ჰეი. გაიცანი იო — დედამიწელების მეგზური ციფრულ სამყაროში. იომ იცის ყველაფერზე ცოტა მეტი კიბერუსაფრთხოების შესახებ და რადგან ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლების თვეა, იომ გადაწყვიტა პლატფორმიდან პლატფორმაზე იმოგზაუროს და ჭკვიანური რჩევები გასცეს. უცვლელად და სიტყვასიტყვით გთავაზობ, რაც იომ მოგვიყვა:
«თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც დღის უდიდეს ნაწილს გაჯეტებში ატარებს, კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. კიბერდამნაშავეები დღითიდღე იხვეწებიან, სულ ახალთახალ სქემებს იგონებენ და ადამიანის ისეთ ბუნებრივ თვისებებს უმიზნებენ, როგორიცაა შიში ან სიხარბე. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ კიბერდანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა გახდნენ მხოლოდ მთავრობები, ბიზნესები, ან მდიდარი ადამიანები. თუმცა, რეალობა სხვგვარია. კიბერდანაშაულის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი დედამიწელი. ყოველ 39 წამში მსოფლიოში 1 ადამიანი ან ორგანიზაცია ხდება კიბერდანაშაულის მსხვერპლი.
საბედნიეროდ, არსებობს წესები, რომელთა ყოველდღიურობაში დანერგვით მაქსიმალურად ვამცირებთ იმის ალბათობას, რომ კიბერდანაშაულის მსხვერპლნი გავხდეთ. ამ წესებს კიბერჰიგიენა ეწოდება. რაც უფრო მეტად იცავ კიბერჰიგიენის წესებს, მით ნაკლებ შანსს უტოვებ კიბერდამნაშავეებს.
გთხოვ, გაითვალისწინე და ყოველდღიურობაში დანერგე კიბერჰიგიენის 3 ოქროს ქცევა:
- თავი შეიკავე საეჭვო ბმულებზე გადასვლისგან
- შექმენი ძლიერი და უნიკალური პაროლები
- თავი შეიკავე პერსონალური ინფორმაციის არასაჭირო გაზიარებისგან
გახსოვდეს, შენს გონივრულ მოქმედებაზეა დამოკიდებული, გაებმები თუ არა კიბერდამნაშავეების მახეში.
მეტი ინფორმაციისთვის, გამომყევი: https://imitom.ge/davita
იმოქმედე გონივრულად ინტერნეტში.»
ავტორი: იო