იყო და არა იყო რა, იყო 2022

გასული 1-ლი იანვრიდან ლამის კარს მომდგარ 1-ელ  იანვრამდე დედამიწა კიდევ ერთ წრეს მოხაზავს იმ მზის გარშემო, ზამთარში 8 თვეში ერთხელ რომ ვხედავთ.

კიდევ ერთხელ გავაცნობიერებთ, რომ ათვლის წერტილის ცვლილებით, შეიძლება ყოველი დღე ახალ წლად ჩავთვალოთ. 

თუმცა, მაინც, ძალიან უცნაურად, ზოგჯერ გულწრფელადაც დაველოდებით 1-ლი იანვრის მოსვლას, 12 საათის მერე შვებითაც ამოვისუნთავთ, დიასახლისებიც დააცხობენ იმ ბოლო ხაჭაპურს, ფორტე-პიანოს თავიდან ის ბოლო მტვერიც გადაიწმინდება და იმის ილუზიას შევიქმნით, თითქოს დედლაინები დეკემბერსა და წინა წელს ჩაბარდა და ახალი წლის შემდეგ, მომავალ დეკემბრამდე არავინ დაგვაჩქარებს. 

იცვლება კი რამე?

თუ ყველაფერი მეორდება იმ პატერნით, რომელსაც ჩვენი ყოფითი, ან თუნდაც კოლექტიური პრობლემებით დამძიმებულები, ვეღარც კი ვამჩნევთ?

მგონია, ყოველ წელს გულუბრყვილოდ ვიწყებთ. 

არასდროს ველით იმ ტრაგედიებს, სევდებს, პარადოქსულ ამბებს, რომელიც ახალი წლის დაწყებასთან ერთად ნელ-ნელა შემოგვეპარება ხოლმე. 

ზოგჯერ, საცობებსაც არ ველით ხოლმე. 

ჰოდა, ეს 2022-იც, უცნაურად დაიწყო:

პროლოგი

Როგორც იქნა, ისეთი ახალი წელი დაგვიდგა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა რომ შეგვეძლო და ამისთვის 3000 ლარითაც არავინ დაგვაჯარიმებდა. თუმცა, ზურგს უკან მაინც შეშინებულები ვიხედებოდით, იქნებ რაიმე ახალი პანდემია მოგვდევს მეკვლეობის ინსტიტუტის გასაუქმებლადო. 

ასე რომ წლის აღნიშვნა ზომიერი, შიშნარევი სიხარულით დავიწყეთ.

ამ დროს ჯერ კიდევ აᲠ ვიცოდით, პანდემიაზე უარესი რომ წამოგვეწეოდა სულ რაღაც ორ თვეში

ომი

სამსახურში ოთხი დღის მისული ვიყავი. 

ის-ის იყო მეორე სართულის კიბის მესამე საფეხურზე უნდა ამედგა ფეხი რომ, კიევი დაიბომბაო გავიგე. 

აი, ახალგაღვიძებულზე ჯერ კიდევ საკუთარ ყოფას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ტრავმირებულ მუხლსა და გამოუძინებელ სხეულს რომ გლოვობ და უცებ იგებ, ვიღაც შენნაირმა, სამსახურში რომ უნდა წასულიყო და ყოფიერებას შენსავით შესჭიდებოდა, ბომბის ხმა გაიგო, სადღაც აფეთქება დაინახა და ცხოვრება თავდაყირა დაუდგა.
თან არა მხოლოდ მას, ყველას მის ირგვლივ, ყველას მის სამსახურში, სამეზობლოში, ქვეყანაში. 

მერე ჩრდილოურმა საინფორმაციობემა დაგვიზუსტეს, უბრალოდ სპეცოპერაცია დაწყებულაო. 

ჩვენმა ფსკერიხვრეტია მთავრობამაც მაშინ ყველაზე უფრო ღრმად ჩახვრიტა ფსკერი და…

მერე იყო აქციები

სადაც ქართველებმა ჩვენი ნება და პოზიცია გამოვხატეთ. Სადაც ვიდექით უამრავი, სადაც ვიდექით ჩუმად, რადგან ჩვენს გვერდით, ხალხი, რომელის ცხოვრებაც ვიღაცის მანიამ გაურკვეველი დროით დააპაუზა, ბომბებს ემალებოდა, ებრძოდა, ეწირებოდა.

თავს უხერხულადაც ვგრძნობდით. თუმცა მშვიდობის ქვეყნის თავზე თვითმფრინავები წრეს აღარ ხაზავდნენ და უხერხულობის გრძნობასა და უარესის მოლოდინის შფოთვას —  ცოტა შვებით ამოსუნთქვაც ერეოდა.  

იქ, ჩემნაირი კვდებოდა, მაგრამ აქ მე, ვიყავი ცოცხალი. 

აქ ქართველებმა ვთქვით, სადამდეც არ უნდა ჩახვრიტოს ფსკერი მთავრობამ, რომელიც ჩვენს ნებას არ წარმოადგენს, ჩვენ მაინც გვესმის თქვენი, უკრაინელებისო. 

