მოლდოვას თუ მისცა მეც მომცემს

რამოდენიმე კვირის წინ მეგობარმა მითხრა რომ ბლოგპოსტი დავწერო; თემა: “მოგვცემენ თუ არა ✨ სტატუსს ✨?”. მაშინ ჯერ კიდევ სრული განაკვეთით დასაქმებული და ათწლიანი ვირული შრომით გადაღლილი ვიყავი; დიდად ვერ მოვიცალე და სიმართლე გითხრა არც მინდოდა ამ თემაზე ფიქრი; დღეს, ერთი კვირა უმუშევრობის, სამშაურმანახევრიანი ჰონორარის და ღორი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ამბის შეტყობის შემდეგ უბრალოდ არ შემიძლია რამე არ დავწერო.

 

დიდიხანია ქართულად არ დამიწერია; ეგეც რომ არა; ზეგ ან მაქსიმუმ მაზეგ გავიგებთ ოფიციალურ პასუხს ამ თემაზე, შესაბამისად ძალიან მეპომპეზურება ჩემი rumbling-ის გაბლოგპოსტება მაგრამ როგორც უკვე ვთქვი უბრალოდ არ შემიძლია რამე არ დავწერო…

 

ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია; მასში შემავალი ოცდაშვიდი (27) ქვეყანა მოიცავს იმ ქვეყნების სიას რომლებშიც სამოგზაუროდ ფულს ვაგროვებთ; შვებულებებს ვიღებთ და საიდანაც ცივილიზაციას ‘ვაიმპორტებთ’ ჩვენც და დანარჩენი სამყაროც; ვინც ასე არ იქცევა… მოდით ვთქვათ რომ იმ ქვეყნებში პატრიარქი სამკურნალოდ არ დაყავთ.

 

მიუხედავად მორალური, გონებრივი, ტექნოლოგიური, ეკონომიკური თუ სხვა ბევრი (and I mean ბევრი) უპირატესობისა ევროკავშირსაც აქვს ნეგატიური მხარეები, კერძოთ: ორბანი და ფიკო (ენდორღანი უკან დგას soon სახით). მარტივად რომ აგიხსნა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა რომ მასში შემავალი კარგმთავრობიანი (not a word) ქვეყნები ბანძმთავრობიან (also, not a word) ქვეყნებს ისე ექცევიან როგორც თანასწორებს; და რამდენიმე ბანძმთავრობიანი (yep, still not a word) ქვეყნის მთავრობა ძალიან წააგავს ჩვენსას.

უფრო ზუსტად კი შეიძლება რომ საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, იტალია, ხორვატია, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, დანია, ნიდერლანდები და ა.შ. რაღაცაზე შეთანხმდნენ; და ამ დროს უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადონ და ამოდენა ქვეყნების, ამოდენა გეგმები წყალში ჩაიყაროს.

 

ამაზე უარესი კი მხოლოდ ის არის რომ თუ მაგალითად გერმანია ამ დროს უნგრეთის ევროკავშირიდან გაგდებაზე წამოიყებს კენჭისყრას; სლოვაკეთი ვეტოს დაადაებს და პირიქით. სხვა სიტყვებით, ეს პიჟონები, ორბანი (სააკაშვილის და ღარიბაშვილის BFF) და ფიკო არც ერთი ტოვებს ევროკავშირს; მაქსიმალურად ‘ხმარობენ’ იმ კეთილდღეობებს რომლესაც მათ ეს ალიანსი აძლევთ და საქმე საქმეზე რომ მიდგება ყოველთვის კობახიძეს ‘პრიჩოსკასავით’ იქცევიან (ჰა, რა შენ იფიქრე? მე უბრალოდ ვიგულისხმე რომ ურჩობენ *wink wink*).

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება; რაც სტატუსის მიღების ლოგიკური გაგრძელებაა; საქართველოს ამჟამინდელი მთავრობით გამოიწვევს კიდევ ერთი ასეთი ბანძმთავრობიანი ქვეყნის დამატებას; რაც კიდევ უფრო გააფართოებს ხიდჩატეხილობას (ყოველთვის მინდოდა ეს სიტყვა გამომეყენებინა) ელფებსა და ორკებს შორის. (ყოველჯერზე კარგმთავრობიან / ბანძმთავრობიანს ნუ დამაწერინებთ, ღმერთმანი).

