უარის თქმის ანდა ყოფილი ცოსლისაგან შერიგებაზე უარის მიღების გამო მოკლა. ისინი ფიქრობენ, რომ ქალები სათანადოდ დასაჯეს.
ქალისაგან უარის თქმა თურმე შეიძლება კაცისათვის ღირსებისშემლახავი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში ან გვაძალებენ ან უარეს შემთხვევაში — გვკლავენ.
ქალებს ვერ ვიცავთ. რაღაცით თუ ქმრის, შეყვარებულის, ყოფილი შეყვარებულის, მამის ან ძმის ხელით სიკვდილს გადაურჩებიან, ვერ ვიცავთ უმოწყალოდ ცემისგან, სახლში ჩაკეტვისგან, სწალვის აკრძალვისგან, ცხოვრების წართმევისგან, ცუდი ცხოვრებისაგან… კაცები გვკლავენ, რადგან არ ჰგონიათ, რომ სილამაზესთან ერთად ღირსება და პრინციპები გვაქვს, მათდამი ერთგულების გარდა სხვა გრძნობებიც გვაქვს და არ ჰგონიათ, რომ მორჩილების გარდა სხვა ბევრი გზაც გვაქვს. ამას მიხვედრისთანავე კი ნაჯახებით, დანებით ან შიშველი ხელებით მოგვსდევენ.
Nolite Te Bastardes Carborundorum