მეტი ვერ შევძელით.

მერე, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაადო.
ჩვენ არა.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

შინ ევროპისკენ

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე 100 000 ქართველი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება კვლავ გამოგვეხატა. 

მას მერეც, ბევრჯერ გვქონია სასოწარკვეთილი მცდელობა, ყველასთვის გვეჩვენებინა, ვის მხარეს ვიდექით. 

უკან ევროპისგან

ანუ რაღაცა მთავრობა ავირჩიეთ და ყველას დედა გვაქვს ******ი 

ზუსტად არ ვიცი რა მოხდა — შემოსახაზი პასუხების ტესტში ერთის მაგივრად ყველა შემოვხაზეთ; ღია შეკითხვას კი-არა-თი ვუპასუხეთ; თუ უბრალოდ გამოვტოვეთ და გაგვინულეს, მაგრამ პასუხად მოვიდა, გადაგეწერათ მაინცო. 

ასე და ამგვარად, საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

მხოლოდ — რეკომენდაციები.

ის რაც გვავიწყდება

ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ქალს კლავენ. 

კიდევ ერთხელ ვდგებით რეალობის წინაშე — რომელიც ჩვენს გვერდზე არსებობს და რომელსაც ასე მალე ვივიწყებთ, რადგან კომუნალურებია გადასახდელი, კარფურში სურსათი საყიდელი, ავტობუსის ჭყლეტვები საგინებელი და შენთვის მოცემული 24 საათიდან ყველაფერი ამ პრობლემებზე ნაწილდება. 

ჰოდა, საუკუნეებია, ყოფიერების ყველა წელია გვერდზე არ ვიყურებით. 

იქ კი, გვერდზე, ირანში, საპროტესტო აქციების დროს მოკლეს დაახლოებით 500 ადამიანი, 18 240 კი დააკავეს. 

აქ, გაბრწყინებულ იბერიაში 🤡

ერთ საცობზე ყვებიან ხოლმე, ხალხი საათობით რომ იდგა, ადამიანმა ადამიანს მაკის ჩიზბურგერი რომ მიაწოდა — მოგშივდებოდაო, ვიღაცამ იმშობიარა კიდეც ალბათ, ვიღაცამ მას ბავშვიც მოუნათლა, ვიღაცამ როგორც იქნა სოულ მეითსაც მიაგნო. 

მოასწრებდნენ. 

როგორც იქნა დასრულდა გადათხრილი მელიქიშვილის დრამები. 

თუმცა საცობი მემუარებს კვლავ წერს. 

პროდუქტი სამჯერ ძვირდება.

ხელფასებიც 0-ჯერ იზრდება. 

ლარიც გვაოცებს თავისი ერთადერთი სტაბილური მახასიათებლით — არამყარობით. 

ჩვენც გვესმის, რადგან დაახლოებით იმავე არამყარ მდგომარეობაში ვართ. 

და ვაცნობიერებთ, რომ ამ მოცემულობით, საბერძნეთში გადაფრენა, იქ ჭამა და უკან დაბრუნება უფრო იაფი დაგვიჯდება, ვიდრე უბრალოდ ამ ქვეყანაში ცხოვრება. 

ტურისტები 🤡

ძალიან ბევრი ტურისტი მოგვადგა კარს. უცნაური ისაა, რომ ყველა ერთი ქვეყნიდანაა. არავინ ვიცით, რატომ. 

ბინის ქირაობა რატომ გაძვირდა? 

ქართველი რატომ ვერ წვდება საცხროვრებელს?
ქართველზე არ ქირავდება რატომ აწერია განცხადებებს? 🤡

რავი, აბა. 

მშვიდობის ქალაქი?! მშვიდობის ქალაქი 🤡

ველოდებოდით, რა წარწერას მოიფიქრებდა მერია წმინდა გიორგის ძეგლის გარშემო გასაბრწყინებლად. იფიქრეს, იფიქრეს, რა სიტყვა მოუხდება გველეშაპთან მებრძოლსო, ხოდა მშვიდობის ქალაქი შემოაწერეს. 

ჯენ ზის ენაზე ამას დატროლვა ჰქვია. 

მსოფლიო ჩემპიონატის თასი და კაპლები

ანუუუ, საფრანგეთმა ანგარიში გაათანაბრა და იძრა მიწა, შეიძლება დედამიწის ღერძიც კიდევ უფრო გადაიხარა, შეიძლება ჩრდილოეთის ვარსკვლავიც შეიცვალა. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ფეხბურთის მოყვარულ-არმოყვარულებს ყველას ახსოვს ეს გენიალური თამაში. ეკრანებიდან თუ არა, ფეისბუქ პოსტებიდან მაინც!
თასის მფლობელი — არგენტინა.
MVP- ლიონელ მესი. 

მომავალი წელი 

AGAR SHEGVIDZLIA, DAGVASVENET