 

საქართველოსთვის ვეტოს უფლების მინიჭება შეიძლება [და ძალიან დიდი ალბათობით] დიდი თავისტკივილის თემა იქნება ელფებისთვის. კერძოდ, იმის ნაცვლად რომ მხოლოდ ორბანს და ფიკოს ევაჭრონ თუნდაც უკრაინის დასახმარებლად; ახლა საქართველოსთან ვაჭრობაც მოუწევთ.

 

სტატიებს: Slovakia announces the end of military aid to Ukraine; EU readies payout to Hungary to avoid Ukraine aid blockade. დაემატება სტატისები სათაურით: Georgia blocks aid to Ukraine (ღარიბაშვილი soon სახით); EU regrets decision allowing pro-Russian Georgian govt. into their beautiful union (ფოტოზე: შარლ მიშელი ტირის – ამას ნუღა დამაფატოშოპებინებთ, გთხოვთ). უნდათ ახლა ამათ ეს? ალბათ არ უნდათ.

ამას ემატება უფრო weird და კომპლექსური პრობლემებიც; ახლა რუსეთიდან და ბელორუსიდან ევროკავშირში ზღვა ხალხის შედინებას აკავებს კლასიკურად პრო-დასავლური ნორვეგია, ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი (ამ უკანასკნელსაც ხანდახან ‘გაურბის’ ხოლმე but not in a way that matters; ნუ მინიმუმ ჩვენი მოძმე-ოკუპანტის თემასთან დაკავშირებით მაინც არ გაურბის); თუ ამ ნუსხას საქართველოს დავუმატებთ რომელშიც ბოლო ორ (2) წელში ალბათ ორასიათასი (200 000) რუსი ჩამოვიდა და დარჩა; და აქედან რაღაც ნაწილს მაინც, გამარტივებული წესით, მოქალაქოებას მისცემენ – უფრო დიდ ჯაშუშების კრიზის შევუქმნით ევროპას ვიდრე გედეერმა ქნა. უნდათ ახლა ამათ ეს? ალბათ არ უნდათ.

 

ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური და ჰიბრიდულ-მილიტარისტული ამბებია; აუცილებელი ხომ არაა ამ საკითხზე მხოლოდ პოსტ-აპოკალიპტური, ბრძოლის ველის ესთეტიკაში ვიმსჯელოთ? სულაც არა. საქართველოს ეკონომიკა უკვე დიდიხანია :cough: ტრაკისკენ :cough: მიექანება. მიუხედავად ქოცნების განცხადებებისა რომ ეკონომიკა თუხთუხებს; ქვაბიდან გადმოდის; ცამეტნაოჭა ხინკალივით დახვრეპვადია და სხვა მარგალიტები; მაინც მგონია რომ ყველანი ვხედავთ ფასების ზრდას; და ისინი ვისაც დოლარში გადაგვყავს თანხა ‘დაჟე’ იმსაც ვხედავთ როგორ უფრო და უფრო პატარავდა აღებული მწვანეების დასტა.

 

იყო ევროკავშირის წევრი ნიშნავს მიიღო დახმარებების პაკეტი; გქონდეს წვდომა სხვადასხვა ფინანსურ სქემებზე და პასუხისმგებლობებზე. აი საბერძნეთის ფიასკოს მერე ევროკავშირში (ზოგადად) და იტალია და ესპანეთში (კონკრეტულად) პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა აქვთ ბანძმთავრობიან ეკონომიკებზე. ტიპებს რეანიმაციაზე ყავდათ დაერთებული საბერძნეთი და ყველა (ანგელა მერკელის სიცილი.mp3) ზარალში წავიდნენ რომ …

 

მოკლედ რომ გითხრა; საქართველოს კორუმპირებული, უსამართლო, პრო-რუსული მთავრობის მაგ სქემაზე დაერთება შეიძლება კიდევ ერთი ეკონომიკური ფიასკოს მომასწავლებელი იყოს [მითუმეტეს ახლა როდესაც ერთ მხარეს უკრაინა-რუსეთი; მეორე მხარეს ისრაელი-პალესტინა (ზოგადად, შუა აღმოსავლეთის პრობლემა); რამდენიმე წელში ტაივანი-ჩინეთი; და ათასი (1000) სხვა ჯანდაბა პასუხისმგელობები აქვთ შეტენილი]. უნდათ ახლა ამათ ეს? ალბათ არ უნდათ.

 

პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების მიღმა; არის კულტურული მიზეზებიც. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა გამოირჩევა თავისი რწმენებით და ფასეულობებით; ძლიერი ინსტიტუციებით რომლებიც გამოხატავენ მათ რწმენებსა და ფასეულობებს. ჩვენ? ჩვენ ამ საკითხებზე ჯერ არც კი გვიფიქრია; არც კი გვილაპარაკია; არც კი ვიცით როგორ ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ ამის შესახებ.

 

ჯანდაცვა და ცხოვრების სტილი?

 

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ას ოცდამეჩვიდმეტე (137) ადგილზე ვართ; კერძოდ: საშუალოდ, გაცილებით უფრო ადრე (73,6 წლის ასაკში) ვკვდებით ვიდრე მაგალითად (84,1 წლის) ესპანელი ან (78,6 წლის) პოლონელი.

ახალშობილიანების სიკვდილიანობის მაჩვენებლით ას ოცდამეხუთე (125) ადგილზე ვართ: ყოველ 1000 ახალშობილზე საშუალოდ 8.2 ბავშვი გვიკდება; იგივე რიცხვი საბერძნეთში 3,6-ია; ბანძმთავრობიან უნგრეთშიც კი 3,4; იტალიაში 2,5.

 

ფული? უმუშევრობა?

 

უმუშევრობის მიხედვით ოთხმოცდამეთვრამეტე (98) ადგილზე ვართ: უმუშევრობის პროცენტი (%) 19,5-ია; საფრანგეთში 13,6%; პოლონეთში 15,4%; ისევ უნგრეთში 12,3%; სლოვენიაში 12%.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ას ოცდამეორე (122) ადგილზე ვართ: ჩვენ – 3800$; უნგრეთი? 12 400$; პოლონეთი – 11 500$; ბულგერეთი – 8000$.

 

განათლება?

 

სტუდენტების საერთაშორისო შეფასების პროგრამის მიხედვით სამოცდამეექვსე (66) ადგილზე ვართ: საშუალოდ 387 ქულა; ბულგარეთი 426,7 ქულა; საფრანგეთი 493,7 ქულა; გერმანია 500.3 ქულა; პოლონეთი 513 ქულა…

 

Well… I hope you get the point… ამ პრობლემების ნაცვლად რაზე ვსაუბრობთ?

 

თერთმეტწლიანი მთავრობაში ყოფნის თავზე კობახიძე და კალაძე ოკუპანტი ღორების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაში რუსეთზე უფრო მეტად წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ; მერე კი გულზებნჯენით ამაყობენ რომ ევროკავშირის საწევროს პუნქტები ზედმიწევნით შეასრულეს. განსაკუთრებით კი პოლიტიკური პოლარიზაცია ჩაახშეს. 🤡

 

… “კაროჩე”…

 

ევროკავშირის კანდიდატის სტატუს კი არა; მოცემულ პირობებში ოც (20) თეთრიან ტვალეტში შესასვლელ ბილეთს არ მივცემდი ჩემ საყვარელ ქვეყანას; ამის მიუხედავად პატრიოტული სულისკვეთება; იდიოტისთვის სახასიათო იდეალისტური-ოპტიმიზმი თუ აგნოსტიკურად, ღმერთის იმედზე ყოფნა მაფიქრებინებს რომ სტატუს მოგვცემენ.

 

მოგვცემენ იმიტომ რომ ალბათ ხედავენ როგორ გამოვიფიტეთ და დავიღალეთ უსამართლობების და ბოროტებასთან მარტო ბრძოლით;

 

მოგვცემენ იმიტომ რომ წყალში არ ჩაეყაროთ ამდენი წლის ინვესტიციები;

 

მოგვცემენ იმიტომ რომ (თუ არა) ჰიბრიდული ტირანია კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს დემოკრატიაზე;

 

მოგვცემენ იმიტომ რომ 1921 წელს უკვე დაუშვეს ეგ შეცდომა რითაც დიდი პოლიტიკური გავლენა დაკარგეს კავკასიის და შუა აღმოსავლეთის რეგიონზე;

 

თუ შენც (ჩემსავით) დაგღალა სენტიმენტალური, იდეალისტური, მორალისტური, თუ უბრალოდ იდიოტური არგუმენტების მოსმენამ; აგერ კიდევ ერთი და დავიშალოთ:

 

“რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტს, რიკარდ იოზვიაკს ეწერა ტვიტერზე: “საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს დათქმებით, რომ გადავიდეს შემდეგ ნაბიჯზე”; ჰო და ‘გიჟი’ ჰო არაა ეს ესე ‘ჰაერზე’ დაეწერა; ჰო და მოგვცემენ.

 

 

ავტორი: გოგა ვაჩნაძე